ადამიანების უმეტესობა ოცნებობს იმაზე, რომ ვინმემ მასზე იზრუნოს და შეიყვაროს. განსაკუთრებით ეხება ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობას. არის შემთხვევები, როცა ზრუნვა კონტროლში გადადის, რომელიც თანაცხოვრებას აუტანელს ხდის. კონტროლის მოყვარული ცოლი ანგრევს ქმრის ცხოვრებას და ამას ვერც ამჩნევს, რადგან ეს მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.
„პაპარაცი“ გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი 5 ნიშანი გამოირჩევა დიქტატურული ქცევებით მეუღლესთან ურთიერთობაში.
მაკონტროლებელი ცოლი: ზოდიაქოს 5 ნიშანი – დიქტატორი
დიქტატორი ცოლი ბევრს შეხვედრია. სწორედ ის ურეკავს ქმარს შესამოწმებლად საწარმოო თათბირის დროს. სწორედ ის ამოწმებს რეგულარულად ნომრების სიას ქმრის ტელეფონში, ხომ არ გამოჩნდა კონტაქტი ქალის სახელით. საოჯახო საკითხების გადაწყვეტაზე ლაპარაკი აღარ არის – მისი თანხმობის გარეშე არაფერი მოხდება.
წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან დიქტატორი ცოლები. სია ბოლო ადგილიდან დავიწყოთ.
მე-5 ადგილი – კირჩხიბი
კირჩხიბი ცხოვრებაში დიდი საზრიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ნამდვილი ჯაშუშია. ქალი კირჩხიბი თანდათან სწავლობს ქმართან ცხოვრების ყველა წვრილმანს, რათა საჭირო დროს გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის. ნელ-ნელა ყველაფერს იგებს – უფროსის შვილების სახელებით დაწყებული სამუშაო კომპიუტერის პაროლით დამთავრებული.
მიღებული ინფორმაცია ქმრის წინააღმდეგ მოულოდნელად შეიძლება გამოიყენოს. მასთან ვერასდროს იქნები დარწმუნებული, რა ინფორმაციას ფლობს კონკრეტულად.
მე-4 ადგილი – კურო
ქალი კურო ეჭვიანი და მბრძანებლობის მოყვარული ნიშანია. მასზე ამბობენ, რომ არსებობს მხოლოდ ორი შეხედულება კითხვაზე – მისი და არასწორი. თუ განსხვავებული აზრი გაქვთ, ჯიუტი კუროს გადარწმუნება გაგიჭირდებათ. ვიტყოდი, თითქმის შეუძლებელია.
განსაკუთრებით ეხება იმ თემებს, რომელშიც კურო კომპეტენტურობით გამოირჩევა ან მის მიმართ საკუთარი, განსაკუთრებული ხედვა აქვს. აქ შეიძლება მიიღოთ დიდი აგრესია კუროსგან. აბა, როგორ არ გესმით უმარტივესი რამ, მისი გადმოსახედიდან?
მე-3 ადგილი – თხის რქა
გადაჭარბებული ზრუნვა – ცოლი თხის რქის მეორე სახელია. მაკონტროლებელი ცოლი დეტალურად ეუბნება ქმარს, რომელი პერანგი ჩაიცვას, რომელი სახრახნისი შეიძინოს და რომელ კოლეგასთან შეწყვიტოს ურთიერთობა. ყველა ამ ქმედებას ყოველთვის ახლავს ფრაზა „მხოლოდ შენს სასიკეთოდ“ და მსგავსი.
თუ თხის რქას არ დაემორჩილებით, გაეშურებით საინტერესო თავგადასავალში წყენის, იმედგაცრუების და უთანხმოების სამყაროში. მის ძალისხმევას ხომ არავინ აფასებს. როგორც მინიმუმ, თავად ასე ფიქრობს.
მე-2 ადგილი – ლომი
რა თქმა უნდა, ამ რეიტინგში ლომის ნიშანი შეუძლებელია არ მოხვედრილიყო. საქმე იმაშია, რომ ლომი საკმაოდ მბრძანებლური და თავდაჯერებულია, რაც ქმართან ურთიერთობაში აისახება. მისი აზრით, ქმარმა უსიტყვოდ უნდა გაითვალისწინოს მისი რჩევები და ყველაფერში უკიდურესად გულწრფელი იყოს.
თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ამაყი ლომი იშვიათად ირჩევს ცხოვრების მეგზურად მამაკაცს, ვისთანაც ასეთი ხრიკები გაუვა. აქედან მოდის დენთის კასრზე ცხოვრება. ვერასდროს გამოიცნობ, რომელ მომენტში იფეთქებს ლომის ცეცხლოვანი ხასიათი და ირგვლივ ყველას და ყველაფერს დაწვავს.
1-ელი ადგილი – მორიელი
ალბათ, მიხვდით, რომ „წლის დიქტატორის“ ტიტული მორიელს მიენიჭა. საკუთარი ღირსების გრძნობა ნახტომებით წინ უსწრებს. ოჯახში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მან თქვა. ზოგჯერ ქმარი ვერც ამჩნევს, როგორ უსიტყვოდ ასრულებს საყვარელი ცოლის ბრძანებებს.
სიტყვაზე, მორიელის მფლობელობის ხელყოფა არ ღირს. განსაკუთრებით, თუ მისი მფლობელობა ქმარი ან შეყვარებულია. ამ შემთხვევაში, მორიელის შხამის დიდ დოზას მიიღებთ. ეს გასაკვირი არ არის. ნუთუ, მორიელთან სხვაგვარად შეიძლება?
გახსოვდეთ, რომ ყველაზე გავლენიანი მაკონტროლებელი ცოლიც ნაზი და მშვიდი ხდება საიმედო მამაკაცის გვერდით.