
თუ გსურთ მხედველობის გაუმჯობესება ქირურგიისა და ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთი პაციენტის დედამ ოდესის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში, აკადემიკოს ფილატოვის მკურნალობისას შეიტყო. ეს ნარევი გამორჩეულად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე – აძლიერებს მხედველობას, ხელს უწყობს თვალის ქსოვილების რეგენერაციას და ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას.
ინგრედიენტები:
- ალოე (2-3 წლის მცენარე)
- თაფლი – 300 გ
- ლიმონი – 4 ც.
- კაკლის ბირთვი (ნიგოზი) – 500 გრ.
- ლიმონი – 4 ც.
მომზადების და გამოყენების წესი:
- თქვენ 2-3 წლის ალოეს უნდა მოაჭრათ 2-3 ფესვსზედა და 4-5 ზედა ტოტი და მოათავსოთ ის მაცივარში 10 დღით.
- შემდეგ დაჭრათ წვრილად და გამოწუროთ ორად გადაკეცილი მარლის დახმარებით.
- შემდეგ ავიღოთ თაფლი, ლიმონის წვენი, ნიგოზი (დაფქული) და გულდასმით გადავურიოთ.
- დავუმატოთ მიღებულ ნაზავს ნახევარი ჭიქა ალოეს წვენი (100მლ).
- შეინახეთ ეს ჯადოსნური ნაზავი მაცივარში.
- მიირთვით ეს ნაზავი ერთი დესერტის კოვზის ოდენობით სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გაითვალისწინეთ:
- ნებისმიერი საშუალება რომელშიც ალოე შედის, აკრძალულია გამოიყენოთ სამ კვირაზე მეტხანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს ნაწლავები.
- ალოეს წვენს ასევე ახასიათებს უკუჩვენებები: თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმელების მწვავე დაავადებები, ორსულობა და ქალური სასქესო სფეროს პროცესები, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ჰემორია (ბუასილი) და გამწვავებული ტუბერკულიოზი.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- შესაძლებელია თუ არა ნარევის გამოყენება მხოლოდ მხედველობისთვის?
– არა. ეს ნარევი არა მხოლოდ მხედველობაზე, არამედ იმუნიტეტზე, სისხლის მიმოქცევაზე და კუჭის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. - რამდენ ხანს შეიძლება გავაგრძელოთ მიღება?
– მაქსიმუმ 3 კვირა, რის შემდეგაც საჭიროა შესვენება. - შეიძლება თუ არა ნარევის მიღება პროფილაქტიკის მიზნით?
– დიახ, თუმცა აუცილებლად ექიმთან კონსულტაციით, განსაკუთრებით თუ გაქვთ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობა.
რედაქციისგან:ეს რეცეპტი მრავალ ათწლეულზე მეტია, რაც გამოიყენება თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ნატურალურ მედიცინაში დამკვიდრებული ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდია. კვლევები ადასტურებს, რომ ალოე ვერას ექსტრაქტს შეუძლია ანთებითი პროცესების დაქვეითება, ქსოვილების რეგენერაციის სტიმულაცია და თვალის უჯრედების დაცვა ჟანგვისგან (Reynolds & Dweck, 1999; Surjushe et al., 2008).
გარდა ამისა, თაფლი და ლიმონი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც თვალის ბადურის დაცვასა და მხედველობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ნიგოზი კი არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან იგი შეიცავს ომეგა-3 მჟავებს, რომლებიც მხედველობის შენარჩუნებაში კრიტიკულ როლს ასრულებენ (Sala-Vila et al., 2018).
ეს რეცეპტი წარმოადგენს ბუნებრივ, მრავალმხრივ საშუალებას, რომელიც მხედველობის გაუმჯობესების გარდა მთელ ორგანიზმზე ახდენს დადებით გავლენას.