პატარა სამზარეულოს დაგეგმარება. მოწყობის მაგალითი

14

სამზარეულოს განახლებაზე ფიქრისას, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ მისი ზომა. ნამდვილად გაუმართლათ მათ, ვისი სახლის ეს ნაწილიც საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად გამოავლინოთ თქვენი დიზაინერული ფანტაზია სრულად. პატარა სამზარეულოს დაგეგმარებას მეტი დრო დასჭირდება, რადგან უნდა გათვალოთ ყველა დეტალი, რათა დატიოთ ყველა ელემენტი. თუმცა, პატარა ფართში ასევე შეგიძლიათ შექმნათ საინტერესო და კომფორტული ინტერიერი. გიზიარებთ იდეებს.

პატარა სამზარეულოს ორიგინალური და მოსახერხებელი დაგეგმარება

საბჭოთა პერიოდის შენობების უმეტესობა მცირე გაბარიტების იყო. ასეთ საცხოვრებლებში ყველაზე მცირე ფართი უკავია სამზარეულოებს. მართლაც, ხრუშჩოვის ეპოქის ზოგიერთ ბინაში გაზქურის მახლობლად შემობრუნების ადგილიც კი არ არის. ამიტომ ოთახის ამ ნაწილის გადაკეთება განსაკუთრებულ ძალისხმევასა და გამომგონებლობას მოითხოვს. ადამიანებს სურთ, რომ სამზარეულოში არა მხოლოდ აუცილებელი ნივთები განათავსონ, არამედ შექმნან მყუდრო და ესთეტიკური ადგილი, რომელიც მოსახერხებელი იქნება კერძების მომზადებისთვის. შემდეგ კერძების მომზადება მხოლოდ ნამდვილ სიამოვნებას მოიტანს. ზოგადად კომფორტი და მოხერხებულობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს პატარა სამზარეულოს დაგეგმარება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ გეგმავთ რემონტს.

პატარა სამზარეულოს ინტერიერის მაგალითი

4.14 კვ.მ ფართობის სამზარეულო ნამდვილი გამოწვევა იყო ბინის მეპატრონეებისთვის, რომლებიც დიზაინის შეცვლა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს პრობლემის წარმატებით მოგვარება სამუშაო არეალის გაფართოებით. სამზარეულოს ზომებმა (2,3 მ / 1,8 მ) კი შესაძლებელი გახადა მაცივრის და 60 სმ სიგანის ფუნქციური კარადის მოთავსება.

უფრო გრძელი კედლის გასწვრივ, მფლობელებმა დაამონტაჟეს ნიჟარა ზუსტად კუთხეში (ნიჟარის ქვეშ კარადის კარი 30 სმ). შემდეგ, დადგეს სტანდარტული ორკარიანი კარად, რომლის სიგანეა 80 სმ და 60 სმ სიგანის ღუმელი.

ვინაიდან ბინაში მოკლე კედლის მოპირდაპირედ არის ფანჯარა, მის ქვეშ მოათავსეს სამუშაო ზედაპირი. სამუშაო ზედაპირის ქვეშ შეგიძლიათ იხილოთ 2 კარადა, საერთო სიგანით 80 სმ. ბევრი უჯრა გამოდგება სხვადასხვა სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად. ამ სამზარეულოს სამუშაო ზონის გვერდით დამონტაჟდა პატარა მაგიდა. რა თქმა უნდა, იქ ბევრ სტუმარს ვერ მიიღებთ, მაგრამ სამსულიან ოჯახს შეუძლია საკმაოდ მშვიდად ისადილოს. უფრო მეტიც, სახლის მეპატრონეებს გაუჩნდათ შესანიშნავი იდეა მაგიდის ქვეშ დამატებითი კარადის დაყენებასთან დაკავშირებით. ამან დამატებით შესძინა კიდევ ერთი ადგილი საჭირო ნივთების შესანახად.

რაც შეეხება სამზარეულოს ავეჯის დაკიდებულ ნაწილს, ისიც საკმაოდ ტევადი და ფუნქციონალური აღმოჩნდა. ფანჯრის მარჯვნივ მოთავსდა 40 სმ სიგანის პატარა კარადა 40 და ოდნავ უფრო მცირე ზომის კუთხის კარადა. შემდეგ მოდის გამწოვი გაზქურის ზემოთ და სპეციალური კარადა მის ქვეშ. შემდეგ არის ფართო კარადა ორმაგი ფასადით (80 სმ), რომელშიც დამონტაჟებულია ჭურჭლის საშრობი და ისევ პატარა კუთხის კარადა. გარნიტურის ზედა იარუსი მთავრდება სხვა ორფასადიანი კარადით მაცივრის მახლობლად.

ყველა ამ კრეატიული გადაწყვეტის შედეგად, პატარა სამზარეულოს დაგეგმარება მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. ყველაფერი თავის ადგილას არის და ხელმისაწვდომია. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს კერძების მომზადების პროცესს და უფრო კომფორტულს გახდის მას. გარდა ამისა, ახლა სამზარეულოში გაჩნდა საკმარისი ადგილი საჭირო ტექნიკისა და პროდუქტების შესანახად. როგორც ხედავთ, საკუჭნაოს ზომის პატარა სამზარეულო შეიძლება გადაიქცეს სახლის სრულფასოვან ნაწილად. ვიმედოვნებთ, რომ ეს იდეა თქვენც დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს