ძველი ბერძნები და რომაელები მრავალძარღვის თესლს იყენებდნენ დიზენტერიის, კუჭისა და ნაწლავების ანთებითი მდგომარეობისა და სხვა დაავადებების დროს. მის დიდებულ სამკურნალო ძალას ტიბეტშიც კი აღიარებენ.
ავიცენა მრავალძარღვას წყლულების, ჭრილობების სამკურნალოდ, სისხლდენის შეჩერებისთვის და სხვა მიზნებით იყენებდა.
მრავალძარღვას თესლის ნახარში
იგი ქალებს ეხმარება ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის დროს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი, ცუდი განწყობა და დეპრესია.
ასევე, ეს ნახარში კურნავს უნაყოფობას, თუმცა იმ პირობით, თუ იგი გამოწვეულია საშვილოსნოს მილებში არსებული ანთებით. მამაკაცებისთვის მცენარის თესლის ნახარში ინიშნება სპერმატოზოიდების უძრავობის დროს.
თესლის ნახარშით მკურნალობას გვირჩევენ არამხოლოდ უკრაინული ხალხური მკურნალები, არამედ ტიბეტური მედიცინაც.
ამ ნახარშის მოსამზადებლად, 1 ს.კ. თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით.
დააყენეთ გაგრილებამდე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი ნახარში 2 ს.კ. ოდენობით, დღეში ოთხჯერ. შენახვის ვადა მაცივარში 2-3 დღეა, რის შემდეგაც ახალი უნდა მოამზადოთ.
მკურნალობის კურსი – 3 თვე, კრიტიკულ დღეებში ნახარში არ უნდა მიიღოთ.
მ. გროზა, გაზეთი “Бабушка — рецепты от 100 бед”, 2014 წ.
მრავალძარღვას თესლის ნაყენი პროსტატის ანთების წინააღმდეგ
დაასხით 20 გ თესლს 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 40 მლ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. ნაყენი პროსტატის ანთების დროს გამოიყენება.
კუჭის წყლული
თესლის გამოყენება ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი საშუალების სახითაც შეიძლება.
მათგან შეიძლება ნაყენის მომზადება: 1 ს.კ. თესლს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთით და მიიღეთ ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ს.კ. დღეში სამჯერ.
საფაღარათე საშუალება
საფაღარათე საშუალებად შეგიძლიათ სრული ან დაქუცმაცებული თესლის გამოყენება: მიიღეთ 1 ს.კ. ნედლეული ჩაისთან ან კისელთან ერთად, ძილის წინ ან დილით, ჭამის წინ. თესლს წინასწარ უნდა გაავლოთ მდუღარე წყალი.
ასევე, შეგიძლიათ დააყენოთ 1 ს.კ. ნედლეული 1/2 ჭიქა მდუღარე წყალში.
კნტ-ს დაავადებების გამწვავება
მრავალძარღვას თესლს ძალიან მძლავრი დამარბილებელი მოქმედება აქვს, რომლის წყალობითაც კნტ-ს უჯრედები იფარება დამცავი ბიოლოგიური ფენით და ხდებიან ნაკლებად მოწყვლადი ინფექციისადმი.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. თესლი
- 1 ჭიქა მდუღარე წყალი
დაასხით თესლს წყალი. დალიეთ 30-40 მლ დღეში სამჯერ, გამწვავების პერიოდში, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით – წელიწადში 1-2-ჯერ.
მწვავე გასტრიტი შემცირებული მჟავიანობით
მრავალძარღას მწიფე თესლი დააფქვიეთ ყავის საფქვავში. ფხვნილი დანის წვერით მიიღეთ წყალთან ერთად, ჭამამდე.
კლიმაქსი
ჭარბი მენსტრუაცია და სისხლდენა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, ცუდი განწყობა, დეპრესია – ამ ყველაფერს არეგულირებს მრავალძაღვას თესლის ნახარში.
ამისთვის, 1 ს.კ. თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ 5 წუთით, ყველაზე ნელ ცეცხლზე. გაგრილების შემდეგ, მიიღეთ 2 ს.კ. დღეში ოთხჯერ.
ნახარში 2-3 დღით მაცივარში ინახება. დალიეთ თბილი – დაუმატეთ ცოტაოდენი მდუღარე წყალი. ასეთი ნახარში მამაკაცების კლიმაქსის დროსაც სასარგებლოა.
უნაყოფობა
თესლის ნახარში ეფექტურია ქალის უნაყოფობის დროს, თუ იგი მილებში ანთებითი პროცესითაა გამოწვეული. ნახარში ისევე მზადდება, როგორც კლიმაქსის დროს: 1 ს.კ. თესლი 1 ჭიქა მდუღარეზე.
უკუჩვენებები
თრომბი, ვარიკოზი, მომატებული მჟავიანობის გასტრიტი.