ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა თვალის და ტუჩის პაჩები, როგორც სახლის პირობებში სახის კანის მოვლის საშუალება. რამდენიმე წლის წინ მათ ბევრი ადამიანი არ იყენებდა. ახლა კი ქალების უმეტესობა და მამაკაცებიც იყენებენ პაჩებს სიმშრალის და საკვები ნივთიერებების ნაკლებობის წინააღმდეგ საბრძოლველად. პროცედურის პოპულარობის ზრდასთან ერთად გამოჩნდა ხრიკები, რომლებიც მის ეფექტს აძლიერებენ. კოსმეტოლოგი გვიყვება, როგორ გამოვიყენოთ პაჩები მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
როგორ გამოვიყენოთ პაჩები მაქსიმალურად ეფექტურად?
ელენა ნიკოლაევნა 6 წელია კოსმეტოლოგად მუშაობს. თავისი პრაქტიკის განმავლობაში შეძლო თვალის და ტუჩის პაჩების უპირატესობების და ნაკლოვანებების გამოვლენა. ასე შეადგინა რამდენიმე რეკომენდაცია პაჩების სწორად გამოყენების შესახებ. რაც მთავარია, პაჩები დაიტანება სახის ყველაზე მგრძნობიარე ზონებში. თუ წესებს არ დაიცავთ, საკუთარ თავს ზიანი შეიძლება მიაყენოთ. გაითვალისწინეთ კოსმეტოლოგის რჩევები.
როგორ მოქმედებს პაჩები?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პაჩები პრაქტიკულად მინი კომპრესებია. ისინი გაჟღენთილია სპეციალური დამატენიანებელი საშუალებებით, რომელთაც ესენცია ეწოდება. პაჩის ეს ელემენტი ებრძვის კანის პრობლემებს თვალების ქვეშ, მაგალითად, აქრობს მუქ წრეებს. ესენცია კანს ინტენსიურად ატენიანებს, არბილებს, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში მიმიკურ ნაოჭებს ასწორებს. უფრო მეტიც, იგი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს.
ასეთი მინი ნიღბები ყველაზე ხშირად ჰიდროგელისგან მზადდება. შესაბამისად, ასეთი მასალა ესენციის აორთქლებას ხელს უშლის. პირიქით, ორთქლს არ ატარებს, გამოყენების ზონაში სათბურის ეფექტს ქმნის და აქტიური ნივთიერებები კანში შეიწოვება. პაჩები უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ თვალის ქვეშ კრემის წასმა. იგივეა ტუჩის შემთხვევაშიც.
თვალების ქვეშ კანი და ტუჩის ზედაპირი ძალიან ნაზია, ამიტომ პაჩებში თითქმის არ ამატებენ არომატიზატორებს და სხვა აგრესიულ კომპონენტებს. ჩვეულებრივმა სახის ნიღბებმა კი შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ამ ზონებში.
რეკომენდაციები, როგორ გამოიყენოთ პაჩები
1. თუ არ იცით, რამდენად ხშირად გამოიყენოთ პაჩები, ჩვენ გეტყვით. კოსმეტოლოგის თქმით, პაჩები კვირაში მაქსიმუმ 1-2-ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგიერთი მწარმოებელი ამბობს, რომ მათი პროდუქტი ყოველდღიური გამოყენებისთვისაა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მარკეტინგული ხრიკია. პაჩების ხშირი გამოყენება გამოიწვევს სიმშრალეს, რადგან კანი მიეჩვევა და ესენცია აღარ იმოქმედებს.
2. პაჩები არ გამოიყენოთ ღამით, მით უფრო დაწოლის წინ! პირველ რიგში, დილით, როცა სახლიდან უნდა გახვიდეთ, მთელი ეფექტი გაქრება. მეორეც, საყვარელი კოსმეტიკური საშუალებებით დაძინება სახეზე გაღიზიანებას და შეშუპებას იწვევს. უმჯობესია პაჩები დილით დაიტანოთ. სანამ ისაუზმებთ და მოწესრიგდებით, პაჩები იმოქმედებს.
3. თვალის პაჩები უმჯობესია მაცივარში შეინახოთ. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ აქტიური ნივთიერებები არ აორთქლდა სითბოს გამო. დამატებით, ცივი პაჩები თვალების ქვეშ შეშუპებას შეამცირებს.
4. კოსმეტოლოგი შეგახსენებთ, რომ ასეთი საშუალება სუფთა კანზე უნდა დაიტანოთ. ეფექტის გასაძლიერებლად პროცედურის დაწყებამდე თვალების ქვეშ დამატენიანებელი ტონიკი წაისვით. ტუჩისთვის დამატენიანებელი ზეთი გამოიყენეთ. პაჩი სწრაფად შეწოვაში დაეხმარება.
5. პაჩის ტარების დრო – 15-20 წუთი. თუ პაჩი გაშრა, მოიშორეთ. გამომშრალ პაჩებს სასურველი ეფექტი აღარ აქვს, პირიქით, შესაძლოა კანიდან ტენიანობა შთანთქას. ეს პაჩების გამოყენების მთავარი წესია.
6. უმჯობესია, კჯერ ტუჩები კარგად დაისკრაბოთ და შემდეგ დაიტანოთ პაჩი. სკრაბი ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ შაქრისგან. თუ ეს შეუძლებელია, ტუჩის ზედაპირი სველი კბილის ჯაგრისით მსუბუქად გაიხეხეთ.
7. პაჩების გამოყენების შემდეგ ეფექტი აუცილებლად დააფიქსირეთ. ამისთვის ტუჩებზე საყვარელი ბალზამი წაისვით. თვალებისთვის დამატენიანებელი კრემი გამოდგება.
ახლა იცით, როგორ გამოიყენოთ პაჩები სწორად. კოსმეტოლოგის გამოცდილება ნამდვილად ყველას გამოადგება. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ წვრილ ნაკლოვანებებთან ბრძოლაში. თვალების ქვეშ კანი და ტუჩის ზედაპირი ისეთივე გახდება, როგორც სალონური მკურნალობის შემდეგ.