
მიირთვით ყოველ დილით ბანანი და დაიკელით კვირაში 7 კილოგრამამდე – მიმზიდველად ჟღერს, არა? ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ეს დიეტა რეალურად არსებობს და მართლაც მოქმედებს!
კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა, ჩვევებისა და კვების განრიგის რადიკალური ცვლილება. სწორედ ამ თვისებების გამო მოიპოვა უდიდესი პოპულარობა ამ მარტივმა იაპონურმა დიეტამ.
ეს დიეტა შეიმუშავა იაპონელმა ჰიროში ვატანაბემ, რომელმაც მას საკუთარი წიგნიც კი მიუძღვნა, სახელწოდებით “დილის ბანანის დიეტა”.
ჰიროშის თქმით, ყოველ დილით უნდა მივიღოთ მხოლოდ ბანანი და ოთახის ტემპერატურის წყალი. დღის სხვა მონაკვეთში საკუთარი კვების რაციონი შეგიძლიათ უცვლელად დატოვოთ.
ამ მომენტამდე ვატანაბე თავად ცდილობდა უამრავი დიეტის დაცვასა და წონის დაკლებას, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მან გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი, უნიკალური კვების რაციონი სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით.
იაპონელმა მამაკაცმა და მისმა მეუღლემ ერთობლივად შექმნეს დიეტა, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დიეტოლოგების უმრავლესობა საკუთარ პაციენტებს ფიზიკურ ვარჯიშებს ურჩევს, თუმცა როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი თავისუფალი დრო არ გვაქვს?
სწორედ ამ რთული ამოცანის წინაშე იდგა ვატანაბე მეუღლესთან ერთად და სწორედ ამიტომ შეიმუშავა ბანანისა და ჭიქა წყლის უნიკალური კომბინაცია.
ბანანი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. მასში შემავალი სახამებელი სრულიად განსხვავდება კარტოფილში არსებული სახამებლისგან. რეზისტენტული სახამებელი წვრილ ნაწლავში არ იშლება, ის გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც იწყება მისი ფერმენტაციის პროცესი. მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები მას გარდაქმნიან ცხიმოვანი მჟავების მოკლე ჯაჭვებად. ისინი კვებავენ უჯრედებს და ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებას.
რამდენი ბანანის მიღებაა ნებადართული საუზმეზე?
ამასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს. მიირთვით იმდენი ბანანი, რამდენიც დანაყრებისთვის გჭირდებათ. იაპონელები იცავენ შემდეგ წესს: 80/20 – ეს კუჭის შევსების პროცენტული მაჩვენებელია. ისინი ჭამენ მანამ, სანამ არ დანაყრდებიან, რადგან გადაჭარბებული რაოდენობით მიღებულ საკვებს უარყოფითი გავლენა აქვს ორგანიზმზე.
ამასთანავე, ექიმების მტკიცებით, ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ კუჭმა შეუფერხებლად იმუშაოს, მისი მხოლოდ 20%-ით შევსებაა.
აუცილებლად დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ყოველ დილით, რადგან ისიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, მიირთვით ბანანი წყლის დალევიდან ერთი საათის შემდეგ.
როგორ მივხვდეთ, დავნაყრდით თუ არა?
დაიწყეთ ერთი ბანანით და დაიცადეთ 20 წუთი. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ შიმშილის გრძნობა გაქვთ, მიირთვით კიდევ ერთი ბანანი.
წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ:
- არ მიირთვათ რძის პროდუქტები და არ დალიოთ ალკოჰოლი
- სასურველია არაფერი ჭამოთ საღამოს 8 საათის შემდეგ
- დაიძინეთ რაც შეიძლება ადრე. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გვიან დაძინება პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან
- არ წაიხემსოთ სადილსა და ვახშამს შორის! გამონაკლისის სახით შეგიძლიათ
- მიირთვათ მცირე რაოდენობით ხილი
რატომ არის ბანანის დიეტა ასეთი განსაკუთრებული?
- ის ძალიან ჯანსაღი დიეტაა
- ბანანი მდიდარია ბოჭკოებით და გვმატებს ენერგიას
- ბანანი შედარებით იაფია, ამიტომ სხვა დიეტებისგან განსხვავებით ნაკლები დანახარჯი გექნებათ
- რეგულარული საუზმე აჩქარებს მეტაბოლიზმს
- თუ დილაობით ყავას არ დავლევთ, ორგანიზმს გაუადვილდება მადისა და სისხლში გლუკოზის რეგულირება
- ოთახის ტემპერატურის წყალიც აჩქარებს მეტაბოლიზმს
- შემცირდება ალკოჰოლზე მოთხოვნილება
- შეძლებთ მადის გაკონტროლებას
- ბანანის დიეტა შესანიშნავია ცელულიტის საწინააღმდეგოდაც
დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, ერთად განვიხილოთ ამ დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს. დატკბით ცხოვრებით!
რჩევა რედაქციისგან: ბანანის დიეტა, რომელიც იაპონელმა ჰიროში ვატანაბემ შექმნა, მართლაც პოპულარული მეთოდია, თუმცა მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამატებით კვლევებს მოითხოვს. აღნიშნული დიეტა მეტაბოლიზმის სტიმულაციას და წონის შემცირებას ემყარება, რაც ნაწილობრივ ბანანში შემავალი რეზისტენტული სახამებლის უნიკალური თვისებებით აიხსნება. ამ ტიპის სახამებელი ორგანიზმში ნელა მონელდება, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას და, გარკვეული კვლევების მიხედვით (Birt et al., 2013), შესაძლოა დადებითად იმოქმედოს საჭმლის მონელებასა და ენერგიის ხარჯზე.
მიუხედავად ამისა, ამ დიეტის ეფექტურობა წონის დაკლების გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად არის შესწავლილი. კვების ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით ცილებისა და ცხიმების არასაკმარისი რაოდენობით მიღება, შესაძლოა, ორგანიზმისთვის არასასურველი შედეგების მომტანი იყოს. შესაბამისად, სანამ ვინმე ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, უმჯობესია, სპეციალისტის რჩევა მიიღოს, რათა დარწმუნდეს, რომ დიეტა მის ჯანმრთელობას არ ავნებს.