ნატურალური მეთოდი ქოლესტერინისა და შაქრის დონის კონტროლისთვის

27

ბუნებრივი პროდუქტებით ჯანმრთელობის გაძლიერება სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო სასმელი გოგრისგან მზადდება და ხელს უწყობს ორგანიზმში შაქრის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის გაკონტროლებას. მისი რეგულარული მიღება შეიძლება გახდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და დადებითად აისახოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე.

დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიმხელთ სასმელის საიდუმლოს, რომელიც დაგეხმარებათ სისხლში შქარის დონის, ქოლესტერინის, ლიპიდების და ტრიგლიცერიდების დონის გაკონტრლებაში, ეს სასმელი ნამდვილად ძალიან სასარგებლობა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

მის დასამზადებლად პირველ რიგში თქვენ ამ სასმელის მთავარი ინგრედიენტის- გოგრას შეძენა დაგჭირდებათ. თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 100-120გრამი გოგრა, რომელსაც წინასწარ უნდა მოაშოროთ ქერქი. დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად და შემდეგ დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ მცირეოდენი წყალი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მოცემული სასმელი უნდა სვათ ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში. მთავარი პირობაა: ეს სასმელი უნდა სვათ დილაობით საუზმემდე 20 წუთით ადრე.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამკურნალო სასმელის გამოყენებამდე უმჯობესია გაიკეთოთ ანალიზები და შეიტყოთ სისხლში ქოლესტერინის დონე, შემდეგ კი კურის ჩამთავრების შემდეგ ხელახლა ჩააბაროთ სისხლი და შეადაროთ შედეგები. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ამ მეთოდს არანერი გვერდითი მოვნელა არ გააჩნია, რადგან მისი კომპონენტები სრულიად ნატურალურები არიან.

რჩევა რედაქციისგან:გოგრა გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოთი, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებასა და მეტაბოლიზმის რეგულირებას. კვლევების თანახმად, გოგრა ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულის დაავადებების პრევენციაზე (Wang et al., 2016). ასევე, მისი შემადგენელი ბიოაქტიური ნაერთები ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას და ორგანიზმში ტოქსინების გამოდევნას (Kim et al., 2018).

გარდა ამისა, გოგრის სასმელი შესაძლოა სასარგებლო იყოს სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ გოგრის ექსტრაქტი აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს გლუკოზის დონეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის პრევენციისთვის (Zhu et al., 2019). თუმცა, სასურველია, რომ გოგრის რეგულარული მიღება მოხდეს ბალანსირებული კვების ნაწილად და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური უკუჩვენებები.

თუ უკვე მიგიღიათ ეს სასმელი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება! როგორ იმოქმედა თქვენზე გოგრის სასარგებლო თვისებებმა?