ერთ დღეს ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა სიურპრიზის გაკეთება და სადღესასწაულო ვახშმის მომზადება. სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი დამწვარი საკვების მძაფრი სუნი. გარდა ამისა, საქმით გატაცებულ ქმარს დაავიწყდა ნაგვის გატანა, რომელიც ასევე ავრცელებდა საკმაოდ მძაფრ სუნს. სანაქებო სიურპრიზი გამოვიდა, მაგრამ სამზარეულოდან უსიამოვნო სუნი უნდა მომეშორებინა. დახმარება ვთხოვე მეგობარს, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გააქროს სუნი სამზარეულოში.
მეგობარმა მითხრა, რომ სჯობს სამზარეულოში სუნის გაჩენა არ დავუშვათ. ამისთვის რეკომენდაციებიც არსებობს. თუმცა თუ სუნი უკვე გაჩნდა, მისი მოშორება მარტივი საშუალებებით შეიძლება. ეს მეთოდები მუშაობს, ამიტომ დაიმახსოვრეთ.
როგორ მოვიშოროთ სუნი სამზარეულოში?
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ უსიამოვნო სუნის პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მისი მოშორება.
უსიამოვნო სუნის მიზეზები სამზარეულოში
უსიამოვნო სუნის წყაროს დადგენის შემდეგ, შედეგებთან გამკლავება საკმაოდ მარტივია.
მაცივარი. თუ მაცივარში გაფუჭებული პროდუქტია, უსიამოვნო სუნი ყველგან შესამჩნევი იქნება. ხომ გახსოვთ, რომ მაცივარში ჰაერი წრეზე მოძრაობს? ამრიგად, კარის გაღებისას ამ უსიამოვნო არომატს გარეთ უშვებთ, რომელიც მთელ სამზარეულოს წარმატებით ავსებს.
სარეცხი მანქანა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. თუ სარეცხი მანქანა არასწორად დამონტაჟებულია და სათანადოდ არ არის დაკავშირებული კანალიზაციასთან, წყალი შეიძლება დაგუბდეს. ასე უსიამოვნო სუნი მუდმივად იქნება. ასევე, აპარატის არასწორმა მუშაობამ უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწვიოს.
ნიჟარა. არასწორად შეერთებული სანტექნიკა, ძველი საკანალიზაციო სისტემა, სიფონის არარსებობა – ეს ყველაფერი სამზარეულოში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ვენტილაცია. თუ სამზარეულოში ნორმალური ვენტილაცია არ არის, საჭმლის მომზადების შემდეგ სუნი ავეჯსა და ჭურჭელზე გავრცელდება და ასე სამზარეულოში დიდხანს დარჩება.
ნაგავი. ბანალურია, მაგრამ ნაგავი უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი წყაროა სამზარეულოში. რაც უფრო დიდხანს ჩერდება ნაგავი სამზარეულოში, მით მეტი უსიამოვნო სუნის მოლეკულა ეკვრის სამზარეულოს ტექნიკას და ჭურჭლის ზედაპირს.
უსიამოვნო სუნის პრევენცია სამზარეულოში
თუ გსურთ, რომ სამზარეულოში ყოველთვის სასიამოვნო სუნი იდგეს, დაიცავით ეს მარტივი პრევენციული წესები:
1. გაანეიტრალეთ სუნი საკვების მომზადების შემდეგ. ამისთვის გამწოვი შეიძინეთ და ჩართეთ საჭმლის მომზადებისას. გარდა ამისა, ჭურჭელი საკვების ნარჩენებით დაუყოვნებლივ გაწმინდეთ. ასე ნაკლები სუნი დადგება ზედაპირებზე.
2. გაწმინდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. პერიოდულად მაცივარი გაწმინდეთ, გაფუჭებული პროდუქტები მოაშორეთ. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვისას საკვების ნარჩენების მოშორებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მოხმარების შემდეგ მანქანა გაანიავეთ და დროდადრო გარეცხეთ ჭურჭლის გარეშე ლიმონმჟავას დამატებით.
3. ხშირად გაიტანეთ ნაგავი. თუ იცით, რომ ნაგვის ურნაში არის გაფუჭებული პროდუქტი ან თევზის ნარჩენი, ნაგავი მაშინვე გაიტანეთ. შესაძლებლობის მიხედვით შეიძინეთ ვედრო თავსახურით, რომ მისგან ნაკლები უსიამოვნო სუნი გავრცელდეს. ვედროს გარეცხვა და გაჟონილი პროდუქტების კვალის მოშორება არ დაგავიწყდეთ. პერიოდულად ჩაასხით სადეზინფექციო ხსნარი და აუცილებლად გამოიყენეთ ნაგვის პარკი.
4. ნიჟარა და სანტექნიკა ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. მილების მდგომარეობა და სიფონის მთლიანობა შეამოწმეთ. ნიჟარა საკვების ნარჩენებისგან გაწმინდეთ. მილები რომ არ გაიჭედოს ნარჩენებით, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ, თვეში ერთხელ მილში ჩაასხით სპეციალური საწმენდი და ბლოკის საპროფილაქტიკო საშუალება. ამ მიზნით ნახევარი ჭიქა საკვები სოდაც გამოგადგებათ. სოდა მილში ჩაყარეთ, შემდეგ ცხელი წყალი ჩაასხით.
5. სამზარეულო გაანიავეთ. საკვების მომზადების შემდეგ ფანჯრები გააღეთ. ასე ოთახი გაივსება ახალი ჰაერით, რომელიც საკვების უსიამოვნო არომატს შეავიწროებს.
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოში?
თუ პრევენციულმა მეთოდებმა შედეგები ვერ მოგცათ, უნდა იცოდეთ, როგორ გაანეიტრალოთ უსიამოვნო არომატი. ჩვეულებრივი ჰაერის გამწმენდის გამოყენება არ ღირს, რადგან უსიამოვნო სუნის მოლეკულებთან შერევით მას მხოლოდ გააძლიერებს. ხალხური საშუალებების გამოყენება უფრო მარტივი და იაფია:
1. წყალი ძმართან ერთად აადუღეთ
აიღეთ პატარა ქვაბი და მასში ცოტა სუფრის ძმარი ჩაასხით. ქვაბი ცეცხლზე მოათავსეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ძმრის სუნი სამზარეულოს გაავსებს, მაგრამ მალე აორთქლდება, თან უსიამოვნო არომატს გააქრობს.
2. ყავა მოადუღეთ
ყველა პარფიუმერიის მაღაზიაში კლიენტებს ტყუილად არ სთავაზობენ ყავის მარცვლების სუნის შეყნოსვას. ყავა უსიამოვნო სუნს კარგად ანეიტრალებს. ამასთან, შენობას უფრო კომფორტულს ხდის. ჯეზვეში ყავის მოდუღებით მიიღებთ არა მხოლოდ ფინჯან საყვარელ სასმელს, არამედ სასიამოვნო არომატს სამზარეულოში. თუ არ გეგმავთ ყავის დალევას, უბრალოდ ყავის მარცვლები ტაფაზე მოხალეთ.
3. ეთერზეთი გამოიყენეთ
არომანათურა აანთეთ. მასში ცოტა საყვარელი ეთერზეთი ჩააწვეთეთ. პატარა ღია ცეცხლი და ზეთის არომატი სამზარეულოში უსიამოვნო სუნს გააქრობს. გარდა ამისა, ზოგიერთი ზეთი ჰაერს მიკრობებისგან ასუფთავებს. ასეთი ზეთია როზმარინი, ლავანდა, ჩაის ხე.
4. ციტრუსი დაუმატეთ
ციტრუსის არომატი არა მხოლოდ აქრობს უსიამოვნო სუნს, არამედ ამაღლებს განწყობას და აძლიერებს იმუნიტეტს. აიღეთ სქელი ტაფა და მასზე ციტრუსის ქერქი ოდნავ შეწვით. ბინა ციტრუსის არომატით სწრაფად გაივსება. ასევე ციტრუსის ცედრით და დარიჩინით ჰაერის გამწმენდი შეგიძლიათ მოამზადოთ. პატარა ქვაბში წყალი ჩაასხით, ციტრუსის ქერქი და ცოტა დარიჩინი დაუმატეთ. ქვაბი სუსტ ცეცხლზე 30 წუთი გააჩერეთ. თანდათან თბილი, სასიამოვნო არომატი თქვენს სახლს გაავსებს.
ჩვენი რჩევების დახმარებით სამზარეულოში უსიამოვნო სუნის თავიდან აცილებას, ასევე მის განეიტრალებას შეძლებთ.