"ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა" - რუსთაველმა სუზან ბოილმა "ნიჭიერის" დარბაზი შოკში ჩააგდო

"ნიჭიერის“ ჩაწერა ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. წლევანდელ სეზონზე პროექტში ცვლილებაა, გადაცემის წამყვანი თიკა ფაცაცია მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ შეცვალა. ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაშიც, კონკურსანტებს წელს ია ფარულავა, ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ლევან წულაძე, ჭოლა შეარჩევს.

წელს "ნიჭიერის“ კასტინგზე მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, კონკურსანტები ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. პირველი კასტინგის ფავორიტი, რუსთაველი დიასახლისი ამალია გახდა, რომელსაც ქართველი სუზან ბოილი უკვე შეარქვეს. რას გვთავაზობს ახალ სეზონზე "ნიჭიერი“ და როგორია ჟიურის შთაბეჭდილებები?

ია ფარულავა (ჟიურის წევრი): ამ წუთას დამამახსოვრდა პატარა გოგონა ბუშტებით, ასევე მომღერალი ქალბატონი, რომელმაც საოცრად იმღერა Moon river და იოგი ბიჭი. სხვა ჟიურია წელს, ჯერჯერობით სხვა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ისეთი ხალისია და ვხალისობთ მაქსიმალურად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვაკეთებთ.

ნიკა გვარამია (ჟირუის წევრი): "ნიჭიერი“ რომ გამორჩეული იქნება, ეს უკვე ჩანს. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მომღერალი ქალბატონი ამალია, შოკი იყო ჩემთვის, ის რაც გავიგონე, მისი იმიჯის მქონე ადამიანისგანაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა. საინტერესოა ახალი შემადგენლობა. არ ჰგავს ძველს, ნანუკაც განსხვავდება
ხატიასგან და გეგაც ჭოლასგან. სხვანაირია და იმედია მაყურებელს მოეწონება.

გიორგი ხაბურზანია (პროდუსერი): ბევრი სიახლეა, ჭოლა და ნანუკა დაემატნენ, რომლებიც თავის ემოციას შემატებენ. წამყვანებიც სხვა შემადგენლობაა, ვანიკოსგან და გიორგისგან სხვა სიამოვნებას მიიღებს მაყურებელი. მონაწილეების მრავალფეროვნებაა, არიან კონკურსანტები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის უცხოელებიც. კასკადი იქნება საინტერესო ნომრების.

ლევან წულაძე, ჭოლა (ჟიურის წევრი): მესამედ ვარ ჟიურის წევრი, თუმცა "ნიჭიერში“ პირველად მიწევს მუშაობა და უფრო მეადვილება, რადგან არეულია ჟანრები, მხოლოდ მომღერლები არ გამოდიან, უფრო დემოკრატიულია და ცოცხალია ჩემთვის "ნიჭიერი“. დამამახსოვრდა ქალბატონი ამალია, რომელმაც ძალიან დრამატულად იმღერა. არ მგონია, მკაცრი ჟიური ვიყო.
სტატიის წყარო:ambebi.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა