ხშირად ყოფილა, როდესაც დაგიძინიათ ერთ პოზაში და იმავე პოზაში გაგიღვიძიათ, ეს იმიტომ, რომ იმ დღეს ძალიან დაღლილი ყოფილხართ, ამ დროს კი თქვენ მაქსიმალურად იხანგრძლივებთ ძილს. იცოდით? ზოგიერთი ძილის პოზა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელია, ამის შესახებ მეცნიერებმა არაერთი დასკვნა გამოაქვეყნეს, ამ დასკვნებში კი ის პოზებია შეტანილი, რომელსაც ხშირად (90%) ვიყენებთ ძილის დროს.
1) ალბათ ყველასათვის საყვარელი პოზა, ამ პოზის დროს ადამიანს შედარებით ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რამაც შეიძლება ინფაქტი გამოიწვიოს. განსაკუთრებით არ შეიძლება ამ პოზაში ძილი მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს.
2) მარცხენა მხარეს წოლა და მარჯვენა ხელის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საზიანოა. ყველაზე მეტად ეს პოზა ქალბატონებს აზიანებს, ხოლო მამაკაცებისათვის ნაკლებად საზიანო არის. ექიმები პირველ რიგში ორსულებს ასე ძილს უკრზალავენ, რათა ამ დროს შეიძლება ნაყოფს ჟანგბადისა და საკვების მიწოდება შეუწყდეს.
3) გულ-მკერდით წოლის დროს თქვენს ორგანიზმს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. ხოლო კისრის და ზურგის კუნთები უმოქმედოები ხდებიან.
4) ზურგით ძილის დროს აუცილებელია ხელები ასეთ პოზაში არ გვქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ზურგის ტკივილი.
5) მარჯვენა მხარეს წოლა და ხელების ასეთი განლაგება საზიანოა თქვენი ორგანიზმისათვის. ამ პოზაში ძილით, ფილტვებს მეტი დატვირთვა ეძლევა, რაც რათქმაუნდა ცუდია.
ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა თუ როგორ პოზაში სჯობს ძილი, ყველა პოზაში შეიძლება ძილი, მაგრამ ხელებისა და ფეხების მიმართულება უნდა იყოს ისეთი, რომ არანაირი ზიანი მიადგეს რაიმე ორგანოს, ასევე როდესაც ვართ ძალიან გადაღლილები, უმჯობესია ზურგზე დაწოლილმა დავიძინოთ და ხელ-ფეხი ერთმანეთთან მჭიდროდ მივიტანოთ.