2 ხალხური ხრიკი, როგორ დავუბრუნოთ ქარხნული სითეთრე წინდებს და მაისურებს

1

ამ სეზონზე თეთრი ფერი აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. ის უნივერსალურია და თითქმის ყველა ელფერს შეეფერება, ამიტომაც ასე ძალიან უყვართ სტილისტებს. სინამდვილეში, თეთრი ტანსაცმელი სავსებით არაპრაქტიკულია. მცირე ჭუჭყი ან არასწორი რეცხვა ამ ფერის ნივთს აფუჭებს. ძვირადღირებული ქიმწმენდა თავიდან რომ აიცილოთ, გამოიყენეთ ხალხური მათეთრებელი მეთოდები, რომლებიც დღეს მოგიმზადეთ.

მათეთრებელი მეთოდები სახლის პირობებში, რომელიც 100% მუშაობს

„პაპარაციმ“ მოგიმზადათ ორი ხალხური მათეთრებელი მეთოდი სახლის პირობებში. მათი დახმარებით ქსოვილს მოაშორებთ სიყვითლეს და რუხ ფერს, დაუბრუნებთ ქათქათა ფერს. უფრო მეტიც, ყველა კომპონენტი კანისთვის უსაფრთხოა და ალერგიას არ იწვევს. ხშირად იმავეს ვერ ვიტყვით სპეციალურ ქიმიურ მათეთრებლებზე.

მეთოდი ბორის მჟავით

1. პირველ რიგში, დაგჭირდებათ ბორის მჟავა ფხვნილის სახით. მას ნებისმიერ აფთიაქში იპოვით. 10 გრამიან პაკეტებში იყიდება.

2. შემდეგ 20 გრამი ბორის მჟავა 10 ლიტრ წყალში გახსენით. კარგად აურიეთ, რომ ფხვნილი სრულად გაიხსნას.

3. ამ ხსნარში ჩაალბეთ ნივთები, რომელთა გათეთრებაც გინდა. ტანსაცმელი 2 საათი ჩალბობილი დატოვეთ. ამის შემდეგ ნივთები ამოიღეთ და სარეცხ მანქანაში ქსოვილისთვის შესაფერის რეჟიმზე გარეცხეთ.

მათეთრებელი მეთოდი კალიუმის პერმანგანატით

1. ამ მათეთრებელი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 3 კომპონენტი: ცოტა კალიუმის პერმანგანატის კრისტალები, 10 ლიტრი წყალი და 200 გრამი სარეცხი ფხვნილი.

2. ვედროში ცხელი წყალი ჩაასხით, სარეცხი ფხვნილი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ.

3. ცალკე თასში წყალი ჩაასხით და კალიუმის პერმანგანატი დაუმატეთ. ხსნარი ოდნავ ვარდისფრად უნდა შეიღებოს. აქ მთავარია არ გადააჭარბოთ. მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ტანსაცმელზე ლაქები შეიძლება დარჩეს.

4. როდესაც ვარდისფერი კრისტალები სრულად გაიხსნება, ხსნარი სარეცხი ფხვნილის ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ.

5. ამ მეთოდის შემთხვევაში ხსნარში უკვე გარეცხილი ნივთები უნდა ჩადოთ. ვედროს სქელი პარკი დააფარეთ. როცა წყალი სრულად გაცივდება, ტანსაცმელი ამოიღეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ. მზადაა!

როგორც ხედავთ, ნივთებისთვის თეთრი ფერის დაბრუნება რთული არ არის. ვერავინ მიხვდება, რომ ახალი ნაყიდი არ არის. სცადეთ და დარწმუნდით, რომ ეს მათეთრებელი მეთოდები სახლის პირობებში ყოველთვის მუშაობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს