მცენარე, რომელსაც ტრადიციული მედიცინა მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებს

ძირტკბილა - ქიზიყში სატკბურას ეძახიან. 1,5 მ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ნიადაგში განვითარებული მძლავრი ფესვთა სისტემით.
ღერო, ფოთლებისა და ყვავილების ყუნწები ბუსუსიანი აქვს, ივითარებს ფრთართულ ფოთლებს, 9-15 ფოთოლაკისგან შედგება და მორიგებითაა განლაგებული ღეროზე, ყვავილები პატარაა, იისფერი და შეკრებილია მტევან ყვავილედში, ნაყოფი თავით უხსნელი პარკია და შიგ ერთი ან მრავალი თესლია მოთავსებული, ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. გავრცელებულია მდინარის ნაპირებზე, ველებზე, ნათესებში. ხშირად მის დაჯგუფებებსაც ვხვდებით რამდენიმე ჰექტარის ფართობზე და მის ახლოს სხვა მცენარე არ ხარობს. ძირტკბილას მასივებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის ნაპირებზე, მარნეულის რაიონში და სხვა.



სამკურნალოდ გამოიყენება ფესვი.
მისი შეგროვება ხდება შემოდგომაზე დაღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ფისებს, სტეროიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, უმაღლეს ცხიმოვან მჟავებს და სხვა.

მცენარე, რომელსაც ტრადიციული მედიცინა  მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებს

ტრადიციული მედიცინა იყენებს მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქრონიკული შეკრულობის, ცისტიტის, ნეფრიტისა და კლიმაქსის დროს.

ნახარშს ამზადებენ ასეთნაირად:
6 გ მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს. გააჩერეთ 20-30 წუთი შემდეგ გადაწურეთ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება: ორსულობა.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფოტოთერაპია