მთელ მსოფლიოში IQ ტესტები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად ითვლება. ზოგი გადის ამ ტესტებს გონებრივი შესაძლებლობების შესამოწმებლად. სხვებისთვის ასეთი ტესტები დასაქმების ერთ-ერთი პირობაა. მართალია, მსგავსი ტესტების უმეტესობა შეიცავს კითხვების რამდენიმე ბლოკს, რომელთა შესრულებასაც დიდი დრო სჭირდება. “პაპარაცი” კი გთავაზობთ სწრაფი IQ ტესტის გავლას, რომელიც მხოლოდ სამი კითხვისგან შედგება.
ეს კითხვები შექმნილია იმისთვის, რომ მეტი გაიგოთ თქვენი აზროვნების შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, ტვინის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. ამ ამოცანების სირთულე მათ სიმარტივეშია. შეამოწმეთ და დარწმუნდით!
სწრაფი IQ ტესტი
2005 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ამერიკელმა პროფესორმა შეინ ფრედერიკმა შექმნა IQ ტესტი, რომელიც მხოლოდ სამ კითხვას შეიცავს. მან ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ ჭკვიან ადამიანებს შორისაც მხოლოდ 17%-ს შეუძლია ამ ტესტის გავლა.
სწრაფი IQ ტესტი – ამოცანის პირობები
კითხვა 1
თქვენ გაქვთ ბეისბოლის ჯოხი და ბურთი. მათი საერთო ღირებულება 1,10 დოლარია. ჯოხი 1 დოლარით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბურთი. რა ღირს ბურთი?
კითხვა 2
5 წუთში 5 დაზგა 5 დეტალს აწარმოებს. რამდენი დრო დასჭირდება ას მანქანას 100 დეტალის საწარმოებლად?
კითხვა 3
წარმოიდგინეთ ტბა, რომლის ზედაპირზე წყლის შროშანები იზრდება. ყოველდღიურად წყლის შროშანების რაოდენობა 2-ჯერ იზრდება. შროშანები ტბის ზედაპირს 48 დღეში მთლიანად დაფარავს. რამდენი დღე დასჭირდება შროშანებს, რომ ტბის ნახევარი დაფაროს?
როგორც ხედავთ, ძალიან მარტივი კითხვებია. უპასუხეთ და შეადარეთ სწორ პასუხებს ქვემოთ. თუ ყველა კითხვას სწორად ვერ უპასუხეთ, არ იდარდოთ, რადგან გამოკითხულთა 80%-ზე მეტმა ამოხსნისას შეცდომები დაუშვა.
პასუხი 1
მიიღეთ 10 ცენტი? მოდით, ერთად ამოხსნათ. ამოსახსნელად პროპორცია შექმენით (დიახ, ზოგიერთი გაკვეთილი სკოლაში შეიძლება გამოგადგეთ ცხოვრებაში). ვიცით, რომ ჯოხი ბურთზე 1 დოლარით უფრო ძვირია. ბურთი X-ით აღვნიშნოთ, ხოლო ჯოხი X + 1. მათი ჯამი 1,10 დოლარია. მივიღებთ განტოლებას X + (X + 1) = 1,1. გამოდის 2 X + 1 = 1,1 დოლარი. 2 X = 1,1 – 1, ანუ 2 X = 0,1, აქედან X = 0,05. შესაბამისად, ბეისბოლის ჯოხი 1,05 დოლარია, ხოლო ბურთი 5 ცენტი.
პასუხი 2
1 დეტალის დამზადებას 5 წუთი სჭირდება. ამრიგად, თუ 100 მანქანა ერთდროულად იმუშავებს, იმავე 5 წუთში 100 დეტალს დაამზადებს.
პასუხი 3
ბოლო კითხვა ლოგიკაზე და ყურადღებაზეა. ხომ გახსოვთ, რომ წყლის შროშანების რაოდენობა ყოველდღიურად ორმაგდება? ამრიგად, თუ ტბის ფართობი მთლიანად დაიფარება 48-ე დღეს, ნახევარი ტბა შროშანებით დაფარული იქნება ერთი დღით ადრე, ანუ 47-ე დღეს.
ლოგიკის და ყურადღებიანობის გამოყენებით ამ ამოცანების ამოხსნას რამდენიმე წუთში შეძლებთ.