ბეგქონდარა ალკოჰოლურ დამოკიდებულებას მოგაშორებთ

1938
photo by LizaVetLDD on wikipedia

ეს მცენარე საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ზამთარში გემრიელი ჩაის მოსამზადებლად ბევრი ზრდის. ბეგქონდარა (მეცნიერულად – Thymes) შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, რადგან მას სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები გააჩნია. ბეგქონდარას ბალახს სამეცნიერო მედიცინაში ნახარშების და თხევადი ექსტრაქტების სახით ფართოდ იყენებენ რონქიტის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამოსახველებელ საშუალებად, რადიკულიტის, ნევრიტის, ყივანახველას დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, ასევე ჭიების საწინააღმდეგო და პირის ღრუს დეზინფექციისთვის ანტისეპტიკური საშუალებად.

ბეგქონდარა უძილობის, გონებრივი გადაღლილობის და C ავიტამინოზის დროს ორგანიზმს აძლიერებს. ბეგქონდარას პრეპარატები პიელიტის, პიელონეფრიტის და ღამით შარდის შეკავების დროს ეფექტურად მოქმედებს. ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარას ბალახის ნაყენს ფილტვის ტუბერკულოზის, ქოშინის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ბუასილის, დამბლის და სახსრების დაავადებების დროს იყენებენ.

ეს ბალახი ალკოჰოლური დამოკიდებულების საწინააღმდეგო რეკომენდებულია. ამისთვის ასეთ ნარევს ამზადებენ: 4 ნაწილი ბეგქონდარა და 1 ნაწილი აბზინდა. 1 ს/კ ნარევს 250 მლ წყალი დაასხით და 5 წუთით ხარშეთ. 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში დალიეთ. მკურნალობის შედეგად ხელებში, ფეხებსა და გულზე სიმძიმე და უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება. ამ ნახარშის ორკვირიანი მოხმარების შემდეგ ბევრი პაციენტი ალკოჰოლის მიმართ გულგრილი ხდება, ზოგს კი ზიზღის გრძნობა უჩნდებათ.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი სამკურნალო მეთოდია რეკომენდებული: 50 მლ 7%-იანი ბეგქონდარას ნახარში დღეში 2-ჯერ, 2-4 კვირის განმავლობაში დალიეთ.

ხველის, ბრონქიტის და ბრონქული ასთმის დროს ბეგქონდარას ნახარში მოამზადეთ: 2 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთით წყლის ორთქლზე ხარშეთ. ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე მიიყვანეთ. 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ. ნახარში შეგიძლიათ პირის ღრუს და ცხვირ-ხახის სავლებად გამოიყენოთ.

ბეგქონდარას ჩაი (1 ს/კ 1 ლ მდუღარე წყალზე) საჭმლის ცუდი მონელების და შებერილობის დროს, ასევე სისხლის გამწმენდ და მსუბუქ შარდმდენ საშუალებად გამოიყენება. დღიური დოზა – 1-2 ჭიქა ჩაი.

ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის დროს ნახარში მოამზადეთ: 1 ს/კ ბეგქონდარას ბალახს 2 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. ¼ ჭიქა ნახარში დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. ეს რეცეპტი დაბალი მჟავიანობის მქონე ქრონიკული გასტრიტის სამკურნალოდაც გამოიყენება. გარდა ამისა, ნახარში გამოიყენება ტვინის შერყევის შემდეგ თავის ტვინის მუშაობის აღსადგენად, თავის ტკივილის, ნერვული დაძაბულობის და უძილობის დროს.

ჭიები და ლამბლიოზი: 2 ს/კ ბეგქონდარას ხმელ ბალახს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 2 საათით დააყენეთ. მიღებული ნაყენი 20 წუთიანი შესვენებებით ოთხ მიღებაზე გადაანაწილეთ. 1,5 საათის შემდეგ საფაღარათო მცენარეული საშუალება დალიეთ. ასეთი მკურნალობა 2 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არაა.

პროსტატის და იმპოტენციის დროს: 1 ს/კ ბეგქონდარას ხმელ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, როგორც ჩაის. 1-2 ს/კ დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 3-6 თვე.

ბეგქონდარას ზეთი: ახალი ბეგქონდარა და მცენარეული ზეთი (სასურველია, ზეითუნი) 1:3 პროპორციით აურიეთ და 1,5 საათით წყლის ორთქლზე დადეთ. მთელი ღამე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. დაღლილობის და უძილობის დროს 1 დესერტის კოვზი ზეთი ღამით დალიეთ. კუჭის სიმძიმის, მეტეორიზმის დროს – 1 ს/კ ზეთი დღეში ერთხელ მიიღეთ. ბეგქონდარას ზეთს კანზე გამონაყარის, მათ შორის ალერგიული გამონაყარის, ეგზემას, მეჭეჭების დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე დღეში 2-3-ჯერ ისვამენ. ართრიტის და რადიკულიტის დროს მტკივნეულ სახსრებზე ბეგქონდარას ზეთი შეიზილეთ და თბილი საფენები გაიკეთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს