დაფნის ფოთლის საიდუმლო ძალა: როგორ გამოიყენოთ ზეთი კანის, თმისა და იმუნიტეტისთვის

6

დაფნის ფოთოლი ყველასთვის კარგად ნაცნობი სუნელია, თუმცა მისი შესაძლებლობები ბევრად აღემატება მხოლოდ გემოს გაძლიერებას. დაფნის ფოთლის ზეთი — ეს არის ნამდვილი ბუნებრივი ელექსირი, რომელიც კანის მოვლიდან დაწყებული, იმუნიტეტის გაძლიერებით დასრულებული, მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სტატიაში გაეცნობით მის სასარგებლო თვისებებს, მომზადების წესს და სწორი დოზირებით გამოყენების ფორმებს.

დაფნის ზეთი გამოიყენება როგორც კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალება: სახის კანის პრობლემებზე, თმის ცვენაზე, მუხლებისა და სახსრების ტკივილზე, როგორც მასაჟის ზეთი ან ინჰალაციის ფორმით. მისგან მზადდება არომათერაპიული აბაზანები, სავლები და სახის ლოსიონებიც.

თქვენ შეგიძლაით დაფნის ფოთოლის დახმარებით დაამზადოთ ლოსიონი, რომელიც სახის კანის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეს ლოსიონი ძალიან სასარგებლოა აკნეს და ფერიმჭამელების მკურნალობაში. სანამ დაფნის ზეთს გამოიყენებდეთ შეამოწმეთ ხომ არ გაქვთ ალერგია მასზე.

დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები

  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას
  • ამაღლებს და ასტიულირებს ოფლის გამოყოფის პროცეს
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • აუმჯობესებს გონებრივ საქმიანობას
  • გვეხმარება ვენების ვარიკოზული გაგანიერებების მკურნალობაში
  • ხსნის სახსრების ტკივილს

ინგრედიენტები:

  • 30 გ დაფნის ფოთოლი
  • 250 მლ ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის ზეთი)

მომზადების წესი:

  1. აიღეთ მცირე ზომის ჭურჭელი. დააქუცმაცეთ დაფნის ფოთოლი და დაასხით ზეთი.
  2. ქილა ფოთლებითა და ზეთით მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას. დააყენეთ 14 დღე, დროთა განმავლობაში შეანჯღრიეთ ნაზავი.
  3. ორი კვირის შემდეგ გაფილტრეთ მარლის გამოყენებით და გადაასხით სითხე სხვა ქილაში. შეინახეთ არომატული სითხე ცივ ადგილას.

დაფნის ზეთის დოზირება და გამოყენების წესი:

  • ნაგებობის არომატიზირება: 4-5 წვეთი
  • აბაზანა: 3-4 წვეთი ერთ კოვზ მარილზე
  • სავლები: 1 წვეთი გახსენით 200მლ თბილ წყალში
  • ინჰალაცია: 1-3 წვეთი გახსენით 500მლ წყალში
  • კოსმეტიკური საშუალებების დანამატი (კრემი, ლოსიომი, მალამო -ნატურალურ საფუძვეზე): 2 წვეთი 1 ჩ.კ-ზე
  •  მასაჟი: 4-6 წვეთი 20მლ საბაზო ზეთში.

დაიცავით დოზირების წესი ზეთის გამოყენებისას! დაფნის ზეთის გამოყენებისას დოზირების გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, სიწითლე და ქავილი
ზოგიერთი მონდომებული ადამიანი დაფნის ზეთის გამოყენებას თავიანთი სანუკვარი ოცნების განხორციელებაში ჰპოვებენ. ისინი თავის ოცნებებს დაფნის ფოთოლზე წერენ, შემდეგ კი წვავენ მას… ჩვენ რათქმუნდა ამას სკეპტიკურად ვუყურებთ, მაგრამ რაიცი რა ხდება!

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რამდენი ხნით არის შესაძლებელი დაფნის ზეთის შენახვა?
    დაფნის ზეთი მაცივარში ან გრილ ადგილას 3-4 თვემდე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
  2. შეიძლება თუ არა ზეთის პირდაპირ კანზე წასმა?
    შეგიძლიათ, თუმცა რეკომენდებულია მისი შერევა საბაზო ზეთთან, რათა არ გამოიწვიოს გაღიზიანება.
  3. ეფექტურია თუ არა ზეთი თმის ცვენისას?
    დიახ. ზეთი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თმის ფოლიკულებში, რაც ხელს უწყობს ზრდას და ცვენის შემცირებას.

რედაქციისგან:დაფნის ზეთი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც წარსულშიც ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. დღესაც, თანამედროვე ალტერნატიული მედიცინა აღიარებს მის უნიკალურ თვისებებს. 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში [Mojarad et al.] დადასტურდა, რომ დაფნის ეთერზეთს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც მის პროფილაქტიკურ და თერაპიულ გამოყენებას აძლიერებს.

ასევე, იტალიელი ფიტოთერაპევტების მიერ ჩატარებულმა 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დაფნის ზეთი ხელს უწყობს ქრონიკული ანთებითი პროცესების დაქვეითებას და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, რაც მას უნიკალურ ბუნებრივ რესურსად აქცევს კოსმეტოლოგიაშიც.