სუპ-ხარჩო საქონლის ხორცით – მომზადების წესი

3

ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი “გამორჩეული ვარსკვლავი” სუპ ხარჩო, რომლის 4-6 პორციის მოსამზადებლად თქვენ დაახლოებით 90 წუთი დაგჭირდებათ. მისი მომზადება საშუალო სირთულისაა და შეიცავს 289 კილოკალორიას.

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის პომიდორი – 4 ცალი
  • 2/3 ჭიქა ბრინჯი
  • თითო შეკვრა ქინძი და პეტრუშკა
  • 2 მოზრდილი ხახვი
  • 1 კილოგრამი ძროხის გულმკერდი ან კანჭი
  • მარილი
  • 100 გრამი ტყლაპი ან ტომატი
  • ნიორი 0,5 თავი
  • თითო ჩაის კოვზი დაფქული ქინძი და ხარჩო-სუნელი

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ხორცი, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ, წყალი ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე – ქაფი კი მოაშორეთ ხოლმე.
  2. ამოიღეთ ხორცი და მოაცალეთ ძვლები, დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად და ჩააბრუნეთ ბულიონში.
  3. ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პომიდორი. შემდეგ დაუმატეთ ტყლაპი ან ტომატ პასტა, ქინძი და სუნელი.
    მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს