ნივთების შეძენა ინტერნეტში. რა არ უნდა შეუკვეთოთ ონლაინ

143

ონლაინ შოპინგი ლატარიას ჰგავს. არასოდეს იცით ხარისხიან პროდუქტს მიიღებთ თუ რაიმე დეფექტიან ნივთს. ამაში შეგიძლიათ დარწმუნდეთ მხოლოდ ცდებისა და შეცდომების მეთოდით. თუმცა, პროფესიონალი მყიდველები ამბობენ, რომ ზოგიერთი რამ ჯობია საერთოდ არ შეუკვეთოთ ონლაინ, რადგან შენაძენით იმედგაცრუების ძალიან დიდი ალბათობაა.

 

რა არ უნდა იყიდოთ ონლაინ?

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ სპეციალური სია, თუ რომელი ნივთების ყიდვა არ ღირს ონლაინ. ზოგიერთი ონლაინ შესყიდვა შეიძლება იყოს სრული იმედგაცრუება. სწორედ ამიტომ უმჯობესია მაღაზიაში წასვლა.

1. ფეხსაცმელი

ონლაინ მაღაზიებში საკმაოდ რთულია კარგი ფეხსაცმლის პოვნა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებული ხართ რომელიმე გამყიდველის პროდუქციის ხარისხში, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ კმაყოფილი დარჩებით საბოლოო შედეგით. საქმე ისაა, რომ ფეხსაცმლის მოსინჯვის საშუალება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები გვთავაზობენ ზომების დიაგრამას, მაინც რთულია იდეალური ზომის არჩევა. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მაღაზიაშიც კი, ზოგიერთი ფეხსაცმელი შეიძლება მოგერგოთ, ზოგი კი არა. მიუხედავად იმისა, რომ ძირები იგივე ზომისაა. ეს ყველაფერი მწარმოებელზეა დამოკიდებული. და თუ ფეხსაცმელი იმპორტირებულია, მაშინ ამოცანა კიდევ უფრო რთული ხდება. უმჯობესია დახარჯოთ დრო და მაღაზიაში წახვიდეთ, ვიდრე მოგვიანებით ინერვიულოთ, დაგიბრუნდებათ თუ არა ფული, თუ მოისურვებთ ნივთის დაბრუნებას.

2. ქუდები

ყველა ჩვენგანს არ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი თავსაბურავი უხდება. ზოგჯერ რეალური სურათი განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ. მოდური ქუდი ან პანამა შეიძლება უბრალოდ არ მოგიხდეთ. და ეს ყველაფერი არა ზომის გამო, რადგან ონლაინ მაღაზიებში მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გაზომოთ თქვენი თავის გარშემოწერილობა, რათა არ დაუშვათ შეცდომა. უბრალოდ, ნივთი შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს მოდელზე. თქვენ არ მოგინდებათ ქუდის ტარება, რომელიც არ მოგწონთ ან არ გიხდებათ. გამოდის, რომ ფულს ტყუილად გადაყრით.

3. საცურაო კოსტიუმები და საცვლები

ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ არჩევისას და ყურადღება უნდა მიაქციოთ გამყიდველის მიერ მითითებულ ყველა დეტალს. უპირველეს ყოვლისა, არასოდეს შეუკვეთოთ თეთრეული ინტერნეტით, თუ არ იცით მასალის ზუსტი შემადგენლობა. ქსოვილების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. მეორეც, დარწმუნდით, რომ პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია. ერთის მხრივ, ეს უზარმაზარი პლუსია, რადგან დანამდვილებით იცით, რომ თქვენამდე საცურაო კოსტიუმი არავის ეცვა. მეორე მხრივ, თუ შეცდომას დაუშვებთ, ნივთის დაბრუნებასაც ვერ შეძლებთ. რჩება მხოლოდ შეგუება. მესამე, როგორც ფეხსაცმლის შემთხვევაში, ძნელია ზომის გამოცნობა, რაც არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უმჯობესია არ შეიძინოთ ასეთი ნივთი ინტერნეტში, რადგან ცუდად მორგებულმა საცვლებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

4. კოსმეტიკა და სუნამოები

ალბათ ყველა გოგონას შეჰქმნია დილემა, როდესაც მდგარა კოსმეტიკური საშუალებების თაროებთან და ვერ გაუგია, ტონალური კრემი მოუხდება თუ არა. მაშინ როგორ მიხვდებით ონლაინ შეკვეთისას? რა თქმა უნდა, არის პროდუქტები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ამ გზით, მაგრამ ძნელია დეკორატიული პროდუქტების შერჩევა მხოლოდ სურათის მიხედვით. შეცდებით ტონის არჩევაში და მორჩა. ტონალური მეგობარს უნდა აჩუქო ან დედას. იგივე ეხება სუნამოებს. სუნი განსხვავებულად იხსნება თითოეული ადამიანის კანზე. ამიტომ, სუნამო ყოველთვის თავად უნდა მიიპკუროთ, რათა ის იგრძნოთ კარგად.

5. ხელთათმანები და ქამრები

აქსესუარების ონლაინ შეძენა ასევე შეიძლება იყოს წარუმატებელი. ზოგიერთი მაღაზია არც კი იწუხებს თავს ზომების ჩამოთვლით, როდესაც საქმე ქამრებსა და ხელთათმანებს ეხება. მაშინაც კი, თუ ისინი საიტზე არის, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ იქ მითითებული S ზომა შეესაბამება თქვენს წარმოდგენას S ზომის შესახებ. ამიტომ ჯობია ხელთათმანები და ქამრები მაღაზიაში იყიდოთ თუ არ გინდათ რომ ჩამოგძვრეთ ან არ მოგერგოთ.

6. საღამოს და საქორწინო კაბები

ადამიანები ძალიან იშვიათად აკეთებს ამ ტიპის შესყიდვებს ონლაინ. და ისინი მართლები არიან! მაშინაც კი, როდესაც ონლაინ მაღაზიები დაბალ ფასს გვთავაზობენ, ეს სავარაუდოდ ცუდი ხარისხის ნიშანია, რადგან საქორწილო და საღამოს კაბები, როგორც წესი, ძვირი იმიტომ ღირს, რომ მათ დასამზადებლად ბევრი მაღალი ხარისხის ქსოვილი გამოიყენება. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იაფად შეფასდეს. გარდა ამისა, მრავალ საათიანი ოფლაინ მორგების პირობებშიც კი, ძნელია იპოვოთ ის, რაც ნამდვილად გიხდებათ. კაბის ონლაინ შეკვეთით თქვენ უბრალოდ ფულს და ნერვებს დაკარგავთ. თქვენ ასევე გაიფუჭებთ მთელ შთაბეჭდილებებს ასეთ მნიშვნელოვან დღეს.

ეჭვგარეშეა, ონლაინ შოპინგი ძალიან მოსახერხებელი და სწრაფია. თუმცა, ზოგიერთი ნივთისთვის მაინც საჭიროა სავაჭრო ცენტრში წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია იმედგაცრუების ალბათობა. დროისა და ფულის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ სანდო ონლაინ მაღაზიები კარგი გამოხმაურებებით. თუმცა, არჩევანი თქვენზეა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს