ყველაზე რთულ დროს ერთმანეთის დახმარება და მხარდაჭერა გაძლებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვინმეს იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. ჩვენი უკრაინელი მკითხველი ფიქრობდა, რომ მეგობრის დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. როცა დახმარება დასჭირდა, იმედგაცრუებული დარჩა. Paparazzi მის ისტორიას გიზიარებთ.
მეგობრის დახმარება – „ბოლო დროს ჩვენთან სიტუაცია სულ უფრო იძაბება. მუდმივი სირენების და აფეთქებების ხმების გამო ბავშვები ნერვიულობენ, ღამით ცუდად სძინავთ. დროებით მაინც მშვიდ ადგილას გადასვლა გადავწყვიტე. საზღვარგარეთ წასვლა მეშინია. იქ არავინ მყავს, ორ შვილთან ერთად უცხო მხარეში წასვლა მარტივი არაა. სწორედ ამიტომ, დაქალთან კიევში ჩასვლა გადავწყვიტე. ვფიქრობდი, რომ დედაქალაქში უფრო მშვიდი ვითარება იყო. თან ადგილიც აქვს, სადაც ვიცხოვრებდით. ქმართან ერთად სამოთახიან ბინაში ცხოვრობს, თავისუფალი ოთახი მოიძებნება. მივწერე და მითხრა, რომ გველოდა. ზოიას ბავშვობიდან ვიცნობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ დახმარებაზე უარს არ მეტყოდა. ნივთები ჩავალაგე, ცოტა პროდუქტი და ფული ავიღე. სამუდამოდ გადასვლას არ ვგეგმავდი, უბრალოდ ცოტა ხნით მშვიდად ცხოვრება გვსურდა. ბავშვები და ჩვენც მორალურად დავისვენებდით. მოკრძალებული ჩანთები ავიღეთ და დედაქალაქისკენ წავედით. ისე მოხდა, რომ დილით ჩავედით. დიდი გზა გვქონდა გასასვლელი, ამიტომ ღამის მატარებლის ბილეთები ავიღე.
გულცივი დახვედრა – სადღაც დილის 7 საათზე ზოიას სახლთან ვიდექი. მძინარემ კარი გამიღო. რამდენიმე წუთით გვიყურა, რაღაც ჩაიბურტყუნა და შეგვიპატიჟა. გვითხრა, რომ სამზარეულოში შევსულიყავით. გზაზე დავიღალეთ და დასვენება ძალიან გვინდოდა, თუმცა ზოიას სხვა გეგმა ჰქონდა. სამზარეულოში რამდენიმე წუთში შემოვიდა და შუაზე დაკეცილი ქაღალდი მომაწოდა. მასზე ტელეფონის ნომერი ეწერა. ვერ მივხვდი, ამიტომ ვკითხე. ზოიამ მძიმედ ამოისუნთქა და მითხრა, რომ ეს მოხალისის ნომერია, რომელიც სხვებს ბინით ეხმარება. დაურეკა და ჩვენზე გააფრთხილა. გულწრფელად, ცოტა გაოგნებული ვიყავი. ასე ხედავს დაქალის დახმარებას? ამის შემდეგ მითხრა, რომ წავსულიყავი და დაბინავება მოგვესწრო. თან ძილის გაგრძელება სურდა.
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი. მძინარე, მშიერი ბავშვები წამოვიყვანე. უახლოეს კაფეში შევედი და გამოვკვებე. შემდეგ დავჯექი, დავფიქრდი და სახლში წასვლა გადავწყვიტე. მოხალისესთან დარეკვა მეუხერხულა, რადგან ბინა და ფული მაქვს, სხვებს უფრო სჭირდებათ. ქალაქში რამდენიმე დღით დარჩენა ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ დღესვე დავბრუნდებით. მეგობრისგან ასეთ დახვედრას არ ველოდი. ჩვენთან სტუმრად რამდენჯერ იყო, ყოველთვის სიხარულით ვიღებდი. როცა დახმარება დამჭირდა, აი, რა მოხდა. თუ ჩვენი ნახვა არ სურდა, უბრალოდ ეთქვა. ბავშვები ტყუილად დავტანჯე. ახლა არ ვიცი, რა ვიფიქრო. საერთოდ, რა გავაკეთო, ვერ ვხვდები.“
რედაქციის მოსაზრება – ჩვენი მკითხველი უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა. გვესმის, რომ უკრაინაში რთული დროა და ყველა სხვადასხვა სიტუაციაშია, მაგრამ ზოიას შეეძლო გაეფრთხილებინა, რომ მეგობრის დახმარება არ შეუძლო. ვფიქრობთ, რომ მეგობრებმა ეს სიტუაცია უნდა განიხილონ.