
ჩვენს დროში საკმაოდ მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდენ ძველ დროში ახალგაზრდული ინერის შენარჩუნებას, რა ინგრედიენტებს იყენებდენ ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. ეს რეცეპტი გამონაკლისია, ამასთანავე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის კოსმეტოლოგიაში შეუცვლელია.
ეს ნატურალური კრემი დაგეხმარებათ კანისთვის ახალგაზრდული იერის დაბრუნებაში, გააუმჯობესებს სახის ფერს და ფორმას.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 8 ჩ/კ დაფქული ფუტრკის ცვილი
- 1 ჩ/კ თაფლი
- ½ ჩიქა ვარდის წყალი
- 200მლ ნუშის ზეთი
ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ცვილი, თაფლი და ნუშის ზეთი. ძალიან მნიშვნელოვნია, რომ ცეცხლი მინიმალური იყოს რადგან ეს პროცესი ძალიან ნელა უნდა მიმდინარეობდეს.როგორც კი სითხე ერთგვაროვან კონსისტენციად გადაიქცევა მოხსენით ცეცხლიდან ვუცდით სანამ გაგრილდება. ძალიან მნიშვნელოვანია დავიჭიროთ მომენტი ცვილის გაცივებამდე. გაცივებულ, მაგრამ ჯერ კიდევ ცხელ ნაზავში ვამატებთ წვეთებად ვარდის წყალს, ამასთანავე მუდმივად უნდა ურიოთ.
გადაიტანეთ მზა კრემი სუთა ჭურჭელში, ხოლო მაშინ როდესაც ის სრულად გაცივდება ჰერმეტულად დახურეთ თავსახური. მისი შენახვა მიზანშეწონილია მაცივარში.
რედაქციისგან:ეს ნატურალური კრემი მართლაც შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც კანის მოვლისთვის სასარგებლოა, თუმცა მისი გაახალგაზრდავებელი ეფექტი მეცნიერულად არ არის დადასტურებული.
ნუშის ზეთი შეიცავს E ვიტამინს, ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ელასტიკურობის გაუმჯობესებას (Zaid et al., 2019).
ფუტკრის ცვილი ქმნის დამცავ შრეს, რაც კანს გამოშრობისგან იცავს, მაგრამ ის ღრმად არ აღწევს კანის სტრუქტურაში.
ვარდის წყალი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და ხელს უწყობს კანის ტონუსის გაუმჯობესებას (Wojdyło et al., 2021).
თაფლი კი ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს კანს დაზიანებისგან და აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას (Mandal et al., 2011).
ეს კრემი შესანიშნავი დამატენიანებელი და დამამშვიდებელია, თუმცა კანის გაახალგაზრდავება მხოლოდ მისი გამოყენებით შეუძლებელია. ნაოჭების შემცირებისთვის აუცილებელია კომპლექსური მოვლა, მათ შორის მზისგან დაცვა, კოლაგენის სინთეზის სტიმულირება და დაბალანსებული კვება.