ფორთოხლის ქერქი და ძმარი სახლის დასუფთავებისთვის. მარტივი საშუალება

2

ზამთარში ბევრ ჩვენგანს უყვარს მანდარინისა და ფორთოხლის ჭამა, რადგან ცივ სეზონზე არ გვაქვს ბევრი პროდუქტი, საიდანაც შეიძლება ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინების მიღება. ციტრუსი ხელს უწყობს მარაგების შევსებას. შეცდომაა ფიქრი, რომ სასარგებლო მხოლოდ ნაყოფის რბილობია. თქვენ ალბათ ფორთოხლის ქერქს ყრით, რადგან არ იცით, რომ მისგან ეფექტური საწმენდი საშუალების დამზადებაა შესაძლებელი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ მზადდება ის.

როგორ გამოვიყენოთ ფორთოხლის კანი სახლის დალაგების დროს

ხანდახან საკმარისი არ არის ავეჯის და იატაკის უბრალოდ გაწმენდა ნესტიანი ჩვრით. ზოგიერთ ლაქასთან გამკლავება საკმაოდ რთულია. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ხალხური საშუალების კიდევ ერთ რეცეპტს. ფორთოხლის ჭამის შემდეგ ნუ გადააგდებთ მის ქერქს. ის აუცილებლად გამოგადგებათ.

რა არის საჭირო:

  • ფორთოხლის ქერქი;
  • სუფრის ძმარი (9%-იანი);
  • ქილა სახურავით;
  • შესასხურებლიანი ბოთლი (სურვილისამებრ).
  • როგორ მოვამზადოთ

1. ამ საშუალების დასამზადებლად საჭიროა საკმაოდ ბევრი ფორთოხლის ქერქი. ასე რომ, შეგიძლიათ იყიდოთ 1 კილოგრამი ციტრუსი და მიირთვათ სინდისის ქენჯნის გარეშე. ზოგადად, მანდარინიც გამოდგება, თუ ის უფრო მოგწონთ. ხილის რაოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რამდენი ლიტრი საშუალების მიღება გსურთ.

2. ფორთოხლის ქერქი მოათავსეთ ქილაში. ქილა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის. თუმცა, უნდა გათვალოთ, რომ ქერქებმა ის პირამდე უნდა შეავსოს. არ არის საჭირო მათი დატკეპნა. თუ შუაში სიცარიელეები დარჩება, ეს ნორმალურია.

3. ციტრუსის ქერქს დაასხით სუფრის ძმარი. სითხე მთლიანად უნდა ფარავდეს ქერქებს, ამიტომ რაოდენობა თავად გამოთვალეთ. დაახურეთ ქილას თავსახური და დადგით გრილ, ბნელ ადგილას – 2 კვირის განმავლობაში.

4. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, სითხე გადაწურეთ მარლაში ისე, რომ ცედრა არ დარჩეს. ჩაასხით ფორთოხლის ძმარი შესასხურებლიან ბოთლში და შეასხურეთ ზედაპირზე, რომლის გაწმენდაც გსურთ. შემდეგ უბრალოდ გაწმინდეთ ღრუბლით და წყლით ჩამორეცხეთ. ნახავთ, როგორ სწრაფად დაიშლება ჭუჭყი. გარდა ამისა, ასეთი გაწმენდის შემდეგ, სასიამოვნო ფორთოხლის არომატი დარჩება. პროდუქტი ასევე შეიძლება დაემატოს წყალს იატაკის რეცხვისას. ეს უზრუნველყოფს დამატებით დეზინფექციას.

მიღებულ საშუალებას შეუძლია ჩაანაცვლოს ძვირადღირებული საწმენდი საშუალებები. გარდა ამისა, საწმენდი სითხე სრულიად ბუნებრივია და არ გააჩნია სახიფათო ორთქლი, ამიტომ ალერგიით დაავადებულებსაც კი შეუძლიათ მისი გამოყენება. თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვი, რომელიც ყველგან დაცოცავს და ყველაფერს ეხება, აღარ ინერვიულებთ, რომ ქიმიური საშუალებები ავნებს მას. მგრძნობიარე კანის მქონე პირებმა ამ საშუალების გამოყენებისას უნდა ატარონ ხელთათმანები, რათა ძმარმა ხელების კანი არ გაუღიზიანოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს