რა უნდა გააკეთოთ თუკი იხრჩობით ხოლო გვერდით არავინ არის, რომ გიშველოთ?

23

ყველა ჩვენთაგანს დაახლოეიბით წარმოუდგენია, რა უნდა გავაკეთოთ იმ მომენტში როდესაც ადამიანი იხრჩობა და დახმარება ესაჭიროება. ელემენტარული უნარები და ის რაც ჩვენ ტელევიზიით გვაქვს ნანახი რეფლექსის დონეზე ამოშავდება და ჩვენ დავეხმარებით ასეთ ადამიანს.

მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ თავად ვიხრჩობით ხოლო გვერდით არავინ გვყავს რომ მოგვეშველოს? გინახიათ ისეთი ფილმი ან დოკუმენტური ვიდეო, სადაც ადამიანი საკუთარ თავს შველის ასეთი გაჭირვების დროს? მე არ მინახია! არადა ასეთი შემთხვევის წარმოშობის ალბათობა იგივეა როგორიც ხალხმრავალ ადგილას.

სწორედ ამ საკითხზე დაფიქრდა ჯეფ რემანი, რომელიც მეხანძრე და პარაექიმია 22 წლის სტაჟით. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში ჯეფი გაჩვენებთ, რისი გაკეთებაა საჭირო მაშინ როდესაც ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მთავარია დაიმახსოვროთ შემდეგი:

  • არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდეთ პანიკაში, შეინარცუნეთ მაქსიმალურური სიმშვიდე.
  • დადექით მუხლებზე და დაეყრდენით ხელებით იატაკს
  • ამის შემდეგ ასწიეთ ხელები და ასე ვთქვათ დაეცით იატაკზე მკერდით. მკერდით ასეთი დაცემა იატაკზე თქვენი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ჰაერს გამოდევნის და მასთან ერთად გაჩედილ საჭმელსაც.

რედაქციისგან:საკვებით დახრჩობის დროს თვითდახმარების ტექნიკების ცოდნა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მარტო იმყოფება. ჯეფ რემანის მიერ შემოთავაზებული მეთოდი დაფუძნებულია მკერდზე დაწოლის პრინციპზე, რომელიც მსგავსია ჰაიმლიხის მანევრის – მეთოდისა, რომელიც გამოიყენება დახრჩობის დროს სხვის დასახმარებლად. ეს ტექნიკა მიმართულია დიაფრაგმის ძლიერი შეკუმშვისკენ, რაც ზრდის გულმკერდის წნევას და შეიძლება დაეხმაროს გაჩხერილი ობიექტის ამოღებას.

კვლევები აჩვენებს, რომ სწრაფი და ძლიერი მექანიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დიაფრაგმაზე, ეფექტურად უწყობს ხელს დახრჩობის დროს გზავნილი ბარიერის მოხსნას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სიტუაციებში პირველ რიგში პანიკის თავიდან აცილება და კონცენტრირება მოახდინოთ სწორი ტექნიკის გამოყენებაზე.

დამატებით, თუ ადგილზე ავეჯია, შესაძლებელია მუცლით ან მკერდით მაგიდის კიდეზე ან სკამის საზურგეზე დაყრდნობა და ამ გზით თვითჰაიმლიხის მანევრის იმიტაცია. ამ ტექნიკის ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება რეალური გადარჩენის შესაძლებლობას ზრდის, ამიტომ სასურველია, ადამიანები გაეცნონ ამ მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს