”ფეისბუქის” ახალი ფუნქცია - მალე ფულად გადარიცხვებს შეძლებთ

მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელის, ”ფეისბუქის” მობილური პლატფორმის ჩატი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ფულადი გადარიცხვები აწარმოოს.

ფუნქცია ჯერ კიდევ დაფარულია და მისი აღმოჩენა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ენდრიუ ოდმა შეძლო. სტუდენტის თქმით, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სწავლობს, ფუნქცია უკვე მზად არის გამოსაყენებლად, თუმცა, მომხმარებლისთვის ჯერ მიუწვდომელია.

"ადამიანები შეძლებენ ფულადი გზავნილების გადარიცხვას ზუსტად ისე, როგორც ერთმანეთს სურათებს უგზავნიან. ტრანზაქციისთვის უბრალოდ, საკუთარ პროფილზე სადებეტო ბარათის მიბმაა საჭირო", - განცხადა ოდმა, რომელმაც ჯერ კიდევ არარსებული ფუნქციის სქრინშოტებიც კი გაავრცელა.

როგორც პოპულარული ტექნოლოგიური ბლოგი TechCrunch იტყობინება, ”ფეისბუქის” წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა