ალასკელ 40 წლის ბეკი ტიურნის ცხოვრებას ტკბილს ნამდვილად ვერ უწოდებთ. 2015 წლის 21 ოქტომბერს მისი ვაჟიშვილი, ტრისტონ გრინი ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა. ბიჭის გული ვიღაც იაკობ კილბს გადაუნერგეს. ბეკიმ იცოდა, თუ მისი შვილის გული „მემკვიდრეობით“ ვინ მიიღო, მაგრამ ამ ადამიანს პირადად არ იცნობდა.
ასე გაგრძელდა გარკვეულ დრომდე, უფრო ზუსტად ბეკის ქორწილამდე. ცერემონიის დროს ქალმა 19 წლის შვილის სახსოვრად ერთი საქორწინო სკამის დატოვება ითხოვა.
ამ დროს ბეკის საქმრომ, კელიმ მისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა. მან ინტერნეტით იაკობი მოძებნა და მიწერა და ქორწილზე ჩამოფრენა შესთავაზა. 21 წლის ბიჭმა, რომელიც ბეკის შვილის წყალობით გადარჩა, ამ გულის ამაჩუყებელ თხოვნაზე უარი ვერ თქვა.
საქმრომ საიდუმლო ოპერაცია წარმატებით შეასრულა და იაკობი მეექვსე მეჯვარედ დაასახელა. ბოლო წუთამდე პატარძალს მის სახელს უმალავდა და პირდებოდა, რომ ეს ქორწილის დღეს დიდი სიურპრიზი იქნებოდა.
და აი, ჭეშმარიტების მომენტი დადგა. კელიმ ბეკის ბიჭი წარუდგინა და მან ემოციების შეკავება ვერ შეძლო. ბეკიმ სტეთოსკოპის დახმარებით გარდაცვლილი შვილის გულისცემის მოსმენა შეძლო.
„გაოგნებული ვიყავი, პატარა გოგონასავით მიხაროდა, ზემოთ-ქვემოთ დავხტოდი. ასეთი სიურპრიზი არავის გაუკეთებია. თავს პატარა გოგონად ვგრძნობდი, რომელიც საშობაო საჩუქარს ხსნის“- იხსენებს ბეკი.
ბეკიმ ეს გულისამაჩუყებელი სურათები ინტერნეტ სივრცეში გააზიარა, სადაც სურათები ვირუსული გახდა: სოციალურ ქსელზე ფეისბუქზე ათასობით მოწონება და გაზიარება დაიმსახურა.
როგორც ხედავთ, სასწაულები ხდება! ბეკიმ არ იცოდა, როგორ აღეწერა ის, რომ თუნდაც წამებით გარდაცვლილი შვილის გულისცემის მოსმენა შეძლო. ყოჩაღ მის მეუღლე, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე შეასრულა!
ეს თბილი ისტორია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.