ალბათ, ყველასთვის ცნობილია გახდომის მწვავე სურვილი რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. დაბადების დღემდე და ახალ წლამდე ეს სურვილი განსაკუთრებით ძლიერდება. როცა გინდა მოირგო სადღესასწაულო კაბა, ყველა მეთოდი საქმეში ერთვება. მაგრამ ხანგრძლივი დიეტით დატანჯვა საჭირო არ არის. მაგალითად, ჩემი საყვარელი დიეტა, რომელიც სამი პროდუქტისგან შედგება, დაგეხმარებათ დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი მხოლოდ ერთ კვირაში.
ამ დიეტის შესახებ შემთხვევით გავიგე სტუდენტობის წლებში. რომელ გოგოს არ სურს, რომ იბრწყინოს კლუბში ტანზე მომდგარი სამოსით? მეგობარმა მიამბო დიეტის შესახებ, რომელიც მხოლოდ სამი მარტივი პროდუქტისგან შედგება. მაშინ შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. საყვარელ დიეტას ვუბრუნდები ყოველ ჯერზე, როცა მსურს წონაში დაკლება და სიმსუბუქის შეგრძნება. თქვენც სცადეთ!
3 პროდუქტის დიეტა
დიეტა 3 პროდუქტით გამოირჩევა იმით, რომ იკლებ სწრაფად და არ გაწუხებს შიმშილობა. სპეციალისტები გირჩევენ, ეს მენიუ მაქსიმუმ 7 დღე დაიცვათ. დიეტა 2 კვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ყველა რეკომენდაციის დაცვით ადვილად დაიკლებთ 6 კილოგრამს ჭარბი წონის შემთხვევაში. თუ ზედმეტი კილოგრამები ბევრი არაა, 2-3 კილოგრამს მოიშორებთ.
დიეტური მენიუს მთავარი პროდუქტია ხაჭო, ვაშლი და შვრია. ასე თუ ისე, ყველა ეს პროდუქტი ცალ-ცალკე გვხვდება ბევრი დიეტის მენიუში. მათი კომბინაცია საოცარ გავლენას ახდენს გახდომის პროცესზე.
შვრია ბევრ უჯრედისს შეიცავს. ის ნაწლავებს უკეთ მუშაობაში ეხმარება, ასევე ტოქსინებს გამოდევნის ორგანიზმიდან. შვრიის ფანტელები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს და თუთიას. გარდა ამისა, შვრია რთულ ნახშირწყლებს მიეკუთვნება, ამიტომ დიდი ხნით დაგანაყრებთ.
ვაშლი ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ხილად ითვლება დიეტის დროს. ვაშლი შეიცავს ბევრ რკინას, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, B, C, PP ვიტამინებს. ვაშლი მდიდარია პექტინით, რომელიც ებრძვის ქოლესტერინს.
ხაჭო ითვლება ერთ-ერთ ლიდერად ცილის შემცველობით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის. შემადგენლობაში შემავალი კალციუმი, ვიტამინები და მინერალები ძვლებს და კბილებს აძლიერებს.
დიეტას 3 პროდუქტით აქვს მთელი რიგი უპირატესობა:
- წონის სწრაფად კლება
- წელის და თეძოს გარშემოწერილობის შემცირება
- დროის დაზოგვა საჭმლის მომზადებაზე
- პროდუქტების ხელმისაწვდომი ასორტიმენტი
- ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები
- შიმშილის გრძნობის არქონა
- კარგი განწყობა
დიეტა 3 პროდუქტით: მენიუ
დიეტის ყოველ დღეს უნდა მიირთვათ პროდუქტების გარკვეული ნაკრები:
- საუზმე: შვრიის ფაფა, 2 ნაკლებად ტკბილი ვაშლი.
- სადილი: შვრიის ფაფა კოვზ თაფლთან ერთად, 100 გ ხაჭო, 3 პატარა ვაშლი
- ვახშამი: 200 გ ხაჭო, 2 მწვანე ვაშლი
მენიუ მთელი დღის განმავლობაში დაგანაყრებთ. არ დაგავიწყდეთ საკმარისი სუფთა, უგაზო წყლის დალევა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
1. წყლის გარდა, ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ დალიოთ ჩაი და ყავა უშაქროდ.
2. ყოველ 3 დღეში ერთხელ რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ 300 გ უმი უსახამებლო ბოსტნეული მოხარშული ან ჩაშუშული. მიირთვით, როგორც წასახემსებელი სადილსა და ვახშამს შორის.
3. ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, ამიტომ 5%-იანი ხაჭო აირჩიეთ. უცხიმო პროდუქტი სარგებელს ვერ მოგიტანთ.
4. არჩევანი შეაჩერეთ შვრიის ფანტელებზე, რომელთაც დიდხანს ხარშვა სჭირდება. ის შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია დიეტის დროს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
5. ვაშლი შეგიძლიათ მიირთვათ არა მხოლოდ უმი, არამედ გამომცხვარიც. მაგალითად, სავახშმოდ ვაშლი გამოაცხვეთ, შუაგული ამოაჭერით და ხაჭოთი ამოავსეთ. დიდებული დესერტი გამოვა.
6. კერძებს დარიჩინი დაუმატეთ. ეს არომატული სანელებელი შვრიას შესანიშნავად ავსებს, უფრო საინტერესოს ხდის, რომ არ მოგბეზრდეთ. ხაჭო და ვაშლი დარიჩინს იდეალურად ეთავსება. ამასთან, დარიჩინი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც გახდომის პროცესს აუმჯობესებს.
ჩვენი დიეტის დახმარებით შეძლებთ ორგანიზმის “განტვირთვას” და სიმსუბუქის შეგრძნებას.