იგავი სიყვარულზე და დროზე

ოდესღაც დედამიწაზე იყო კუნძულლი, რომელზედაც სულიერი ფასეულობები ცხოვრობდენ, მაგრამ ერთხელ კუნძულმა ჩაძირვა დაიწყო. ყველანი თავიანთ გემებზე ჯდებოდენ და მიცურავდენ. კუნძულზე მხოლოდ სიყვარული დარჩა. ის ბოლომდე იცდიდა, მაგრამ ბოლოს მასაც მოუწია კუნძულიდან წასვლა.


მან სიმდიდრეს დაუძახა და სთხოვა გემზე აეშვა, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა:
- ჩემს გემზე უამრავი ძვირფასეულობა და ოქროა, აქ შენი ადგილი არ არის.


როდესაც მას გვერდით დარდის გემმა ჩაუარა, მან უპასუხა:
- მაპატიე სიყვარულო, მე იმდენად დარდიანი ვარ, რომ უმჯობესია მუდამ მარტო ვიყო.



მაშინ სიყვარულმა სიამაყის გემი შეამჩნია და მას სთხოვა დახმარება, მაგრამ სიმაყემ უპასუხა, რომ სიყვარული მის გემზე ჰარმონიას დაარღვევდა.

გვერდით მიცურავდა სიხარულიც, მაგრამ ის ისე იყო გართობით დაკავებული, რომ საერთოდ არ გაუგია სიყვარულის თხოვნა.
ამ დროს სიყვარული დაღონდა, მაგრამ უეცრად სადღაც უკნიდან ხმა შემოესმა:
- წამოდი სიყვარულო, მე წაგიყვან ჩემთან
სიყვარული მობრუნდა და დაინახა მოხუცი. მან სიყვარული ხმელეთამდე მიიყვანა და შემდეგ გაცურა ისე რომ სიყვარულმა მას სახელიც კი ვერ ჰკითხა.
შემდეგ ის მიუბრუნდა შემეცნებას:
- მითხარით, შემეცნებავ, ვინ გადამარჩინა მე? ვინ იყო ეს მოხუცი?
შემეცნებამ შეხედა სიყვარულს და უპასუხა:
-ეს იყო დრო.
- დრო? - შეეკითხა კიდევ ერთხელ ჰკითხა სიყვარულმა? - მაგრამ მე რატომ გადამარჩინა?
შემეცნებამ კიდევ ერთხელ შეხედა სიყვარულს და უპასუხა:
- იმიტომ რომ მხოლოდ დრომ იცის თუ რა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა