სკოლაში მათემატიკის სწავლა ყველასთვის ადვილი არ იყო. ბევრს დღემდე აინტერესებს, რა საჭირო იყო ამ წესების და ფორმულების შესწავლა. და მაინც, თავსატეხების და განტოლებების ამოხსნა კარგად ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას და აუმჯობესებს ანალიტიკურ უნარებს. ეს აუცილებელი უნარებია ყოველდღიურ ცხოვრებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ამ სფეროში მიღებული ცოდნა ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება. „პაპარაცი“ გთავაზობთ ამოხსნათ რამდენიმე საინტერესო მათემატიკურ მაგალითს.
მათემატიკური მაგალითები ლოგიკური აზროვნების გასავითარებლად
ყველა მათემატიკური მაგალითი, რომელსაც „პაპარაცი“ გთავაზობთ, ძალიან მარტივია. უბრალოდ ცოტა დაფიქრდით და გაიხსენეთ სკოლის გაკვეთილები. დარწმუნებული ვართ, უპრობლემოდ გაუმკლავდებით. გამოცადეთ თქვენი თავი ახლავე!
მაგალითი 1
როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივი მაგალითია, მაგრამ აქაც ადვილად შეიძლება დაიბნეთ, თუ ვერ გაიხსენებთ წესებს სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. არითმეტიკული ოპერაციების სწორი თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. გაიხსენეთ, რა როდის უნდა შეასრულოთ. უდავოდ, მათემატიკის გაკვეთილებზე მსგავსი მაგალითები ამოხსნილი გაქვთ.
მაგალითი 2
გამრავლება, გაყოფა და კიდევ კუბი. არ იდარდოთ, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს რთული. სინამდვილეში, ამ მათემატიკურ მაგალითს საკმაოდ მარტივი ამოხსნა აქვს. მოსწავლეები პასუხს მარტივად პოულობენ. დროა, თქვენც გაავარჯიშეთ გონება.
მაგალითი 3
ამ მათემატიკური მაგალითის ამოხსნისას არ იჩქაროთ. აქ ნამდვილად ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ექვსიანებში არ დაიკარგოთ. არც ერთი ნიშანი არ გამოტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოთვლის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
მაგალითი 4
ამ შემთხვევაში მოგეთხოვებათ არა მხოლოდ სასკოლო მათემატიკის ცოდნა, არამედ ლოგიკური აზროვნება. კარგი ამოცანაა მათთვის, ვისაც თავისი გონების გამოცდა სურს. კარგად დაფიქრდით, რა უნდა გააკეთოთ, რომ განტოლება სწორი გამოვიდეს. მაგალითს ნებისმიერი მათემატიკური ნიშანი შეგიძლიათ დაუმატოთ.
მათემატიკური მაგალითების ამოხსნა
მაგალითი 1
ამ მაგალითის პასუხი იქნება 0. ჯერ ვასრულებთ პირველ გამრავლებას და გაყოფას ფრჩხილებში: 6 * 2 – 3 * (20 / 5). ვიღებთ შემდეგს: 12 – 3 * 4 = 12 – 12 = 0.
მაგალითი 2
არითმეტიკული მოქმედებების სიმრავლის მიუხედავად პასუხია 1. ამაზე ხარისხიც გავლენას ვერ ახდენს. პირველ რიგში, შეასრულეთ მოქმედებები ფრჩხილებში, დაწყებული გამრავლებით 3 * 3 = 9. შემდეგ გაყოფა: 9 / 3 = 3. შემდეგ მიმატება და გამოკლება თანმიმდევრობით: 3 + 3 = 6; 6 – 3 = 3. ამის შემდეგ წილადის გაყოფა: 3 / 3 = 1. ახლა კუბი უნდა მოვიშოროთ, მაგრამ ამას აზრიც არ აქვს, 1 რაიმე ხარისხით მაინც არ შეიცვლება.
მაგალითი 3
თუ თავიდანვე არ დაიბნევით, მიხვდებით, რომ სინამდვილეში ძალიან მარტივი მაგალითია. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, – პირველი 6-იანი ოთხჯერ გაამრავლეთ და შემდეგ სამჯერ გაყავით. პასუხი, რომელსაც ეძებდით, 36-ია.
მაგალითი 4
ერთი შეხედვით ჩანს, რომ სამი ერთიანი ვერ მოგვცემს პასუხად 9-ს. თუ დავუმატებთ ფრჩხილებს და კუბის ხარისხს? მზადაა! (1 + 1 + 1)³ = 9.
ვიმედოვნებთ, მოგეწონათ მათემატიკური მაგალითების ამოხსნა. უდავოდ, ძალიან სასარგებლოა გონებისა და აზროვნების განვითარებისთვის. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კუნთების, არამედ ტვინის ტონუსის შენარჩუნება.