მას შემდეგ, რაც E ვიტამინის სწორად გამოყენება დავიწყე, ყველა მეგობარი მთხოვს, გავუზიარო ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო.

ასაკის მატების პარალელურად ჩვენი კანი სულ უფრო და უფრო ზიანდება: ის კარგავს სიმკვრივეს, ჩნდება ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და ა.შ. მავნე ჩვევები კანის დაბერების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს, რის გამოც თანამედროვე ბაზარზე სპეციალურ ანტიასაკობრივ კრემებზე და სხვა მსგავს საშუალებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. მწარმოებელი კომპანიები მინიმალურ ვადაში საოცარი შედეგების მიღებას გვპირდებიან, თუმცა ხშირად იმედები გვიცრუვდება, ხოლო გადახდილ საკმაოდ სოლიდურ თანხას უკან არავინ გვიბრუნებს.

როგორ მოვიქცეთ? კანის გასაახალგაზრდავებლად და დაბერების პროცესის შესანელებლად სულაც არ არის საჭირო რეგულარულად სოლიდური თანხის ფლანგვა სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებში და პროცედურებში, რადგან ბუნება გვასაჩუქრებს E ვიტამინის შემცველი სხვადასხვა ნატურალური პროდუქტებით.

E ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის, შეიცავს არაერთი ნატურალური პროდუქტი. მათგან მაღალი შემცველობით სტაფილო, ავოკადო და ბანანი გამოირჩევა.

ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, კანისთვის სმიტკიცის დასაბრუნებლად და ნაოჭების გასაგლუვებლად შეგიძლიათ მიიღოთ ეს პროდუქტები შინაგანად ან მოამზადოთ მათგან ძალიან ეფექტური ნიღბები.

E ვიტამინი სახის კანისთვის

მოათავსეთ ბლენდერში ნახევარი სტაფილო, მცირეოდენი ავოკადო და კარგად გადაურიეთ. დაასხით მცირე რაოდენობით წყალი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. თქვენ უნდა მიიღოთ არც თუ ისე ბლანტი კონსისტენციის მქონე ფაფისებრი მასა. მეტი ეფექტურობისთვის, რეკომენდებულია ნარევში 8 კაფსულა E ვიტამინის ჩამატება, რომლის შეძენასაც შეღავათიან ფასად შეძლებთ აფთიაქებში.

კარგად წაისვით მიღებული მასა სახის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. თუ ამ პროცედურას კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება.

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება კანის გასაახალგაზრდავებლად და გასაჯანსაღებლად ბანანისა და E ვიტამინის ნარევია. 1 მწიფე ბანანი კარგად დასრისეთ ჩანგლის გამოყენებით და მიღბულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ ერთი ან ორი კაფსულა E ვიტამინი. მზა მასა წაისვით სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. განსაკუთრებით სასარგებლო ეს მეთოდი ასაკობრივი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველადაა.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ E ვიტამინისგან დამზადებული ეს ორი არაჩვეულებრივი ნიღაბი საუკეთესოა სახის კანის მოსავლელად. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინოა.