ახალი კამა სასარგებლო მიკროელემენტების და ვიტამინების საწყობია, რომელიც ყველას სჭირდება. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს მრავალი კერძის გემოს, არამედ ადამიანს თავს უკეთ აგრძნობინებს. კამა სასარგებლოდ ითვლება უძილობის, ჰიპერტონიის, თირკმლების, შარდის ბუშტის და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს. სამწუხაროდ, ამ ნატურალურ პროდუქტზე წვდომა სეზონურია. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ შეინახოთ კამა, რომ მთელი ზამთარი ქორფა დარჩეს.
როგორ შევინახოთ კამა, რომ ქორფა იყოს
რა თქმა უნდა, ზამთარში კამა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში ან აირჩიოთ ხმელი სუნელი, მაგრამ სახლისას ვერ შეედრება. გაყინვა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის, რადგან არსებობს რისკი, რომ კამა საყინულეში სხვა პროდუქტების სუნით გაიჟღინთოს. საკუთარ ბოსტანში მოყვანილი პროდუქტები ყოველთვის უკეთესია. ყველაზე ხშირად სწორედ ახალ კამას იყენებენ, რომ გამოკვეთონ ხორცის კერძის, ჩაშუშული ბოსტნეულის, სხვადასხვა წვნიანის და სხვა კერძის გემო.
გიზიარებთ მარტივ, მაგრამ გამოცდილ მეთოდს, როგორ შეინახოთ კამა. აი, რა უნდა გააკეთოთ:
1. პირველ რიგში, ქილები მოამზადეთ. კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ, რომ მასში წვეთი სითხე არ დარჩეს.
2. მწვანილი გარეცხეთ გამდინარე წყალში და გაამშრალეთ. კამა სველი არ უნდა იყოს. შემდეგ სქელი ღეროები მოაჭერით. სურვილის შემთხვევაში, მწვანილი დააქუცმაცეთ.
3. ფოთლები, რომელთაც ჩვეულებრივ ვიყენებთ კერძებში, ქილებში ჩააწყვეთ. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.
4. ამ ფორმით კამა 2-3 თვე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში. არ დაგავიწყდეთ ქილას თავსახური დაახუროთ ყოველ ჯერზე, როცა ქილიდან ამოიღებთ კამას კერძის მოსამზადებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს, რაც მის გვერდით ინახება, სპეციფიკური სუნი ექნება.
ახლა იცით, როგორ შეინახოთ კამა მისი სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე. წელიწადის ნებისმიერ დროს კერძი ამ მწვანილით გადმოსცემს მსუბუქ სიქორფეს, რომელიც ზაფხულს მოგაგონებთ. მოამზადეთ კამა ამ მეთოდით და სამუდამოდ დაივიწყებთ მის გაყინვას.