შავი წერტილების წარმოშობის პრობლემა ისეთ ადამიანებსაც შეიძლება აწუხებდეთ რომლებიც თავის მოვლას დიდ დროს უთმობენ, ეს პრობლემა თავს განსაკუთრებით მოზრდილობის პერიოდში იჩენს. როდესაც ჰორმონალური ფონი და კანის სისუფთავე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.
თუ ეს პრობლემა ზრდასრულ ასაკში შეგექმნათ პირველ რიგში მისი გამომწვევი მიზეზის შესწავლაა საჭირო. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი ჯვება, უხარისხო კოსმეტიკა და სკრაბების ჭარბად გამოყენება.
ჩვენი რედაქცია ცდილობს შემოგთავაზოთ ყოველთვის სასარგებლო რჩევები, ამჯერად კი გაგიზიარებთ უნიკალურ რეცეპტს, რომელიც შავი წერტილების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1/2 ლიმონი
- მეოთხედი ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების და გამოყენების წესი:
- აიღეთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და წაუსვით შიგთავსს მცირეოდენი თაფლი;
- გაიწმინდეთ სახე ამ საშუალების დახმარებით.
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ პრობლემურ ზონებს.
- გაიჩერეთ თაფლისა და ლიმონის ნარევი სახეზე 5-7 წუთით.
- დაიბანეთ სახე გვირილას ნაყენით.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ. უკვე პირველი გამოყენების შემდეგ თქვენ სასიამოვნო შედეგებს იხილავთ!