მიხაკი ყველასთვის ნაცნობი სანელებელია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ორიგინალური კერძების მოსამზადებლად. მას ასევე ხშირად გამოიყენებენ შინაურული კოსმეტიკური საშუალებების დამზადებისას. გარდა ამისა, მიხაკის სარგებელი ორგანიზმისთვის უდავო ფაქტად ითვლება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რატომ არის რეკომენდებული მისი ჩართვა რაციონში.
რა სარგებელი აქვს მიხაკს ორგანიზმისთვის?
ისეთი პატარა სანელებელი, როგორიც მიხაკია, შეიცავს მიკროელემენტებისა და ვიტამინების საოცრად დიდ რაოდენობას. ისინი, თავის მხრივ, აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ აქვს მიხაკს გამოყენების ასეთი ფართო სპექტრი. დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ მიხაკი საკვებში.
საჭმლის მონელების გააქტიურება
მათთვის, ვისაც დაბალი მჟავიანობა აწუხებს, იდეალურია მიხაკი. სანელებელი აუმჯობესებს მადას. მიუხედავად ამისა, ადამიანებისთვის, რომლებსაც, პირიქით, მაღალი მჟავიანობა და გასტრიტი აწუხებთ, ასეთი ხალხური საშუალება უკუნაჩვენებია. მიხაკი ასევე დაგეხმარებათ მეტეორიზმისგან თავის დაღწევაში.
ბრძოლა მიკრობებთან
ამ სანელებელს აქვს უაღრესად სასარგებლო თვისება – ანტიმიკრობული ეფექტი. მიხაკს გამოიყენებენ სამკურნალო პრეპარატებში გარკვეული სტაფილოკოკების, დიფთერიისა და ტუბერკულოზის ბაცილების წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, გრიპის პრევენცია ასევე შეიძლება მოიცავდეს მის გამოყენებას.
მიხაკი ჰელმინთების წინააღმდეგ
ამ თეორიის მხარდასაჭერად შინაურ ცხოველებზეც კი ჩატარდა კვლევა. მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ მიხაკი მართლაც დადებითად მოქმედებს ასკარიდოზის მკურნალობაზე. უფრო მეტიც, ჩინურ ხალხურ მედიცინაში მიხაკის გამოყენება ჰელმინთოზის სამკურნალოდ – გავრცელებული პრაქტიკაა.
მიხაკის სარგებელი ორგანიზმისთვის: პირის ღრუს ჯანმრთელობა
რეკომენდებულია ჩვეულებრივი საღეჭი რეზინის ჩანაცვლება ხმელი დარიჩინით. სანელებლის ღეჭვა დაგეხმარებათ პირის ღრუს მოწესრიგებაში, რადგან მას გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი.
მიხაკის სარგებელი ორგანიზმისთვის: როგორ გამოვიყენოთ
გთავაზობთ მიხაკის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, მისი ყველა სასარგებლო თვისების მისაღებად.
მიხაკის და ღვინის ნაყენი ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. მის მოსამზადებლად საჭიროა 500 მლ ნამდვილი წითელი ღვინო, 5 კვირტი ხმელი მიხაკი და ცოტა დარიჩინი გემოვნებით. ყველა ინგრედიენტი უნდა მოთავსდეს ერთ ჭურჭელში და მჭიდროდ დაიხუროს სახურავით. პროდუქტი უნდა მოათავსოთ ბნელ ადგილას – 3 კვირის განმავლობაში. ამ ნაყენიდან მხოლოდ 1 ჩ/კ უნდა მიიღოთ, 1-2-ჯერ დღეში. შეიძლება ჩაისთან შერევა.
საჭმლის მონელების სტიმულირებისთვის საჭიროა ჭამამდე 20 წუთით ადრე 1 კვირტი ხმელი მიხაკის დაღეჭვა, თუ არ გაქვთ უკუჩვენებები (მაღალი მჟავიანობა ან არტერიული წნევა).
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მიხაკის ეთერზეთი წყლულების და ფურუნკულების შეხორცების დასაჩქარებლად. საკმარისია პრობლემურ ზონაზე 1 წვეთი წაისვათ.
როგორც ხედავთ, მიხაკი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ბევრ პრობლემას. სანელებელს აქვს საკმაოდ ფართო გავლენის სპექტრი. უდავოა, რომ ყველა ვიტამინი და მიკროელემენტი მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. თუმცა, არ დაივიწყოთ უკუჩვენებები. გამოყენების დაწყებამდე უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.