მინდა მოგიყვეთ მცენარე-დღეგრძელის, კავკასიური დიოსკორიის, იმავე ველური იამსის შესახებ. ესაა რელიქტური მცენარე (მცენარე, რომელიც ჩვენს პლანეტას ძველი ეპოქიდან შემორჩა). ასეთი ბალახის ასაკი რამდენიმე მლნ წელს ითვლის.
ასეთი მცენარე ძალიან ბევრია. მაგალითად, ბიჭვინთის ფიჭვები, გვიმრის, წყავისა და შვიტის ზოგიერთი სახეობა.როგორ ფიქრობთ, რატომ შემორჩნენ ისინი? ვფიქრობ, თავიანთი ძალის, ამტანიანობის წყალობით. სწორედ ამ ძალისა და ამტანობის ჩუქება შეუძლიათ მათ ადამიანებისთვის.
დიოსკორეას ფესვებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. მათგან შეიძლება ნაყენის, ნახარშის, მალამოს მომზადება. მალამო გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს, ფეხებში შესაზელად.
საერთო ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, სამწვერა ნერვის ანთების დროს, შინაგანად იღებენ ტინქტურასა და ინფუზიას, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შლის მიკროთრომბებს სისხლძარღვების კედლებზე, აუმჯობესებს უჯრედებში სისხლის მიმოცვლასა და სისხლძარღვების მდგომარეობას.
თავის ტკივილის, ყურებში ხმაურის, მხედველობის დაქვეითების, გაღიზიანებადობისა და დაღლილობის, მცენარე შინაგანად გამოიყენება. ართრიტის, ართროზის დროს, იასმს იღებენ შინაგანად და გარეგანად იზელენ მტკივან სახსრებს.
კარგადაა გამოცდილი ველური იამსის პრეპარატები შაქრის დონის შემცირებისთვის, დიაბეტის დროს. ამავდროულად, რეგულირდება დიაბეტიკთა საერთო მდგომარეობა, მცირდება შეშუპება, სახსრების ტკივილი, უმჯობესდება განწყობა.
ნაადრევი დაბერების, კანის გაუწყლოების, ჰორმონალური დისბალანსის დროს, დიოსკორეა შეუცვლელი დამხმარეა. მინდა გაგიზიაროთ სამკურნალო საშუალებების მომზადების ჩემი რეცეპტები.
ტინქტურა: 100 გ ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 14 დღით, მიიღეთ 20-30 წვეთი ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. მკურნალობა მოიცავს 3-4 კურსს, 20-30-დღიანი შესვენებებით.
ნახარში: 1 ჩ.კ. ფესვებს დაასხით 1 ჭიქა წყალი, აადუღეთ და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთით. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამიდან 20 წუთში, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი მოიცავს 1.5-2 თვეს. მზა ნახარში შეგიძლიათ მაცივარში 2 დღე შეინახოთ.
ხანდახან, იამსის ფესვის პრეპარატები იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს კუჭში. ესაა ფესვის შემადგენლობაში არსებული საპონინების გამაღიზიანებელი მოქმედების შედეგი ლორწოვან გარსზე. ამის ნუ შეეშინდებათ. უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ნახარშიც და ტინქტურაც მხოლოდ ჭამის შემდეგ.
ბუნებაში ამ მცენარის კიდევ ერთი სახეობა – ნიპონური დიოსკორეა გვხვდება. მასაც აქვს სამკურნალო თვისებები, თუმცა ძვირფასი აქტიური ნივთიერებების რაოდენობა მასში გაცილებით ნაკლებია. და კიდევ ერთი გაფრთხილება. მცენარე გარეგნულად ძალიან ჰგავს ადამის ფესვს, რომელიც, ასევე, სამკურნალო მცენარეა, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული მოქმედებით. ყურადღებით იყავით ნედლეულის შეძენისას.