ამ ინფორმაციას რომ ფლობდეთ, ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ გაამდიდრებდით. ნიორი ყველა დაავადების მკურნალია.

ნიორი - ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომლის სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ შუმერებს მოეპოვებოდათ, რომლებმაც მიახლოებით ჩვ.წ.აღ. 2300 წელს დაიწყეს ამ პროდუქტის გამოყენება სხვადასხვა სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1922 წელს ტუტანჰამონის საფლავის გახსნისას, რომელიც ჩვ.წ.აღ. 1300 წლით თარიღდება, აღმოჩენილი იქნა ნივრის ბოლქვები.



ნიორში შემავალი ნივთიერება ალიცილი - უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ეფექტურად ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, თავიდან გვარიდებს მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ა.შ. განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროდუქტი ჰიპერტონიკებისთვისაა, რადგან ყოველდღიურად ნივრის მიღების შედეგად წნევა დაახლოებით 15 ერთეულით მცირდება.



გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნიორი, რომელსაც ოთახის ტემპერატურაზე ვინახავთ, 8 თვეში კარგავს თავის ფიტოციდურ თვისებებს. თუ გსურთ, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ნივრისგან, აუცილებლად დაამზადეთ მისგან სპეციალური ნაყენები და ელექსირები.
  1. ნივრის ნაყენი სისხლძარღვების გასაწმენდად
    თქვენ დაგჭირდებათ 350 გრამი კანისგან გასუფთავებული და აუცილებლად გულ ამოცლილი ნიორი, რომლისგანაც უნდა მოამზადოთ ფაფისებრი მასა ბლენდერის ან ხორცსაკების გამოყენებით. შეგიძლიათ უბრალოდ მისი დანაყვაც. მიღებული ფაფისებრი მასა უნდა გადაიტანოთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და დაასხათ 200 მილილიტრი სამედიცინო სპირტი. ქილა უნდა შეინახოთ 10 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილზე. პერიოდულად აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ ის. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ ნაყენი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით ახალ ქილაში და დააყოვნეთ კიდევ 3 დღე-ღამის განმავლობაში. 5 სუფრის კოვზ ცივ რძეში ჩაამატეთ 10 წვეთი ნივრის ნაყენი. მიირთვით ეს საშუალება ჭამამდე 20 წუთით ადრე დღეში 2-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა. საერთო ჯამში თქვენ უნდა ჩაიტაროთ ორი კურსი. კურსებს შორის აუცილებელია 2 კვირიანი შესვენების გაკეთება.



    ეს საოცარი მეთოდი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმისგან, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ანადგურებს ორგანიზმში ბინადარ პარაზიტებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს.

  2. წითელ ღვინოზე დაყენებული ნიორი
    აიღეთ 12 კბილი ნიორი და 750 მლ წითელი მშრალი ღვინო. ამ საშუალების დასამზადებლად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნატურალური ნიორი და არა ჩინეთიდან იმპორტირებული ფალსიფიცირებული პროდუქტი. ნივრის თორმეტივე კბილი გაჭერით 4 ნაწილად და მოათავსეთ გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, დაასხით მოცემული რაოდენობით ღვინო და დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ ეს ნარევი ფანჯრის რაფაზე 2 კვირის განმავლობაში.

    ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ ქილის შიგთავსი. 2 კვირის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნაყენი და მიღებული სითხე შეინახეთ მუქი ფერის ჭურჭელში. ის უნდა მიიღოთ ჭამამდე 5 წუთით ადრე 1 ჩაის კოვზის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა - 30 დღე.



    ნივრისა და წითელი მშრალი ღვინის კომბინირებით ამ პროდუქტების სასარგებლო თვისებები კიდევ უფრო ძლიერდება. მოცემული მეთოდი არაჩვეულებრივია სახსრებიდან ზედმეტი მარილების გამოსადევნად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაჯანსაღებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ნივთიერებათა ცვლის პროცესების გასაუმჯობესებლად და ა.შ.



  3. ლიმონის, თაფლისა და ნივრის ნაყენი
    დააუქცმაცეთ 4 კბილი ნიორი. დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად 6 ლიმონი თავის კანთან ერთად. დაქუცმაცებული ნიორი და ლიმონი ჩაამატეთ 200 გრამ თაფლში და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ სამლიტრიან მინის ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით თბილი ანადუღარი წყალი, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს. შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში და დააყოვნეთ 4 დღე-ღამის განმავლობაში. 4 დღის შემდეგ მზა ნაყენი უნდა მიიღოთ საუზმობამდე 20 წუთით ადრე. თავდაპირველად რეკომენდებულია ამ საშუალების მიღება 1/4 ჩაის ჭიქის (50 მლ) ოდენობით და ნელ-ნელა, პერიოდულად ულუფის გაზრდა ნახევარ ჩაის ჭიქამდე, ანუ 100 მილილიტრამდე. განაგრძეთ ეს კურსი ნაყენის ამოწურვამდე. შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 2 კვირიანი შესვენებსი გაკეთება.



    ნიორი ლიმონთან და თაფლთან ერთად შეამცირებს ქოლესტერინის დონეს, გაგიწმედთ სისხლძარღვებს, გაგიუმჯობესებთ გულის მუშაობას და აამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

ნივრის ნებისმიერი ნაყენი უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კუჭის დაავადებები, გასტრიტი ან წყლულები აწუხებთ. გარდა ამისა, მოცემული საშუალებების მიღება აკრძალულია ორსული და მეძუძური ქალბატონებისთვის.



ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელიც არ უნდა აირჩიოთ, რეგულარულად მისი მიღების შედეგად თქვენ არა მხოლოდ გაიჯანსაღებთ გულ-სისხძარღვთა სისტემას, არამედ დაირეგულირებთ წნევას, მოიშორებთ თავის ტკივილებს და გაიუმჯობესებთ განწყობას. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!