არომატული ხორცის პური – ნაყიდი ძეხვის იდეალური ალტერნატივა მავნე დანამატების გარეშე

3

მაღაზიაში მაღალი ხარისხის ძეხვის პოვნა საკმაოდ რთულია. დროდადრო მაღაზიაში ძეხვის შემადგენლობა უნდა წაიკითხოთ კარგი პროდუქტის საპოვნელად. რა თქმა უნდა, ყველაფერი ბევრად უფრო ადვილია, თუ იცით, როგორ მოამზადოთ ძეხვი საკუთარი ხელით. თუმცა ასეთი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობა. „პაპარაცი“ გიზიარებთ შესანიშნავ ალტერნატივას. ეს არის ღუმელში გამომცხვარი ხორცის პურის რეცეპტი.

ხორცის პურის მარტივი რეცეპტი

ბავშვები უბრალოდ გიჟდებიან ძეხვის სენდვიჩებზე და მუდმივად ითხოვენ რამდენიმე ცალის გატანას სკოლაში. მაგრამ ხომ არ გვინდა ბავშვმა მიირთვას რაიმე გემოს გამაძლიერებლით და სხვა მავნე დანამატით. მეზობელმა მასწავლა ღუმელში გამომცხვარი ხორცის პური რეცეპტი. ახლა ჩემს სახლში ნაყიდ ძეხვის ნაწარმს არავინ ყიდულობს. რაც მთავარია, შესანიშნავი გემო აქვს. თან შემადგენლობაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.

ინგრედიენტები:

  • 1,35 კგ ღორის მჭლე ხორცი
  • 150 გ უმარილო ღორის ქონი
  • 2 ჩ/კ ნიტრიტის მარილი (0,5%)
  • 2 ჩ/კ ჩვეულებრივი მარილი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული წიწაკა
  • 2 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1 ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი
  • 150 მლ ცივი წყალი
  • 150 მლ მდუღარე წყალი
  • საყვარელი სოუსი (ჭიქურისთვის)
  • მცენარეული ზეთი (ფორმისთვის)

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, მჭლე ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ღრმა თასში მოათავსეთ. აქვე დაუმატეთ ყველა სანელებელი, მარილი. წყალი დაასხით. თუ ნიტრატის მარილი არ გაქვთ, იმავე რაოდენობის ჩვეულებრივი მარილით ჩაანაცვლეთ. ხორცს ხელით აურიეთ. გააკეთეთ ეს მანამ, სანამ წყალი არ შეიწოვება. მზა ხორცი 1 დღე მაცივარში შეინახეთ.

2. ღორის ქონი მოამზადეთ. ჯერ პატარა ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ ღორის ქონს მდუღარე წყალი დაასხით რამდენიმე წამით და მაშინვე ყინულიან წყალში გადაიტანეთ. ამის შემდეგ ქონის ნაჭრები ხელსახოცზე გადაიტანეთ ზედმეტი სითხის მოსაშორებლად. ქონს გადააფარეთ და ხორცთან ერთად 1 დღე მაცივარში შეინახეთ.

3. შემდეგი ნაბიჯი – ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. წვრილი თავაკი გამოიყენეთ. უკეთესი კონსისტენციის მისაღებად ორჯერ გაატარეთ. მზა ფარშს ქონის ნაჭრები შეურიეთ ისე, რომ თანაბრად გადანაწილდეს. ამ ეტაპზე დაუმატეთ სახამებელი. ის საჭიროა, რომ ხორცის პურმა ფორმა შეინარჩუნოს. ფარშს კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. მზა „ცომი“ ნაწილებად გაყავით და მოათავსეთ ფორმაში ფენებად, კარგად ჩატუმბეთ. პური მკვრივი უნდა იყოს.

5. ასეთი კერძის ფორმა გოგორა პურს ჰგავს, ამიტომ მსგავსი გააკეთეთ, ოდნავ მომრგვალებული. ზემოდან ხორცის პურს წაუსვით ნებისმიერი სოუსი, რომელიც მოგწონთ. იდეალურია ტყემალი, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კეტჩუპი ან მაიონეზი. 1-2 სუფრის კოვზი საკმარისია, ზომის მიხედვით. ზემოდან სოუსით დაფარეთ, რომ ცხობისას სასიამოვნო ქერქი მიიღოთ.

6. ღუმელი 100-110 გრადუსზე გააცხელეთ და ხორცის პური 1 საათით აცხვეთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ტემპერატურა 130 გრადუსამდე გაზარდეთ. კერძი კიდევ 40 წუთი აცხვეთ. თუ გინდა, რომ „ძეხვი“ ყველა მხრიდან მოწითალო იყოს, როგორც ზემოდან, გვერდებზეც სოუსი წაუსვით. შემდეგ 15 წუთით ღუმელში დააბრუნეთ.

7. მზა ხორცის პური მაცივარში შეინახეთ 8 საათით ან მთელი ღამით. შედეგად, დილით შეძლებთ გააკეთოთ რამდენიმე სენდვიჩი ხორცის დელიკატესით საუზმეზე.

ღუმელში გამომცხვარი ხორცის პური თქვენი საყვარელი კერძი გახდება. ნამდვილად, აღარ მოგიწევთ ძეხვის ნაწარმის ყიდვა მაღაზიაში. ამ კერძში მხოლოდ სასარგებლო ინგრედიენტებია. ხორცის პური შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე. უფრო მეტიც, ერთი ხელის მოსმით სხვა დილემას გადაჭრით. ახლა ძეხვი პურის ფორმას შესანიშნავად მოერგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს