გელ-ლაქის საფრთხე: რატომ ამბობენ ქალები მასიურად უარს გელ-ლაქის წასმაზე?

50

მანიკიური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილამაზის პროცედურაა ქალებისთვის. განსაკუთრებით პოპულარულია მანიკიური გელ-ლაქით. გასაკვირი არც არის, რადგან ყოველდღე ჩნდება ლაქების ახალი ბრენდები და ფერები გამძლე საფარისთვის. ბოლო დროს სპეციალისტები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ გელ-ლაქის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე ძალიან სერიოზული შეიძლება იყოს.

ბაზარზე არსებული გელ-ლაქების უმეტესობის შემადგენლობა არც ისე უსაფრთხოა. ამიტომაც, მანიკიურის სპეციალისტების თქმით, სულ უფრო მეტი კლიენტი უარს ამბობს ფერად გელ-ლაქზე. თუ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ჩვენი სტატია წაიკითხეთ.

გელ-ლაქის საფრთხე

სპეციალისტები ამბობენ, რომ თანამედროვე გელ-ლაქის შემადგენლობაში არის ბევრი ქიმიური კომპონენტი, რომელთაც შეუძლიათ მავნე გავლენის მოხდენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. გელ-ლაქი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კლიენტის, არამედ თავად სპეციალისტის ჯანმრთელობაზე.

გელ-ლაქის რომელი კომპონენტები შეიძლება იყოს საზიანო?

გელ-ლაქს ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მასში შემავალი სამი კომპონენტი აქცევს. მათ მიეკუთვნება ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი და დიბუტილ ფტალატი.

ფორმალდეჰიდი – კომპონენტი, რომელიც ითვლება ყველაზე მავნე კომპონენტად ნებისმიერ კოსმეტიკურ პროდუქტში, მათ შორის გელ-ლაქში. ფორმალდეჰიდი გელ-ლაქში ასრულებს კონსერვანტის როლს, რომელიც ეხმარება ლაქს დიდხანს გაძლოს. ასევე ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ხშირად სწორედ ეს კომპონენტი იწვევს ალერგიას სალონის კლიენტებში.

ოფიციალურად ფორმალდეჰიდი არ არის აკრძალული გელ-ლაქებში. მთავარი პირობაა, რომ ნივთიერება კანს არ უნდა მოხვდეს. გელ-ლაქში ფორმალდეჰიდის რაოდენობა 0,1%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამიტომაც, პასუხისმგებლობის მქონე მწარმოებლები საერთოდ არ ამატებენ ფორმალდეჰიდს თავიანთი მასალების შემადგენლობაში. არაკეთილმოსურნე მწარმოებლები კი ხშირად ცდილობენ სახიფათო კომპონენტის შენიღბვას არაზუსტი რაოდენობის ან შეცვლილი სახელის მითითებით – Aldehyd mravenc, Bfv, Methanal, Formalin, Aldeide და სხვა.

ტოლუოლი გამხსნელია. შემადგენლობაში შეიძლება დასახელებული იყოს, როგორც methylbenzene, methylbenzene, methane, benzene, toluol, antisal 1a. მისი გამოყენება დასაშვებია მცირე რაოდენობით.

ტოლუოლს მცირე რაოდენობითაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგია და კანის გაღიზიანება. დიდი რაოდენობით ტოლუოლის ორთქლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე, გამოიწვიოს თავბრუსხვევა და შაკიკი.

დიბუტილ ფტალატი – კომპონენტი, რომელიც გელ-ლაქს ხდის ელასტიურს, იცავს საფარს მტვრევადობისა და ბზარებისგან. ეს კომპონენტი განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და რეპროდუქციულ ფუნქციებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტოქსიკურია ღვიძლისთვის, თირკმლებისთვის და ნერვული სისტემისთვის.

როგორ დავიცვათ თავი გელ-ლაქის მავნე ზემოქმედებისგან?

რა თქმა უნდა, უმარტივესი და რადიკალური მეთოდია, გელ-ლაქზე უარის თქმა. ამ ზომებს ყველა ქალი არ დათანხმდება, ამიტომაც გვაქვს რამდენიმე რჩევა, როგორ იზრუნოთ ხელების უსაფრთხოებაზე.

1. თუ მზად არ ხართ, უარი თქვათ გელ-ლაქზე, ამ პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. დარწმუნდით, რომ სპეციალისტის მიერ გამოყენებული მასალები არ შეიცავს საშიშ კომპონენტებს. ჯობია, კიდევ ერთხელ იკითხოთ, ვიდრე შემდეგ შედეგებზე იმკურნალოთ.

2. ჰიგიენური მანიკიურის შემდეგ ფრჩხილებზე წაისვით ჩვეულებრივი ლაქი და არა გელ-ლაქი. ჯანმრთელობას ნაკლებად აზიანებს.

3. თუ თქვენთვის ფერად საფარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აირჩიეთ გამჭვირვალე ლაქი გამაძლიერებელი თვისებებით. ასე ერთ-ერთ მოდურ ტრენდს აჰყვებით. ბევრი ბლოგერი და ცნობილი ადამიანი ხშირად ირჩევს მანიკიურს მანიკიურის გარეშე. ასეთი მანიკიური ხელს მოვლილს ხდის, ამასთან აბსოლუტურად შესაფერისია ნებისმიერი სამოსისთვის.

4. არ დაგავიწყდეთ ლაქის მოცილება სპეციალური საშუალებით. უმჯობესია, თუ ამ პროცედურას პროფესიონალი ჩაატარებს. ასე დაიცავთ ფრჩხილებს ზედმეტი დათხელებისგან. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სქელია ფრჩხილი, მით ნაკლები ქიმიკატი მოქმედებს მასზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ სილამაზე არ მოითხოვს მსხვერპლს. მას სჭირდება დრო, ფული და რეგულარულობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს