დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება გლობალური ტენდენციაა და ეს ნამდვილად გვახარებს. ავოკადო ჯანსაღი რაციონის სიმბოლოდ ითვლება ხილ-ბოსტნეულს შორის. მისი რბილობის სარგებელი თითქმის უდავოა, თუმცა ავოკადოს გემო ყველას არ მოსწონს. ავოკადოს ორიგინალური პასტა აზრს შეგიცვლით. მავნე პაშტეტზე უფრო კარგი და დიეტურია.
ავოკადოს ორიგინალური პასტა: მომზადების 3 მეთოდი
ადრე ასეთი ეგზოტიკური პროდუქტი ჩვენს მხარეში იშვიათი იყო. ახლა კი ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ. ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, ვისაც არასოდეს გაუსინჯავს ეს ხილი. პირველივე გასინჯვაზე მისი გემო ყველას არ მოსწონს. ზოგი ირწმუნება, რომ ავოკადო აბსოლუტურად უგემურია, ამიტომ მას არ ჭამენ. არადა ავოკადო ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს და ვიტამინს შეიცავს.
„პაპარაცი“ გთავაზობთ სამ რეცეპტს ამ ხილით სიტუაციის გამოსასწორებლად. თითოეული წასახემსებელი რამდენიმე წუთში მზადდება. ავოკადოს პასტა დიეტურ რაციონში იდეალურად ჯდება.
გუაკამოლე
ინგრედიენტები:
- 1 მწიფე ავოკადო
- 0,5 ლიმონი ან ლაიმი
- 2 კბილი ნიორი
- ჩილის წიწაკა გემოვნებით
- მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- მწიფე ავოკადო შუაზე გაჭერით და კურკა ამოიღეთ. კოვზით რბილობი კანს მოაშორეთ. რბილობი ღრმა თასში დააბლენდერეთ. ლიმონის ან ლაიმის წვენი ჩაასხით. ნიორი დაჭყლიტეთ და ავოკადოს დაუმატეთ.
- გემოვნებით სანელებლები დაუმატეთ. ისევ დააბლენდერეთ, რომ მარილი და წიწაკა მასაში თანაბრად გადანაწილდეს. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.
ავოკადოს პასტა კაკლით
ინგრედიენტები:
- 40 გ ნიგოზი
- 1 მწიფე ავოკადო
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 0,25 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- როგორც გუაკამოლეს მომზადების რეცეპტში, ავოკადოდან კურკა ამოიღეთ. რბილობი თასში გადაიტანეთ და ერთგვაროვანი კრემიანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. შემდეგ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ცალკე ნიგოზი დააქუცმაცეთ. ამისთვის ბლენდერი გამოიყენეთ ან დანით წვრილად დაჭერით. ნიგოზი ავოკადოს მასას დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ მარილი, წიწაკა და აურიეთ. ამ კერძისთვის ახალდაფქული წიწაკა გამოიყენეთ.
ხაჭო-ავოკადოს პასტა
ინგრედიენტები:
- 2 საშუალო ზომის მწიფე ავოკადო
- 200 გ სახლის ხაჭო
- 5 კვერცხი
- 3 კბილი ნიორი
- 1 მწნილი კიტრი
- 1 ხახვი
- 0,5 ლიმონი
- ზეთისხილი სურვილისამებრ
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხი მოხარშეთ და გვერდზე გადადეთ, რომ კარგად გაცივდეს. ამ დროში ავოკადოდან კურკა ამოიღეთ და რბილობი დააქუცმაცეთ.
- მოხარშული კვერცხი წვრილად გახეხეთ. ავოკადოს რბილობს დაუმატეთ. ამავე მასაში გახეხილი ხაჭო მოათავსეთ. ბლენდერით კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი პასტა უნდა გამოვიდეს.
- ნახევარი ლიმონი გაწურეთ და წვენი მასას დაუმატეთ. მწნილი კიტრი, ხახვი და ზეთისხილი დააქუცმაცეთ. ნიორი დაჭყლიტეთ ან წვრილად დაჭერით. დაჭრილი ინგრედიენტები ავოკადოს მასას დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მზადაა!
ზემოთ მოცემული ნებისმიერი რეცეპტით მომზადებული წასახემსებელი გაგაოცებთ. ავოკადოს პასტა იდეალური წასახემსებელია მათთვის, ვინც კვებას აკონტროლებს.