8 არასტანდარტული მეთოდი, როგორ გამოიყენოთ ხახვი

12

რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისმა იცის ხახვის მომზადების მრავალი ვარიანტი. ეს ბოსტნეული აუმჯობესებს ნებისმიერი კატლეტის და წვნიანის გემოს. ასევე შეიძლება იყოს მთავარი კერძის ინგრედიენტი, როგორიცაა ხახვის რგოლები. და მაინც, ცოტამ თუ იცის, რომ კულინარიის გარდა, ხახვის გამოყენების მინიმუმ 8 მეთოდი არსებობს. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ხახვი საოჯახო საქმეში.

8 ხრიკი, როგორ გამოიყენოთ ხახვი

მაშინაც კი, თუ ამ ბოსტნეულს კერძში იშვიათად ამატებთ, ხახვი სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ. აი, რა შემთხვევაში დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.

1. მწერებისგან დაცვა

ხახვს მძაფრი სუნი და გემო ტყუილად არ აქვს. ეს არის მცენარის დამცავი რეაქცია, დააფრთხოს ყველაფერი, ვისაც მისი შეჭმა სურს. ხახვი შეგიძლიათ გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად. ამისთვის რამდენიმე წვნიანი ხახვი დაჭერით და წყლით სავსე ფიალებში მოათავსეთ. შემდეგ დადგით იმ ადგილებში, სადაც მომაბეზრებელი ქინქლები ყველაზე ხშირად გხვდებათ.

ხახვი სისხლისმსმელისგან დაცვაშიც დაგეხმარებათ. სასარგებლო ხრიკია მათთვის, ვინც ბუნებაში გავიდა და კოღოს საწინააღმდეგო სპეციალური სპრეის შეძენა დაავიწყდა. თუ ხახვის მძაფრი სუნი არ გაწუხებთ, სხეულის შიშველ ადგილებში ხახვის წვენი წაისვით. ხახვი შუაზე გაჭერით და გადანაჭრით კანზე წაისვით. კოღო ახლოს არ მოგეკარებათ.

2. ფუტკრის ნაკბენზე

ხახვი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ მწერის მოახლოებამდე, არამედ შემდეგაც. ფუტკრის ნაკბენის მტკივნეული შეგრძნება სწრაფად გაქრება, თუ ამ ადგილზე არომატული ბოსტნეულის წვენს წაისვამთ. ხახვი კოღოს ნაკბენის ქავილს ამცირებს, კანის სიწითლეს აქრობს. თუ ასეთი უსიამოვნება შეგემთხვათ და სპეციალური მალამო არ გაქვთ, სამზარეულოში გაიქეცით ამ ხალხური საშუალების ასაღებად.

3. ყელის სავლები

ყველამ იცის, რომ სურდოს და გაციების დროს ხახვის და ნივრის მიღება სასარგებლოა. უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ ხახვისგან ყელის სავლებ სპეციალურ საშუალებას მოამზადებთ. ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით, 1 ჩაის კოვზი მარილი და 2 ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ, რომ მარილი გაიხსნას. 1 საათი მაცივარში შეინახეთ. ყელში გამოვლებამდე ხალხური საშუალება მარლაში გადაწურეთ. დღეში 2-ჯერ ყელში გამოივლეთ. ასე მოიშორებთ მტკივნეულ შეგრძნებებს ყლაპვისას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ყელის სიწითლეს.

4. ლითონის ნაწარმის გაწმენდა

კარის ლითონის სახელურების გაწმენდა საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, თუ მასალამ ბზინვარება დიდი ხნის წინ დაკარგა. ხახვის პასტით კარის სახელურებს თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებთ. საშუალების მოსამზადებლად გახეხილი ხახვი და წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ. მიღებული ნარევი სახელურებს წაუსვით და ჩვრით შეაზილეთ. ხახვის პასტა სახელურებზე 30 წუთი გააჩერეთ. შემდეგ სუფთა ჩვრით მოაშორეთ. ლითონი ძველებურად იკრიალებს.

5. როგორ გამოვიყენოთ ხახვი გრილის გასაწმენდად

როცა მეგობრებთან ერთად აგარაკზე ადიხართ, გრილის გაწმენდა უკანასკნელი საქმეა, რაც გინდა გააკეთო. გასწავლით ხრიკს ხახვით, რომელიც გრილის გაწმენდას დააჩქარებს. პირველ რიგში, გისოსებს ჭუჭყის ზედა ფენა სპეციალური მავთულით მოაშორეთ. ამის შემდეგ ნახევარი ხახვი ჩანგალზე ჩამოაცვით და ლითონის გისოსი გაწმინდეთ. ამ მეთოდით ჭუჭყიან ადგილებს სწრაფად გაწმენდთ.

6. ნატურალური საღებავი

თუ არასდროს გიცდიათ სააღდგომო კვერცხის შეღებვა ხახვით, მომავალ წელს ეს ხრიკი აუცილებლად გამოიყენეთ. საოცარი ფერი გამოვა. მხოლოდ 1 მუჭა ხახვის ფურცლები დაგჭირდებათ. ხახვის ფურცლები მარლის ქისაში ჩაყარეთ და მდუღარე წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ. ასეთი ნატურალური საღებავი ქსოვილის ან ძაფის შესაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

7. სუნს შთანთქავს

ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა ფაფა დაიწვა. ამ დროს სამზარეულოში საშინელი სუნი დგება. ზოგჯერ ფანჯრის გაღებაც საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ხახვი, რომელიც წვის სუნს შეიწოვს და კერძს გადაარჩენს. ამისთვის ქვაბში, სადაც მიმწვარი საკვებია, ხახვის რამდენიმე ნაჭერი მოათავსეთ. მალე სუნი გაქრება.

8. ხრიკი მძღოლებისთვის, როგორ გამოიყენონ ხახვი

ზამთარში ყველა მძღოლი იწყებს ფიქრს, როგორ გადაარჩინოს საქარე მინა დილის ყინვისგან. ამისთვის გამოგადგებათ შესანიშნავი ხრიკი ხახვით. ღამით მინა ყინულით რომ არ დაიფაროს, საღამოს გაჭრილი ხახვი წაუსვით. სუსტი ყინვის შემთხვევაში მინა არ უნდა გაიყინოს.

ოჯახში ხახვის გამოყენების მრავალი მეთოდი არსებობს და ყველა ნამდვილად ეფექტურია. ხალხური საშუალებები ხახვით უკვე მრავალი წელია პოპულარულია დიასახლისებს შორის და ამის მიზეზიც აქვთ. გამოცადეთ და თავად დარწმუნდით ამაში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს