8 ნიშანი, რომ ორგანიზმს კალციუმი აკლია

570
photo by pxhere

მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და უძილობა, ფეხის კრუნჩხვები, ფრჩხილების ცუდი მდგომარეობა – ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ორგანიზმში კალციუმის დეფიციტზე საუბრობს. დღეს კალციუმის დეფიციტის ნიშნებზე გიამბობთ.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს დღეში 1000 მგ კალციუმი სჭირდება. დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ რაოდენობის კალციუმს იღებთ? ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მიღებული საკვების უმეტესობა (კოფეინი, მარილი, კარტოფილი ფრი, ჰამბურგერი და შემწვარი პროდუქტები) ორგანიზმში კალციუმის კონცენტრაციის შემცირებას ხელს უწყობს.

რისთვის არის საჭირო კალციუმი? კალციუმის სასარგებლო თვისება კბილებსა და ძვლებზე ზეგავლენით არ შემოიფარგლება. კალციუმი კუნთების შეკუმშვის პროცესსა და ნერვული ქსოვილების აგზნებაში უშუალო მონაწილეობას იღებს, ამასთან სისხლის შედედებაზე გავლენას ახდენს – ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც ქსოვილების დარღვევის ადგილას თრომბის ფორმირებაში მონაწილეობს.

ამის გარდა, კალციუმი ჰიჰოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, სასქესო ჯირკვლების და ფარისებრი ჯირკვლების აქტივობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რამდენიმე ნიშანი არსებობს, რომლებიც ორგანიზმში კალციუმის დეფიციტზე სიგნალს გვაძლევენ.

ფეხის კრუნჩხვა. თუ ღამით ფეხის კრუნჩხვა გაწუხებთ, ეს დიდი ალბათობით კალციუმის დეფიციტზე საუბრობს.

კარიესი. კბილები ჩვეულებრივზე უფრო ძლიერ ზიანდება? ამის მიზეზი მხოლოდ ტკბილეული არაა. შეიძლება ორგანიზმი საკვებიდან საჭირო რაოდენობის კალციუმს ვერ იღებს და მის ძებნას სხვა წყაროებიდან ცდილობს.

ფრჩხილების მტვრევა. კალციუმს ფრჩხილებიც შეიცავენ. თუ ორგანიზმს ამ ელემენტის დეფიციტი აწუხებს, ამან შეიძლება არა მხოლოდ კბილებზე, არამედ ფრჩხილებზეც გავლენა იქონიოს. შედეგად, ფრჩხილები სწრაფად მტვრევადი ხდება.

დაბუჟება. კრუნჩხვების მსგავსად კალციუმის დეფიციტმა შეიძლება ხელებში ნერვული დაბოლოების სპაზმები გამოიწვიოს. თუ თითებში დაბუჟებას ან ჩხვლეტას გრძნობთ, ეს შეიძლება კალციუმის შემცირების ნიშანი იყოს.

უძილობა. კალციუმი ხელს უწყობს სეროტონინის, ნეირომედიატორის წარმოებას, რომელიც კარგ განწყობას, მოდუნების და სიმშვიდის გრძნობას, შედეგად კი კარგ ძილს უზრუნველყოფს. როცა ორგანიზმში კალციუმის დონე მცირდება, ჩვენ „ცხვრების თვლას“ ვიწყებთ.

ზურგის და კისრის ტკივილი. კალციუმის დეფიციტი ძვლებს ასუსტებს და ორგანიზმი ასეთ სისუსტეზე მოხრით, ცუდი დგომით პასუხობს, რაც თავის მხრივ ზურგის და კისრის ტკივილს იწვევს.

სისუსტე. კალციუმის საკმარისი დონის მიღება კუნთების ნორმალურ შეკუმშვას და ნეირომედიატორების გათავისუფლებას უზრუნველყოფს. კალციუმის დეფიციტმა შეიძლება ამ პროცესების დარღვევა გამოიწვიოს, რაც შეიძლება კრუნჩხვებით, გონების დაბინდვით და რაღაც ეპილეფსიის მსგავსი დამბლით გამოიხატოს, თუნდაც ჯანმრთელ ადამიანში.

გულმავიწყობა. კალციუმის დეფიციტის დროს ნევროლოგიური სიმპტომები ხშირად ვლინდება. ანომალური გულმავიწყობა და ჰალუცინაციებიც კი შეიძლება ამ მინერალის დეფიციტით იყოს გამოწვეული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს