როგორ გააკეთოთ ვაშლის ძმარი სახლის პირობებში: უძველესი რეცეპტი და მისი სასარგებლო ეფექტი ჯანმრთელობაზე

12

თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია ჩვენს პლანეტაზე. ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ ამ უნიკალურ პროდუქტს სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად. ვაშლის ძმრის შეძენას თავისუფლად შეძლებთ ადგილობრივ ჯანსაღი კვების მაღაზიებში, თუმცა ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. არ ინერვიულოთ! პაპარაცის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ დაამზადოთ ეს უნიკალური პროდუქტი სახლის პირობებში.

ვაშლის ძმრის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე:

  • ეს პროდუქტი გამდიდრებულია საკვები ნივთიერებებით.
  • ვაშლის ძმარი გვირეგულირებს სისხლში შქრის შემცველობას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
  • იცავს ჩვენს ორგანოებს ჭარბი ქოლესტერინის მავნე ზეგავლენისგან.
  • ვაშლის ძმარი სოკოს საწინააღმდეგო ერთი-ერთი უძლიერესი საშუალებაა.
  • ეს უნიკალური პროდუქტი გვეხმარება წონის დაკლებაში.

ვაშლის ძმრის დამზადება სახლის პირობებში:

ვაშლს რეცხავენ, ხეხავენ კანიან–გულიანად. მთლიან მასას ათავსებენ ფართოყელიან მინის ან ფაიფურის ჭურჭელში. უმატებენ თბილ ანადუღარ წყალს [400 გრ. გახეხილ ვაშლზე 0,5 ლ] ყოველ ლიტრ წყალზე ამატებენ 100 გრ. თაფლს ან შაქარს. 10 გრ. პურის საფუარს და 20 გრ. შავ პურს [დუღილის დასაჩქარებლად]. ჭურჭელს თავღიად ათავსებენ 20–30 გრ. ტემპერატურაზე სიბნელეში. მზის სხივი აყოვნებს დუღილს. 10დღის განმავლობაში დღეში 2–3–ჯერ საჭიროებს მორევას ხის კოვზით. ამის შემდეგ მასას გადაწურავენ, მიღებულ სითხესაც გაწურავენ დოლბანდში და ჩაასხამენ ჭურჭელში. ამატებენ თაფლს ან შაქარს. 1 ლიტრზე – 50–100 გრამს. დუღილის პროცესის დასრულების მაჩვენებელია სითხის დაწმენდა. ძმრის მოსამზადებლად საჭიროა 40–60 დღე. მიღებული მასა იფილტრება და ინახება ჰერმენტულად თავდახურულ ბნელ ადგილას.

რედაქციისგან: ვაშლის ძმარი საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა სასარგებლო პროდუქტად, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციების რეგულირებას უწყობს ხელს, არამედ ეფექტურად ეხმარება დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში. კვლევები ადასტურებს, რომ ვაშლის ძმარი ეფექტურად ხელს უშლის ქოლესტერინის მაღალ დონეს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ეხმარება წონის დაკლებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე მეტაბოლურ დარღვევებს განიცდიან (Lee et al., 2019).

ვაშლის ძმრის დამზადება სახლში პრაქტიკული და ეკონომიური გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას იძლევა კონტროლირებად პირობებში მოვამზადოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მარტივია სახლში ამ ტიპის პროდუქტის დამზადება? გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება!