პირის ღრუს სავლები: რეცეპტი ჯანმრთელი ღრძილებისა და ჯანსაღი სუნთქვისთვის.

8

ჯანსაღი სუნთქვა, ჯანმრთელი კბილები და ღრძილები – თავდაჯერებულობისა და წარმატებული ურთიერთობების საწინდარი. პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა არ გულისხმობს მხოლოდ კბილის პასტისა და ძაფის გამოყენებას…

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან?

არსებობს უამრავი სპეციალური საშუალება, თუმცა მათი ფასიდან გამომდინარე, ეს სავლებები ყველა ადამიანისთვის ხემისაწვდომი არ არის. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით სახლის პირობებში პირის ღრუს საუკეთესო სავლების დამზადებას, რომელიც ჯანსაღი სუნთქვის, ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების საწინდარია. ამისთვის თქვენ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ!

სასარგებლო თვისებები, რომლებიც ამ სავლებისთვისაა დამახასიათებელი: ღრძილების გამაგრება, კბილების გათეთრება, პირის ღრუს დეზინფექცია და სუნთქვის გაჯანსაღება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ლიმონი;
  • 200 მლ თბილი წყალი;
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი;
  • 1,5 ჩ/კ თაფლი;
  • 0,5 ჩ/კ სოდა;
  • ბოთლი ან სხვა ჭურჭელი, რომელსაც ჰერმეტულად ეფარება თავსახური;

მომზადების წესი:

  • გამოწურეთ ლიმონი და წვენი ჩაასხით ბოთლში, დაუმატეთ დარიჩინი.
  • გულდასმით აურიეთ ერთმანეთში სოდა და თაფლი. მიღებული ნარევი გადაიტანეთ ბოთლში, რომელშიც ლიმონის წვენი გაქვთ მოთავსებული.
  • ჩაასხით თბილი წყალი, ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.

გამოყენებისა და შენახვის წესი:

  1. ამ სავლების ყოველი გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ კარგად, რათა დალექილი მასები ერთმანეთს შეერიოს. გამოიყენეთ იგი კბილების გახეხვის შემდეგ.
  2. სავლები შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 3 კვირით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს და დაგვიტოვეთ მოსაზრებები კომენტარებში.

რედაქციის რჩევა: პირის ღრუს სისუფთავე არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. უსიამოვნო სუნი (ჰალიტოზი) ხშირად ბაქტერიების გამრავლების, არასათანადო ჰიგიენის ან საჭმლის მონელების დარღვევის შედეგია (Mayo Clinic, 2020). კომერციული სავლები ეფექტურია, თუმცა მათი შემცველობა ხშირად შეიცავს ალკოჰოლსა და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც შესაძლოა პირის ღრუს ბუნებრივ მიკროფლორასაც დააზიანოს.

აღნიშნული რეცეპტი, რომელიც შეიცავს დარიჩინს, თაფლს, სოდას და ლიმონს, ბუნებრივ ანტიბაქტერიულ ეფექტს ახდენს. კვლევები აჩვენებს, რომ დარიჩინი ეფექტიანად ებრძვის მავნე ბაქტერიებს, ხოლო სოდა ნაზად ასუფთავებს კბილებსა და ღრძილებს (Pradeep et al., 2012). თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები ასევე მნიშვნელოვანია ღრძილების გაძლიერებისთვის (Molan, 2001).

სავლების გამოყენება, განსაკუთრებით კბილის გახეხვის შემდეგ, შეიძლება იყოს ეფექტური დამატებითი ნაბიჯი პირის ღრუს ჰიგიენაში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციონ ინდივიდუალურ მგრძნობელობას მჟავე ინგრედიენტების მიმართ, რადგან ლიმონის მაღალი მჟავიანობა ხანგრძლივ გამოყენებისას შესაძლოა კბილის ემალს ავნოს. რეკომენდებულია პერიოდული გამოყენება და პროფესიონალ სტომატოლოგთან კონსულტაცია.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს