იცით, რატომ არ უნდა გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი 

42

კვერცხის მოხარშვის შემდეგ ცხელი წყლის სწრაფად გადაღვრა არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევა. უმეტესობა ჩვენგანი მაშინვე ქვაბში ცივ წყალს ასხამს, რომ სწრაფად გაცივდეს. კვერცხის ნახარში წყალი არც ისე უსარგებლოა, როგორც გგონიათ. მის მოშორებას და უბრალოდ ნიჟარაში ჩასხმას არ გირჩევთ. გიამბობთ, რატომ არ უნდა გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი.

რისთვის გვჭირდება კვერცხის ნახარში წყალი?

„პაპარაცი“ გიზიარებთ საინტერესო ინფორმაციის კვერცხის ნაჭუჭის შესახებ და გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კვერცხის ნახარში წყალი. სინამდვილეში, ეს სითხე ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, არა ადამიანისთვის, არამედ ზოგიერთი სხვა საჭიროებისთვის. საქმე მის თვისებაშია, რომელსაც კვერცხის მოხარშვისას იღებს. გიამბობთ, როგორ ხდება ეს.

რატომ არის კვერცხის ნახარში წყალი სასარგებლო?

კვერცხის ნაჭუჭი არა მხოლოდ დამცავი ბარიერია მომავალი ფრინველისთვის, არამედ საკვები ნივთიერებების წყაროც. მისი საფუძველია კალციუმის კარბონატი (დაახლოებით 90%). კვერცხის ხარშვისას ის წყალში ხვდება და ამდიდრებს მას. ხშირად სწორედ ამ ელემენტს ამატებენ მცენარეების სასუქს. ალბათ, გინახავთ, როგორ უმატებენ თავად კვერცხის ნაჭუჭს ბოსტნეულის კვლებს. კალციუმის კარბონატი ინარჩუნებს მცენარეებისთვის საჭირო ph დონეს ნიადაგში. მაგალითად, აქ არის ფოსფორი, რკინა, აზოტი, გოგირდი. ეს ყველაფერი ოთახის მცენარის მდგომარეობას აუმჯობესებს.

მაღაზიაში ნაყიდი სასუქების ნაცვლად ოთახის მცენარე კვერცხის ნახარში წყლით მორწყეთ. ამ ხრიკის გამოყენებით 100%-ით დარწმუნებული იქნებით, რომ მწვანე მეგობარს არ აძლევთ რაიმე ქიმიკატს, რომელსაც მისი დაზიანება შეუძლია. მით უფრო, რომ აბსოლუტურად უფასოა.

როდის სჭირდება ყვავილებს კვება?

კვერცხის ნახარშ წყალს შეუძლია მცენარეების როგორც დახმარება, ასევე დაზიანება. პირველ რიგში, ეს ყვავილების მდგომარეობაზე დამოკიდებულია. ასეთი წყალი ქოთანში დაუფიქრებლად არ უნდა ჩაასხათ. თუ მცენარე საკმარისად იღებს საკვებ ნივთიერებებს და ვიტამინებს, დამატებითი კვებით მათი რაოდენობა გადააჭარბებს. ასე მცენარე დაზარალდება ისე, როგორც ვიტამინების დეფიციტის შემთხვევაში. იმის გასაგებად, რომ მცენარეს ვიტამინები აკლია, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:

  • გაყვითლებული, დამჭკნარი ფოთლები;
  • გამხმარი ყვავილის ყუნწი;
  • სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა;
  • ახალ ყლორტებს მკრთალი შეფერილობა აქვს.

თუ თქვენს საყვარელ ოთახის მცენარეს მსგავსი სიმპტომები აქვს, გამოიყენეთ წყალი კალციუმის კარბონატით. ყვავილი კვირაში 3-4-ჯერ კვერცხის ნახარში წყლით მორწყეთ. მალე დადებით შედეგს დაინახავთ.

ახლა იცით, რატომ არის სასარგებლო კვერცხის ნახარში წყალი და რატომ არ უნდა გადაღვაროთ. თქვენი მცენარე თავს უკეთ იგრძნობს. ასეთი კვების შემდეგ მცენარე მიიღებს ყველა საჭირო ვიტამინს და მინერალს. გარდა ამისა, ნაყიდ საშუალებებზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ. ყველა საჭირო ელემენტს უფასოდ მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს