ზოდიაქოს 5 ნიშანი რომელთაც პატიება შეუძლიათ მაგრამ წყენას არასდროს დაივიწყებენ.

არ ელოდოთ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნებთან ყველაფერი მარტივად იქნება. რას ნიშნავს პატიების უნარი? ეს რთული გასაკეთებელია - ძალიან რთული, დამოკიდებულია იმაზე ვინ გთხოვს პატიებას. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ასტროლოგიის მიხედვით 5 ზოდიაქოს ნიშანს, რომელთაც შეუძლიათ პატიება, მაგრამ ამის შესახებ არასდროს ივიწყებენ. 

  1. ვერძი

    ვერძი გაპატიებთ უბრალოდ იმიტომ, რომ ვერძია. ის "უმაღლესი კასტის" ადამიანია, ანუ თავის პატიებას გიწყალობებთ. მაგრამ არ დაივიწყებს! ვერძს შეუძლია გულითადად გაპატიოთ თავხედობა და იმასაც შეეგუოს, რომ ეწინააღმდეგებით. მაგრამ ის მართალია - ყოველთვის მართალია! ამიტომ ვერძი მუდმივად შეგახსენებთ, რომ თქვენთვის დათმობაზე წავიდა, სწორედ ამიტომ მისი პატიება უნდა გაამართლოთ. 


  2. მორიელი

    მორიელს მთელი კაცობრიობა დიდად არ უყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აწყენინეთ, ქალაქიდან ან ქვეყნიდან და საერთოდ დედამიწიდან სწრაფად გაიქეცით. მან შეიძლება ხელი გამოგიწოდოთ და გითხრათ რომ გაპატიათ, მაგრამ არ მოდუნდეთ. მაშინაც კი თუ მორიელმა სიტყვით გაპატია, თქვენით ყოველთვის იმედგაცრუებული იქნება და ეს არასდროს გაქრება! უბრალოდ ამისთვის მზად იყავით!


  3. მშვილდოსანი

    მშვილდოსანი შიდა ოპტიმიზმის წყალობით ყველას პატიობს. მისი მიტევება მხოლოდ მისი უიმედობისა და უწესრიგობისგან მოდის. სიმართლე რომ ვთქვათ, მას ეზარება ამაზე დაფიქრება და აბსოლუტურად არ აინტერესებს სხვების აზრი. ასევე არასდროს დაივიწყებს წყენას და მაგრამ ამის შეხსენებით მშვილდოსანი დროს არ დაკარგავს. ის უბრალოდ თავისი ცხოვრებით იცხოვრებს და დროდადრო ადამიანებს "შავ სიაში" შეიყვანს.


  4. თხის რქა

    უმეტესწილად, თხის რქას პატიება ფეხებზე ჰკიდია. ტექნიკურად მან შეიძლება გაპატიოთ, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, ან ერთი წლის შემდეგ ამის შესახებ გაიხსენებს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი უკვე მოგვარებულია, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, საერთოდ გაპატიათ თხის რქამ? თხის რქა ყველაფერს გამოიყენებს, რომ თქვენ შეგახსენოთ ის, თუ რა გააკეთეთ. 


  5. თევზები

    მშვიდობისმოყვარე და წყნარი თევზები წყენას გულში დიდხანს იტოვებენ. დიად, რა თქმა უნდა, ფორმალურად გაპატიათ და გაგიღიმათ კიდეც, მაგრამ მთელი ცხოვრება ემახსოვრება და იმედიც არ გქონდეთ - არ დაავიწყდება. თევზები დელიკატურები არიან, თავს ისე მოგაჩვენებენ თითქოსდა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დროდადრო ისინი მწვავე კომენტარებს გააკეთებენ, რომ თქვენ დაგამციროთ.