შვრიის ნამცხვარი კენკრით

1

ყოველ დილით დიასახლისები თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ რა მოამზადონ საუზმეზე. ამ კითხვას ყველაზე ხშირად ის დედები სვამენ, რომელთა შვილებიც შვრიის ფაფაზე უარს ამბობენ. მასში შეგიძლიათ დაამატოთ: თაფლი, ჯემი, კენკრა, მაგრამ ბავშვები მაინც უარს ამბობენ მის ჭამაზე. თუმცა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ საოცარი შვრიის ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც ოჯახის ყველაზე პატარა წევრსაც კი აუცილებლად მოეწონება. მის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი, ბევრი დრო და ძალისხმევა. არომატული ნამცხვრის ეს მარტივი რეცეპტი ნამდვილად გაგაოცებთ თავისი ორიგინალური გემოთი. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე ჯანსაღი საუზმე, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება?

ინგრედიენტები:

  • 400 მლ რძე;
  • 200 გ შვრიის ფაფა;
  • 2 კვერცხი;
  • 40 გ შაქარი;
  • 1 ვაშლი;
  • 50 გ კენკრა;
  • 10 გ გამაფხვიერებელი;
  • მწიკვი მარილი;
  • 50 გ კარაქი.

მომზადების ეტაპები:

1. შვრიის ფაფას დაასხით ოთახის ტემპერატურის რძე. საფუძვლიანად აურიეთ და დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში.

2. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხები შაქართან ერთად. დაამატეთ მარილი და გამაფხვიერებელი.

3. ისევ აურიეთ შვრიის მასა და ჩაასხით მასში ათქვეფილი კვერცხი. აურიეთ საფუძვლიანად.

4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ჩაასხით მასში ცომი. გააფორმეთ კენკრით და დაჭრილი ვაშლით. ზემოდან დაადეთ კარაქის პატარა კუბები და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში – 40 წუთის განმავლობაში.

როგორც კი გაცივდება, შეგიძლიათ მიირთვათ. ასეთი არომატული ნამცხვარი უმჯობესია მიირთვათ ჩაის ან რძესთან ერთად. უფქვილო ნამცხვარი ისეთი ნაზი გამოდის, რომ უბრალოდ პირში დნება! გაფრთხილებთ, რომ ბავშვები კიდევ ერთ ნაჭერს მოითხოვენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს