არავინ არის დაზღვეული სამზარეულოში წარუმატებლობისგან. განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს კულინარიაში. როგორც არ უნდა იყოს, კულინარია დამწყებთათვის ნამდვილი ქვესტია. გზაზე შეიძლება შეგხვდეთ სირთულეები და წარუმატებლობები, მაგრამ იმედი არ დაკარგოთ, რადგან ცნობილმა შეფმზარეულებმაც საიდანღაც დაიწყეს.
„პაპარაცი“ გიზიარებთ ფოტო ნაკრებს, რომელიც ასახავს უიღბლო მზარეულების მთელ ტკივილს. ზოგიერთი მათგანი მიგანიშნებთ, რას უნდა აარიდოთ თავი სამზარეულოში ექსპერიმენტების დროს.
კულინარია დამწყებთათვის: მთავარია, არ დანებდეთ
ვინც თვლის, რომ ქალი სუსტი სქესია, უნდა შეხედოს ვაშლის საჭრელ ამ დანას. როგორც ხედავთ, სურვილის შემთხვევაში სამზარეულოს ნივთიდან ნამდვილი იარაღი შეგიძლიათ გააკეთოთ.
„ნატო, მგონი, კატა მცირე მინიშნებას გვაძლევს, რომ კერძი ჯობია ქვაბში მომზადდეს. მაგრამ, რა ვიცით მე და კატამ?“
„აძლევთ ქმარს დავალებას, გადაწუროს ბულიონი? არ დაგავიწყდეს შეახსენო, რომ ბულიონში სითხეც საჭიროა“
„ახლა ზუსტად ვიცი, რომ პლასტმასის ლანგარში გამოცხობა არ ღირს“
„ეს მოხდა მაშინ, როცა ქმარმა მოითხოვა შემწვარი ქერქი კარტოფილზე. მგონი, საკმარისად შეიწვა?“
„თუ ვინმე დაიწყებს მტკიცებას, რომ მინის ფორმა ქურაზე შეგიძლიათ დადოთ, ეს ფოტო აჩვენეთ“
„მწვანე სმუზი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა კედლებზე. როგორც ჩანს, თავსახური უნდა მოვძებნო“
„საღამოს სახლში დაღლილი მოვედი და ყავის დალევა გადავწყვიტე. ყავის მომზადებამდე თვალების დახუჭვა დაუშვებელი შეცდომა იყო“
„სხვათა შორის, მაკარონი ხარშვისას უნდა შეამოწმოთ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის“
„როცა დიდხანს ეხვეწები ქმარს, გალესოს დანები, შემდეგ კი თავად აკეთებ ამას. აბა, რა? სამაგიეროდ, ბასრია!“
„როგორც ჩანს, ქმარმა შურისძიება გადაწყვიტა. უნდა ვუთხრა, რომ პლასტმასის საჭრელი დაფა ცეცხლგამძლე არაა“
„აი, რას ნიშნავს სიზუსტე! ახლა არ ვიცი, მიხაროდეს თუ მეწყინოს“
„მგონი, ბევრი წიწაკაა თუ ზუსტად საკმარისია?
„კერძი შეფმზარეულისგან – პიცა ნაზი პლასტმასის სოუსით. ვინ იცოდა, რომ თეფში ღუმლისთვის შეუფერებელი იყო?“
„როცა ბლენდერის ჩართვიდან 15 წუთის შემდეგ საშინელი გუგუნი დაიწყო, ცუდი წინათგრძნობა გამიჩნდა. არ შევმცდარვარ“