მათ ვინ სწორ გზას ეძებს - ფსიქოლოგები ქვეცნობიერიდან მოწოდებული რჩევებით დაეხმარებიან.

ძალიან ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოსდა ცხოვრება ჩიხში შევიდა და არ იცით, თუ რა გააკეთოთ. თუ ასეთ მდგომარეობაში ძალიან დიდხანს დარჩით, შესაძლოა, დეპრესიაც დაგემართოთ. ასეთ მომენტებში ძალიან გვჭირდება მინიშნება, ზებუნებრივი ნიშანი, პატარა მიმართულება, მაღალი ძალების დახმარება.


და თუ ახლა ასეთ ნიშანს ეძებთ, თქვენ FPAPARAZZI-ის რედაქცია მარტივ მინიშნებას გთავაზობთ, რომელიც ბედისგან დახმარების მიღებაში დაგეხმარებათ. ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ!


ზუსტი მკითხაობა კარტზე

თქვენ ერთი კარტი უნდა ამოირჩიოთ. არჩევის წინ მოდუნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, გონება ფიქრებისგან გაათავისუფლეთ. ახლა შეხედეთ სურათს, გული გიკარნახებთ, რომელი კარტის არჩევა ღირს. აირჩიეთ? ახლა წაიკითხეთ, თუ რა მოგიმზადათ ბედმა.


1. ძალიან ჩქარობთ. ცდილობთ დაეწიოთ იმას, რაც საერთოდ არ გჭირდებათ. შეჩერდით, მიეცით თავს დრო და გაიცანით ამ სამყაროს სილამაზე. მიმოიხედეთ გარშემო, შეხედეთ ამ ლამაზ სამყაროს და ისიამოვნეთ იმით, რაც ბუნებამ მოგცათ. დაუთმეთ ცოტა დრო საკუთარ თავს, წაიკითხეთ წიგნები.

2. თქვენ ძალიან დაღლილი ხართ. დასვენება გჭირდებათ. კარგი ძილი არაფერს დაგიშავებთ, მაგრამ სულიერად უნდა დაისვენოთ. გაატარეთ ერთი დღე საკუთარ თავთან, ყოველდღიურობაზე ფიქრი მოიშორეთ და თავს შემოქმედების უფლება მიეცით. აი ნახავთ, ამის შემდეგ ცხოვრება ახალი ფერებით კაშკაშს დაიწყებს.

3. თქვენ ცვლილებებისთვის, ახალი მიღწევებისთვის მზად ხართ. მოიშორეთ ყველაფერი, რაც გაკავებთ და თქვენს ოცნებას შეხვდით. მოიშორეთ ეჭვები, სწორედ ახლა ყველაფერი გამოგივათ!


4. შეწყვიტეთ სხვის ჩარჩოში საკუთარი თავის მოქცევას. გამოდით აქედან და ღრმად ამოისუნთქეთ. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ. საკუთარ თავს ცოტა თავისუფლება მიეცით.

5. ცდილობთ საკუთარ პრობლემებს დაემალოთ. მხოლოდ ეს უკვე აღარ მუშაობს, ახლა მათ გადაჭრაზე უნდა იფიქროთ. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, შეხედეთ პრობლემას კიდევ ერთხელ. ახლა იპოვეთ პრობლემის მოგვარების გზა და ყველაფერი კარგად იქნება.

6. საკუთარი თავის უნდა ირწმუნოთ. თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ და ტყუილად არ აღიარებთ ამას. თქვენ ყველაფერი გამოგივათ! იმოქმედეთ!