ზამთარი დადგა და უმეტეს რეგიონებში უკვე საგრძნობლად აცივდა. ეს ნიშნავს, რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევინარჩუნოთ სითბო სახლში. ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა გათბობის სისტემა სრული სიმძლავრით მუშაობს, მაგრამ ოთახში სასურველი ტემპერატურა არ ჩერდება. ამ პრობლემებით დაღლილმა საზრიანმა ხალხმა გამოიგონა სპეციალური მეთოდები ბინის უკეთ გასათბობად. თითოეული მეთოდი მიმართულია ოთახის გათბობაზე და თბილი ჰაერის გადინების თავიდან აცილებაზე. გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ.
რჩევები, როგორ გავხადოთ ბინა უფრო თბილი
ხშირად გათბობის სეზონზე ცივი შენობის პრობლემა ბატარეების არასათანადო გაცხელებით არ არის გამოწვეული. გათბობის ქვაბი სრული სიმძლავრით შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ ოთახში სასურველი სითბო მაინც არ იდგეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად, ჰერმეტულად ცუდად დახურული ფანჯარა. თუ ფანჯრის ჩარჩოებში არის ბზარები, მაშინ ამ ბზარებიდან თბილი ჰაერი სწრაფად აორთქლდება. ეს იგივეა გამათბობელი ქუჩაში დადგა. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც არსებობს. „პაპარაცი“ გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. გიამბობთ, როგორ გაათბოთ თქვენი ბინა ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე. წლებით გამოცდილი ხრიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახში ჰაერის სწრაფად გასათბობად და დაყენებული ტემპერატურის შესანარჩუნებლად.
ხრიკი 1
როგორც ვთქვით, ფანჯრებში და კარებში ხვრელები ოთახის სწრაფად გაცივებას ხელს უწყობს. გათბობის სისტემის მაქსიმუმზე ჩართვას აზრი არ აქვს, თუ ამ ხვრელიდან ცივი ქარი ოთახში შემოდის. ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალია სპეციალური ჰერმეტიკის გამოყენება, რომ ხვრელები მოიშოროთ. თუმცა, ვისაც საერთო საცხოვრებელში უცხოვრია, იცის ხრიკი, რომელსაც დამატებითი ფინანსები არ სჭირდება. ფანჯრის ჩარჩოებზე სკოჩი შეგიძლიათ დააკრათ, წინასწარ ხვრელები ქაღალდით ამოავსეთ. კარის წინ დააფინეთ ხალიჩა, რომელიც ქვემოდან ცივი ჰაერის შემოსვლას ხელს შეუშლის.
ხრიკი 2
მზიან ამინდში ფარდები შეგიძლიათ გახსნათ და ტიულიც გადაწიოთ, რომ თბილი სინათლე ოთახში შემოვიდეს. საღამომდე ოთახი სრულად გათბება გამათბობელი მოწყობილობის გარეშეც. მზის ჩასვლის შემდეგ ფარდა გაშალეთ, რომ სითბო გარეთ არ გავიდეს. იდეალური რჩევაა იღბლიანებისთვის, რომელთა ფანჯარაც მზიან მხარეს მდებარეობს.
ხრიკი 3
ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ სააბაზანო ოთახის კარი ფართოდ გააღეთ. ასე პატარა ოთახში ცხელი წყლით დაგროვებული სითბო მთელ დერეფანში გავრცელდება. უდავოდ, ბინაში საერთო ტემპერატურა გაიზრდება. უფრო მეტიც, ეს საჭიროა იმისთვისაც, რომ სააბაზანო ოთახში ტენიანობა არ გაჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოკოს წარმოქმნას გამოიწვევს.
ხრიკი 4
საყვარელი კერძის გამოცხობის შემდეგ ღუმელის კარი ღია დატოვეთ. ღუმელი თანდათან გაცივდება, ხოლო სითბოს გამოსცემს და სამზარეულოს გაათბობს. ამრიგად, ბინის ამ ნაწილის გათბობაზე მნიშვნელოვნად დაზოგავთ.
ხრიკი 5
დღეს ხალიჩები ყველა ოთახში და კედლებზე ძველმოდურად გამოიყურება. ახლა ახალგაზრდები ინტერიერის დიზაინის დაგეგმვისას სუფთა იატაკის საფარს უპირატესობას ანიჭებენ. ბევრი თვლის, რომ ძველად ხალიჩებით გატაცება რაღაც უცნაური მოდით იყო განპირობებული. სინამდვილეში, ამ ტრენდს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. ხალიჩა კარგად იცავს სახლს გარედან ცივი ჰაერის შემოსვლისგან. არ ვამბობთ, რომ ხალიჩის საფარი ყველა კედელზე უნდა დააბრუნოთ. თუმცა ხალიჩა იატაკზე ზედმეტი არ იქნება, თან დიდ სამსახურს გაგიწევთ. გარდა ამისა, თანამედროვე ბაზარი მრავალ დიზაინს გვთავაზობს.
ხრიკი 6
გათბობის ბატარეის უკან შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სპეციალური ფოლგის ეკრანები. მათ დიდ სარემონტო მაღაზიებში უპრობლემოდ იპოვით ან ონლაინ შეგიძლიათ შეუკვეთოთ. მათი დახმარებით ბინა უფრო თბილი გახდება. მათ გარეშე ბატარეის სითბო უკანა კედლის გათბობაზეც იხარჯება. ფოლგა ამას ხელს შეუშლის, თბილ ჰაერს აირეკლავს და უკან ოთახში მიმართავს.
როგორც ხედავთ, ბინაში სითბოს გაზრდის ბევრი მეთოდი არსებობს. ეს რჩევები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი სახლი ცივი ჰაერის შემოსვლისგან და შეინარჩუნოთ სითბო ოთახებში. აუცილებლად გამოიყენეთ ხრიკები, რომ ფინანსები დაზოგოთ.