მწარედ ვნანობ, რომ 30 წლამდე გავთხოვდი. ეს ახალგაზრდა გოგოს არ სჭირდება

698

სტატისტიკის მიხედვით, საშუალო საქორწინო ასაკი 25-35 წელია. და მაინც, ნაადრევი ქორწინება დღემდე გვხვდება. არსებობს მოსაზრება, რომ რაც ადრე დააკანონებენ შეყვარებულები ურთიერთობას, მათი კავშირი უფრო სწრაფად დაიშლება. Paparazzi ნაადრევი დაოჯახების ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტის განხილვას გთავაზობთ.

საქორწინო ასაკი – მარტივი მისახვედრია, რით ხელმძღვანელობენ ახალგაზრდა შეყვარებულები, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ. გრძნობები იფრქვევა, ეს სიყვარულია, სხვა არაფერი. ოღონდ 18-20 წლის ასაკში ყოველთვის ვერ გაიგებთ, რომ საყვარელი ადამიანი ზუსტად ისაა, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება გსურთ. ასე დიდებული ქორწილიდან 1–2 წლის შემდეგ განქორწინებაზე საბუთები შეაქვთ. კარგია, თუ ამ დროში ოჯახში ბავშვები არ გაჩნდნენ. ყოველთვის ასე არაა. ყველა გოგო ნაადრევ ქორწინებას შეცდომად არ თვლის, თუნდაც მცირე ხნით გაგრძელდეს. ამას მეგობრულად გამოცდილებას, ცხოვრებისეულ გაკვეთილს ვუწოდებთ. ყველა ყოფილი ბედნიერი მეუღლე მისგან დასკვნებს აკეთებს. ხშირად ნაადრევი ქორწინება იშლება, რადგან ახალდაქორწინებულნი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზად არ იყვნენ. თავში ქარი უქრით, ხოლო სერიოზულ ურთიერთობაში ორივემ, ცოლმაც და ქმარმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნაადრევ ქორწინებას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. სწორედ ამიტომ, ყველაფერი აწონდაწონეთ, სანამ ქორწინების დაკანონებას გადაწყვეტთ. ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები – დღემდე საზოგადოებაში ქორწინებასთან დაკავშირებით სტერეოტიპი არსებობს. თითქოს, თუ გოგონა გარკვეულ ასაკამდე არ გათხოვდა, ბედნიერ ოჯახს ვეღარ შექმნის. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა გოგოები გათხოვებას ჩქარობენ. შედეგად, ბევრ სირთულეს აწყდებიან, რაც მათი გამოუცდელობით გამოწვეულია. პირველ რიგში, არ იციან, როგორ იცხოვრონ ერთად. მეორეც, ოჯახს რჩენა სჭირდება. როგორ გააკეთონ ეს, როცა ახალგამომცხვარ ცოლ–ქმარს უნივერსიტეტი ჯერ არ დაუმთავრებია? გარდა ამისა, შედარებით ახალგაზრდა ასაკში ყველა მზად არაა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ახალგაზრდებს გართობა სურთ და არა ოჯახურ ბიუჯეტზე, საყოფაცხოვრებო საყიდლებსა და საჭმლის მომზადებაზე ფიქრი. თუ ამ ყველაფერს დაუმატებთ დაუგეგმავ ორსულობას, პრობლემები იზრდება. ბავშვის გაჩენა საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელსაც მორალურად და ფიზიკურად მომზადება სჭირდება. ხშირად ბავშვი ახალგაზრდების ურთიერთობაში ბზარს აჩენს. შედეგად, კამათობენ, კონტაქტი იკარგება, ძველებური ვნება და რომანტიკა დავიწყებას ეცემა.

ნაადრევი ქორწინების დადებითი მხარეები – რა თქმა უნდა, ნაადრევ ქორწინებას საკუთარი უპირატესობაც აქვს. მაგალითად, ახალგაზრდები ერთმანეთის მიმართ უფრო გულწრფელ სიყვარულს ავლენენ.ერთმანეთზე გულწრფელად ზრუნვას სწავლობენ. ერთად ბევრი რამის გადატანა უწევთ. ეს ყველაფერი მათ კავშირს აძლიერებს. ახალგაზრდობაში ქორწილის დღე და მოსამზადებელი პერიოდი განსხვავებულად იგრძნობა, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ეს ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც ახალდაქორწინებულებს სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს. ბევრს ამის მოკლება არ სურს. ამბობენ, რომ ახალდაქორწინებულებს ძლიერი ნერვები აქვთ. ეს სხვადასხვა ოჯახურ სირთულეებთან მარტივად გამკლავებაში ეხმარებათ. ბევრისთვის ქორწილი ერთგვარი საშუალებაა, რომ მშობლებს თავი დააღწიონ და გაიზარდონ, ამ სიტყვის მთელი გაგებით. ახალგაზრდები ერთმანეთს უფრო სწრაფად ეგუებიან. ეს ახალგამომცხვარ წყვილს ერთობლივი კომფორტული ცხოვრების აწყობაში ეხმარება.

როგორც ხედავთ, ცალსახად ვერ ვიტყვით, ღირს თუ არა ნაადრევად გათხოვება. დარწმუნებული ვართ, არსებობს ბევრი მაგალითი, როცა ასეთი გადაწყვეტილება გამართლებულია. ზუსტად ასევე არსებობს განქორწინების სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნაადრევი ქორწინება მიზანშეუწონელია. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს