
სამწუხაროდ ზოგჯერ გვეჩვენება, რომ წონაში კლება შეუძლებელია. ახლა კი თქვენ დანამდვილებით აღარ მოგიწევთ ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა, ზედმეტი წონის მოსაშორებლად. ერთადერთი რაც თქვენ დაგჭირდება პაპარაცის მიერ შემოთავაზებული ამ რეცეპტის ცოდნაა. ამ ნაყენს გასაოცარი ეფექტი გააჩნია და ის წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
ეს ჯადოსნური ნაყენი მოქმედებს შემდეგნაერად:
ის გვეხმარება ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში და ამავდროულად გვაშორებს მუცლის შებერილობასაც. მისი მოსამზადებლად თქვენ მაქსიმუმ 5 წუთი დაგჭირდებათ.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ლიმონი
- 60 გ ოხრახუში (პეტრუშკა)
- 60 მლ წყალი
მომზადების წესი:
გამოწურეთ ლიმნის წვენი და წვრილად დაჭერით ოხრახუში. შეურიეთ ეს ინგრედიენტები და მიღებულ ნაზავს ჭიქაში დაუმატეთ წყალი.
მიღების წესი:
ამ ჯადოსნური ნაყენის ეფექტურობის მთავარი პირობაა, რომ ის უზმოზე დალიოთ. სვით ის 6 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ 10 დღიანი შესვენება.
რატომ მოქმედებს ის?
მოქმედებს რადგა, ლიმონსა და ოხრახუშს გააჩნია საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები, მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად.
რედაქციისგან: ოხრახუშისა და ლიმონის კომბინაცია ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა მისი „ჯადოსნური“ ეფექტი წონის კლებაზე გადაჭარბებული მტკიცებულებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინ C-ით, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, ხოლო ოხრახუში შეიცავს დიურეზულ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას უწყობს ხელს. 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევა (Gamboa-Gómez et al., 2015) აჩვენებს, რომ ციტრუსებში შემავალი პოლიფენოლები მეტაბოლიზმის გაუმჯობესებასა და ანთებითი პროცესების შემცირებაში შეიძლება დაგვეხმაროს, თუმცა მათი უშუალო კავშირი ცხიმის წვასა და გახდომასთან დამატებით კვლევებს საჭიროებს.
ოხრახუშს კი გააჩნია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი (Bahadoran et al., 2013), რაც ხელს უწყობს სითხის დროებით დაკარგვას, მაგრამ ეს ცხიმის წვას არ ნიშნავს. ამიტომ, მსგავსი ნაყენები შეიძლება დამატებით სტიმულს აძლევდეს ორგანიზმს, თუმცა მათი ერთჯერადი ან მოკლევადიანი მიღება გახდომის ერთადერთ და ეფექტიან გზად ვერ ჩაითვლება. უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა.