
ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალება, რომელიც სულ რაღაც 4 კომპონენტისგან შედგება!
აუცილებელია ორგანიზმის გაწმენდა 6 თვეში ერთხელ, რადგან ამ დროის განმავლობაში დაგროვებულმა ტოქსინებმა შესაძლოა სერიოზულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს. ხშირი გაციება, ინფექციები, დაღლილობა, ძილიანობა, უყურადღებობა – უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი გადატვირთულია ტოქსინებითა და მავნე ნივთიერებებით.
ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც თქვენს ორგანიზმს მთლიანად გაწმენდს ტოქსინებისგან.
თქვენ მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
- კეფირი;
- თაფლი;
- ჯანჯაფილი;
- წიწიბურას ფქვილი;
კეფირი ითვლება ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირად, ხოლო წიწიბურას ფქვილი ფლობს უნიკალურ სამკურნალო თვისებებს. რაც შეეხება ჯანჯაფილს, ის ბუნების ნამდვილი სასწაულია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საუბარი დეტოქსიკაციაზე მიდის! ეს პროდუქტი ასევე არეგულირებს მსხვილი ნაწლავის მუშაობას და ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს.
საშუალება, რომელსაც დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, აჯანსაღებს ორგანიზმს, აღადგენს სისხლძარღვებს, ხსნის დაღლილობას, სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას ხელებში და ფეხებიში, წმენდს საშარდე არხებს.
წიწიბურას ფქვილი ამცირებს სისხლის წნევას, ათეროსკლეროზის სიმპტომებს და ხსნის შეკრულობას (ყაბზობა). ეს უნიკალური პროდუქტი კეფირთან და ჯანჯაფილთან კომბინაციაში ამცირებს შქრის შემცველობას სისხლში, წმენდს მსხვილ ნაწლავს და სისხლძარღვებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვალს ნორმალურად ფუნქციონირებაში.
ამ სასწაულმოქმედი ნარევის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ინგრედიენტები შემდეგი რაოდენობით:
- 1 ს.კ წიწიბურას ფქვილი;
- 1/4 ჩ.კ ჯანჯაფილის ფხვნილი;
- 200 მლ კეფირი;
- 1 ჩ.კ ნატურალური თაფლი;
მომზადება:
- მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული მასა მოათავსეთ მაცივარში ერთი ღამით.
- დილით კვლავ აურიეთ თქვენ მიერ მომზადებული ნარევი.
- მიღებული უებარი საშუალება მიირთვით ყოველდღიურად საუზმის ნაცვლად.
- მისი მიღების შემდეგ არ მიირთვათ სხვა პროდუქტები მომავალი 3 საათის განმავლობაში.
- განაგრძეთ ამ პრეპარატის მიღება 14 დღის განმავლობაში.
- [თუ თქვენ შაქრიანი დიაბეტი გაწუხებთ, შეგიძლიათ ამოიღოთ თაფლი ამ რეცეპტიდან.
რედაქციისგან: როდესაც საქმე ეხება ორგანიზმის გაწმენდას, ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა მეთოდები საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ბუნებრივ კომპონენტებს იყენებენ. ამ რეცეპტში მოცემული ოთხი ინგრედიენტი (კეფირი, თაფლი, ჯანჯაფილი და წიწიბურას ფქვილი) შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს ტოქსინებისგან გამოთავისუფლებაში და სტიმულირება მოახდინოს სხვადასხვა პროცესებში, როგორიცაა ნივთიერებათა ცვლა და სისხლის მიმოქცევა (Li et al., 2015).
კვლევები აჩვენებს, რომ ჯანჯაფილი სასარგებლოა დეტოქსიკაციის პროცესში, რადგან ის ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს. ასევე, წიწიბურას ფქვილი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას. მსგავსი მეთოდები ცხადყოფს, რომ ორგანიზმის ბუნებრივი გაწმენდა შესაძლოა ხელსაყრელი იყოს ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
როგორ ფიქრობთ, ამ მეთოდების ეფექტურობას რამდენად გამოსცადეთ პირადად? გაგიზიარეთ თქვენი გამოცდილება და აზრები კომენტარებში!