გამოცდილი რეცეპტი, როგორ მოამზადოთ აპოხტი სახლის პირობებში

432

ხორცის დაფა ყველა სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ იპოვოთ. მისთვის დიასახლისები სხვადასხვა პროდუქტს არჩევენ. უმეტეს შემთხვევაში, ძეხვის გარდა დაფაზე ხვდება აპოხტი ან გამომცხვარი ხორცი. თუ მეორესთან ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია, ცოტა თუ იცნობს ხორცის მომზადების პირველ მეთოდს. „პაპარაცი“ გიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს, როგორ მოამზადოთ აპოხტი, ანუ გამხმარი უმი ხორცი სახლის პირობებში. დამწყები მზარეულიც გაუმკლავდება. შეინახეთ რეცეპტი!

როგორ მოვამზადოთ აპოხტი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ღორის ხორცი მენჯ-ბარძაყის ნაწილიდან
  • 1,6 კგ საქონლის ხორცი მენჯ-ბარძაყის ნაწილიდან
  • 200 გ ნიორი (40 კბილი)
  • 1 კგ მარილი
  • 1 ჭიქა ძმარი
  • წყალი
  • როზმარინი გემოვნებით
  • კამის თესლი გემოვნებით
  • სხვა სანელებლები, რომლებიც მოგწონთ

მომზადების წესი:

1. ხორცის ორივე ნაჭერი გამდინარე წყალში გარეცხეთ. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით, რომ მარტივად გაახმოთ. ღორის ხორცი 4 ნაწილად დაჭერით, ხოლო საქონლის ხორცი – 3 ნაწილად.

2. საკმაოდ დიდი და ღრმა კონტეინერი აიღეთ. პლასტმასის კონტეინერი იდეალურია. კონტეინერის ძირში მარილის ნაწილი ჩაყარეთ ისე, რომ ძირი მთლიანად დაიფაროს.

3. საქონლის ხორცის ნაჭრები მარილზე დააწყვეთ და ზემოდანაც მარილი მოაყარეთ. ზემოდან ღორის ხორცის ნაჭრები დააწყვეთ და მარილი მოაყარეთ. ხორცი მთლიანად მარილით უნდა დაიფაროს. კონტეინერი საქონლის და ღორის ხორცით ოთახში 8 საათი გააჩერეთ. მოსახერხებელია, თუ ამას ღამით გააკეთებთ. ასე დილით მომზადების გაგრძელებას შეძლებთ.

4. მოამზადეთ მარინადი ხორცისთვის. ნივრის დიდი ნაწილი (30 კბილი) დაჭყლიტეთ და 2 ლიტრი წყალი დაასხით. სითხე დაახლოებით 15-20 წუთი გააჩერეთ.

5. მარინადი დამარილებულ ხორცს დაასხით და თითოეულ ნაჭრებს ხელით შეაზილეთ. კონტეინერს თავსახური დაახურეთ და დაახლოებით 8 საათი მაცივარში შეინახეთ.

6. მას შემდეგ, რაც ღორის და საქონლის ხორცი მარინადით გაიჟღინთება, კონტეინერიდან ამოიღეთ და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ხორცი ღრმა თასში გადაიტანეთ და გამოხდილ წყალში 2-3 საათი გააჩერეთ. ყოველი საათში წყალი შეუცვალეთ.

7. შემდეგ წყალში ძმარი ჩაასხით და ხორცი 2 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ ხორცი ამოიღეთ და ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.

8. დარჩენილი ნიორი დაჭყლიტეთ და ხორცს წაუსვით. შემდეგ ხორცის თითოეული ნაჭერი თქვენს საყვარელ სანელებლებსა და სუნელებში ამოავლეთ ისე, რომ ზედაპირი კარგად დაიფაროს. ამ სახით ხორცი 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, სანამ მიირთმევთ. პროდუქტს მარლა გადააფარეთ, რომ ჭუჭყისგან დაიცვათ. სუფრაზე გატანამდე ხორცის ნაჭრებს მოაშორეთ ზედმეტი სანელებლები და თხელ ფირფიტებად დაჭერით. მზადაა!

გამხმარი ხორცი სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად მზადდება, შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს. უდავოდ, ეს რეცეპტი თქვენი ფავორიტების სიაში მოხვდება. სტუმრები არც დაიჯერებენ, რომ ხორცი ასე ოსტატურად თავად მოამზადეთ და არ გიყიდიათ მაღაზიაში. გააოცეთ ახლობლები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს