ფენშუის ექსპერტები ამბობენ, რომ ფულის ენერგიაზე მუშაობით შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება. აქ საქმეში ერთვება სხვადასხვა თილისმა, შელოცვა, მიზიდვის ტექნიკა და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი უკეთ იმუშავებს, თუ გამდიდრების პროცესს საფულის ფერის სწორად არჩევით დაიწყებთ.
საფულის ფერზე პირდაპირ არის დამოკიდებული, რამდენი ფული გამოჩნდება მასში. გარკვეული ფერის საფულეში ფული ხშირად და დიდი რაოდენობით ჩნდება. ეს რჩევები პირადად გამოვცადე და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობს.
საფულის ფერი, როგორც ფულის თილისმა
წითელი
წითელი ცეცხლის ფერია, ამიტომ ენერგიასთან და ძალასთან ასოცირდება. ეს ფერი ყველაზე შესაფერისია საფულისთვის. ფულის ენერგიის ნამდვილი გენერატორი შეგვიძლია ვუწოდოთ. თუ გინდა შემოსავლის სწრაფად და მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, წითელი საფულე აირჩიეთ.
წითელი საფულე შესანიშნავი საჩუქარია კაშკაშა და ენერგიული პირებისთვის, რადგან მფლობელის ენერგიას აძლიერებს და ხელს უწყობს. თუ ეს თქვენზე არ არის, აირჩიეთ საფულე წითელი დეტალებით.
შავი, მუქი ყავისფერი
შავი და მუქი ყავისფერი მიწის ენერგიასთან ასოცირდება. ეს ენერგია პასუხისმგებელია ნაყოფიერებაზე, საიმედოობაზე და სიდინჯეზე. ამ ფერის საფულე შესაფერისია მათთვის, ვისაც არ უყვარს ცხოვრების სტილის შეცვლა.
ვინაიდან შავი და მუქი ყავისფერი მიწის ფერია, ასეთი საფულე შესანიშნავია ფულის „დაბადებისთვის“. თუ თქვენი მიზანია საჭირო თანხის დაგროვება, ამ ფერის საფულე მიზნის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
მწვანე
მწვანე ბუნების ფერია. ასეთი ფერი აქვს ბალახსაც და ხის გვირგვინსაც, ამიტომაც პასუხისმგებელია ზრდასა და დაგროვების ენერგიაზე. მწვანე საფულე გაზრდის ფულის ნაკადს, ასევე არ დაუშვებს მისგან თავისუფლად „გადინებას“.
ასეთი საფულე განსაკუთრებით წარმატებულია დამწყები მეწარმეებისთვის და ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის. ხელს შეუწყობს იდეების გენერირებას და კრეატივის განვითარებას ფულის გამომუშავების პროცესში.
მწვანე ფერი ტყუილად არ არის მსოფლიო ვალუტის მთავარი ფერი. ის ხომ ფინანსური სახსრების ზრდას ხელს უწყობს. სიტყვაზე, ფულის ზრდას ხელს შეუწყობთ, თუ ახალ საფულეში დოლარის კუპიურას ჩადებთ. ეს თქვენი საფულის ბიოველს გააძლიერებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კუპიურა სხვა ფულისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ და არ უნდა დაახურდაოთ.
ყვითელი
ყვითლის ენერგია დაგეხმარებათ ფულის ნაკადის ძალიან ნაზად გააქტიურებაში. ასეთი ვარიანტის საფულე საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც არ გეგმავს მსოფლიოში მთელი ფულის გამომუშავებას. მათთვის მთავარია არა იმდენად ფულადი შედეგი, რამდენადაც პროცესი.
ყვითელი საფულე შესაფერისია შემოქმედებითი და დიდი გულის მეოცნებე ხალხისთვის. ფერის ეფექტის გასაძლიერებლად აირჩიეთ ზამშის საფულე. მისი ხაო ფულს საფულეში გააჩერებს, უმიზნოდ დახარჯვას ხელს შეუშლის.
ყავისფერი, კრემისფერი
ყავისფერი ასოცირდება სიმტკიცესთან და თავდაჯერებულობასთან. თუ ასეთი ადამიანი ხართ, ასეთი საფულე საუკეთესო არჩევანი იქნება. მასში ყოველთვის იქნება ფული, ხოლო შემოსავალი მხოლოდ ზრდას დაიწყებს.
ყავისფრის შემთხვევაში უმჯობესია აირჩიოთ ნატურალური მასალისგან დამზადებული საფულე. ეს ეფექტს გააძლიერებს.
ოქროსფერი
ფულს ლითონის ენერგია საუკეთესოდ იზიდავს. ოქროსფერი მაქსიმალურად მიმზიდველი იქნება ფულისთვის. საფულე ფულს იზიდავს თავისივე მსგავსის პრინციპით.
გარდა ამისა, ოქროსფერი მზის ენერგიით სავსეა. ამიტომაც, შინაგან განვითარებას და სულიერ ზრდას ხელს უწყობს.
თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი
ღია ფერი სიწმინდის სიმბოლოა. ასეთი ელფერები სიუხვესა და დოვლათში ცხოვრებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ამ ფერის საფულე პატივისცემას და წარმატებას იზიდავს. შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს გახდეს მნიშვნელოვანი ადამიანი საზოგადოებაში და გუნდში.
ღია ფერის საფულის ეფექტის გასაძლიერებლად ჩაცმულობას მსგავსი ფერები შემატეთ.
ცისფერი, ლურჯი
ლურჯი პალიტრის ყველა ელფერი წყალთან ასოცირდება, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, ამ ფერის საფულეზე უარი თქვათ. საქმე იმაშია, რომ ლურჯი ფერი ხელს უწყობს ფულის გადინებას, რაც არ გვჭირდება.
რა არ უნდა შეინახოთ საფულეში?
- არ დაგავიწყდეთ, რომ შემოსავლის გასაზრდელად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საფულის ფერი, არამედ მისი ჰიგიენა.
- არ შეინახოთ ქვითრები საფულეში. ისინი ხარჯის გამეორებას და გაგრძელებას ხელს უწყობს.
- საფულეში ფოტო არასოდეს შეინახოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ფოტოა. ის ენერგიას ატარებს, რომელიც ფულის ნაკადს ბლოკავს.
- საფულეში არ უნდა იყოს არაფერი დაზიანებული და დახეული. თუ მისი ამოღება შესაძლებელია, ამოიღეთ. თუ საფულის დეტალი დაზიანდა, შეაკეთეთ. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, საფულე უნდა შეცვალოთ.
- ამოიღეთ საფულიდან ყველაფერი, რასაც არ იყენებთ და ვადაგასულია. საბანკო ბარათები, ძველი სამგზავრო დოკუმენტები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სხვა – ეს ყველაფერი უსიამოვნებას იზიდავს.
- საფულე მთლიანად არასოდეს დააცარიელოთ. დაე, იქ დარჩეს მინიმუმ ერთი თეთრი ან მინიმალური კუპიურა. თუ საფულე საჩუქრად შეიძინეთ, მასში ნებისმიერი კუპიურა ან ხურდა შეგიძლიათ ჩადოთ. ცარიელი საფულე არასოდეს გააჩუქოთ.
- საფულეში დაჭმუჭნილი ფული არასოდეს შეინახოთ. ყველა კუპიურა ლამაზად უნდა იყოს ჩაწყობილი ავერსით წინ.
- ეცადეთ, ფულის გარდა სხვა არაფერი შეინახოთ საფულეში. ფასდაკლების ბარათები, ვაუჩერები, სავიზიტო ბარათები და სხვა ქაღალდი ფულის ენერგიის ნაკადს ხელს შეუშლის. სავიზიტო ბარათებისთვის სპეციალური ჩასადები შეიძინეთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად საფულე უნდა მოგეწონოთ. შესაფერისი ფერის საფულე, რომელიც არ მოგწონთ, გამდიდრებაში ვერ დაგეხმარებათ.